ჯანდაცვა

რჩევები ძუძუს გაუგრძნობელობის დროს




ძუძუს მოკვეთის - მასტექტომიის შემდეგ პაციენტი ქალების უმრავლესობა ძუძუს არეში ძველებურად ვერ გრძნობს სითბოს, სიცივეს, შეხებას, ტკივილს; ზოგი უბანი კი ზედმეტად მგრძნობიარე უხდება.

გაუგრძნობელობის გამომწვევი მიზეზებია სხვადასხვა პროცედურები, რომელიც ძუძუს კიბოს დამარცხებისთვის არის აუცილებელი და უარყოფითი გვერდითი მოვლენები ახლავს. 

 

გაუგრძობელობის მიზეზები

ძუძუსა და სხვა ორგანოების გაუგრძნობელობა მკურნალობის შემდეგ არის ნევროპათიის - ნერვული ქსოვილების დაზიანების - შედეგი.
 
ნევროპათია გამოწვეულია პერიფერიული ნერვული გადამცემი სისტემის დაზიანებით.  ადამიანის პერიფერიული ნერვული სისტემა უამრავი ნერვისგან შედგება, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას - თავისა და ზურგის ტვინებს - ნერვულ სიგნალებს აწვდიან ისეთი პერიფერიული ორგანოებისგან, როგორებიცაა, მაგალითად, ხელები, ტერფები, ძუძუები.
 
ნერვული გადამცემების დაზიანება იწვევს მთელ რიგ ცვლილებებს იმაში, თუ როგორ გადაეცემა სიგნალები კუნთებს, სახსრებს, კანსა და შინაგან ორგანოებს.  სწორედ ეს დარღვევა იწვევს ტკივილს, გაუგრძნობელობას, შეგრძნებების დაჩლუნგებას ან/და სხვა სიმპტომებს. 
 
 
ქიმიოთერაპიის წილი გაუგრძნობელობაში
 
ქალებში, ვინც ძუძუს კიბოს პაციენტია, დისკომფორტის შეგრძნება ან მტკივნეული ნევროპათია ძუძუს არეში, შესაძლოა, ქიმიოთერაპიამაც გამოიწვიოს - ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებული პერიფერიული ნევროპათია.
 
ქიმიოთერაპიის მედიკამენტები მთელი ორგანიზმი 'მოგზაურობენ' და შესაძლოა, გარკვეულ უბნებში ნერვების დაზიანება გამოიწვიონ.  
 
ქიმიოთერაპიის მედიკამენტები, რომლებმაც, შესაძლოა, ნევროპათია გამოიწვიონ:
  • აბრაქსანი;
  • კარბოპლატინი;
  • ჰალავინი;
  • ნაველბინი;
  • ტაქსოლი;
  • ტაქსოტერი;
  • ვინკრისტინი.  
 
გაუგრძნობელობა ასევე შეიძლება გამოიწვიოს:
 
  • ქიურგიულმა ჩარევამ - მასტექტომიამ;
  • რადიოლოგიურმა მკურნალობამ;
  • მედიკამენტმა, სახელად ფასლოდექსი, ჰორმონალური მკურნალობის ფარგლებში;
  • დამიზნებითი მკურნალობის ფარგლებში შემდეგმა მედიკამენტებმა: 1) ავასტინი; 2) ტაიკერბი
  • დურაჯესიკი (იგივე ფენტანილი), რომელიც ტკივილის  მარეგულირებელია და შესაძლოა, წერტილოვანი ტკივილი ან გაუგრძნობელობა გამოიწვიოს.

 

როგორ ვმართოთ გაუგრძნობელობა?

  • დაიცავით უგრძნობი ადგილები. თუ ტერფს ვერ გრძნობთ სათანადოდ, სქელი და თბილი წინდები და ისეთი ფეხსაცმელი ჩაიცვით, რომელიც ფიზიკურ ტრავმას აგარიდებთ: შესაძლოა, ტერფი რამეს მიარტყათ და ვერ იგრძნოთ;
  • თბილი ტანსაცმელი ჩაიცვით განსაკუთრებულად ცივ ამინდში, რათა უგრძნობი ადგილები არ გაგიცივდეთ ან არ მოგეყინოთ;
  • შეეცადეთ, ზედმეტად ცხელი შხაპი არ მიიღოთ. შესაძლოა, უგრძნობი ადგილი ისე დაგეწვათ, რომ ვერც იგრძნოთ;
  • სადილის მომზადების დროს დამცავი ხელთათამები გამოიყენეთ: ვინიცობაა, ცხელმა კერძმა არ დაგწვათ;
  • გამოიყენეთ რეზინის ხელთათამები ბაღში მუშაობის ან ჭურჭლის რეცხვის დროს;
  • მაშინვე უმკურნალეთ კანზე მცირე ნაფხაჭნსა თუ ჭრილობას.  ყოველდღიურად ამოწმეთ ხელისა და ფეხის თითები, ხელები და ტერფები.  მაშინვე იმკურნალეთ უმნიშვნელო ჭრილობაც კი, რათა თავიდან აირიდოთ ინფექციის შეჭრა სისხლში;
  • მიმართეთ ნერვების აღმდგენ თერაპიებს: აკუპუნქტურასა და მასაჟებს, რათა დაზიანებული ნერვული სისტემა შეძლებისდაგვარად აღიდგინოთ.
  • დაელაპარაკეთ ექიმს. ის აგისხნით, რა თერაპიები ან ვარჯიშები სჯობს დაზიანებული ნერვული ქსოვილების აღსადგენად.

 

წყარო: breastcancer.org 

ილუსტრაცია: სოფი დათიშვილი 

 

ეს სტატია ნაწილია 'კაქტუსის' პროექტისა 'ცხოვრება მასტექტომიის შემდეგ,' რომელიც საქართველოში ქალთა ფონდის მხარდაჭერით Women's Fund in Georgia ხორციელდება და რომელიც ძუძუს მოკვეთის შემდეგ ქალების ფსიქიკური, სოციალური და სექსუალური  მდგომარეობის ასპექტებს სწავლობს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

5 რამ, რაც ძუძუს იმპლანტებზე უნდა ვიცოდეთ

გლობალური ჟურნალისტური გამოძიება ძუძუს იმპლანტების რისკებზე

ძუძუს კიბო და აზოტის დიოქსიდი - NO2

კავშირი ძუძუს კიბოსა და ჰაერის  PM 2,5-თა და ოზონით O3 დაბინძურებას შორის

ძუძუს იმპლანტის მაცდური მარკეტინგი vs უცნობი რისკები 

'გაბრტყელება ძუძუს მოკვეთის შემდეგ' 

'ძუძუს გაუგრძნობელობა მასტექტომიის შემდეგ'

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>