F.D.A.-მ კეტამინი შესაძლოა დეპრესიის სამკურნალოდ დაუშვას





ჯანდაცვა

F.D.A.-მ კეტამინი შესაძლოა დეპრესიის სამკურნალოდ დაუშვას




მედიკოსების განცხადებით, ცნობილი კლუბური ნარკოტიკის - კეტამინის აქტიური ინგრედიენტები კარგ შედეგებს იძლევა დეპრესიის სამკურნალოდ.  

გასულ სამშაბათს ამერიკის წამლისა და სურსათის ადმინისტრაციიაში [FDA] განიხილეს ცხვირში შესასხურებელი სპრეის საკითხი, რომელიც აქტიურ ინგრედიენტად კეტამინს შეიცავს და რომელიც პოპულარული კლუბური ნარკოტიკია. 

დაშვების შემთხვევაში, ახალი მედიკამენტი დეპრესიის ერთ-ერთი ახალი სამკურნალო საშუალება იქნება ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში.    

ახალ წამალს ესკეტამინი [Esketamine] ერქმევა და ის კომპანია Johnson & Johnson-მა უნდა აწარმოოს. წამალი ისეთი პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება, ვისაც მწვავე დეპრესია და თვითმკვლელობის მცდელობები ჰქონდა. 

პანელმა, რომელშიც 17 ანონიმური წევრისგან შედგებოდა, მათ შორის ფსიქიატრებისა და მომხმარებლებისგან, თითქმის ანონიმურად გადაწყვიტეს, რომ ამ წამლის სარგებელი მის უარყოფით გვერდით ეფექტებს გადასწონის.  ამერიკის წამლისა და სურსათის ადმინისტრაცია, როგორც წესი, ამ პანელის აზრს ითვალისწინებს ამა თუ იმ ახალი მედიკამენტის ბაზარზე დაშვებამდე. 

თუ მარეგულირებელმა დაამტკიცა, ესკეტამინის ღირებულებას თითქმის ყველა სადაზღვევო დაფარავს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

Janssen Pharmaceuticals, Inc-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ესკეტამინმა დადებითად გაიარა კლინიკური კვლევების მესამე ფაზა.  ეს შედეგი საკმარისია, რომ ფარმაცევტულმა კომპანიამ ახალი პროდუქტის ბაზარზე შეტანის აპლიკაცია ამერიკის წამლისა და სურსათის ადმინისტრაციაში შეიტანოს და დადებით პასუხს დაელოდოს.  

FDA 2019 წლის 4 მარტამდე გადაწყვეტს, დაუშვას თუ არა ესკეტამინი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე. 

კეტამინის აქტიური ინგრედიენტებით დეპრესიის მკურნალობის საკითხი მედიცინაში ახალი არ არის. 2006 წელს ექიმ კარლოს ზარანტის ხელმძღვანელობით, მედიკოსთა ჯგუფმა შეამჩნია, რომ 18 ადამიანი, ვისაც კეტამინის გარკვეული კონცენტრაცია ვენაში გადაუსხეს, უიმედობისა და სასოწარკვეთის სინდრომი რამდენიმე საათში მოეხსნათ მაშინ, როცა დეპრესიის აქამდე არსებული მედიკამენტები რამე შესამჩნევ შედეგს მხოლოდ ორი კვირის მკურნალობის შემდეგ იძლევიან, ზოგ პაციენტზე კი არც კვირეების შემდეგაც არის დამაიმედებელი პროგნოზები. 

დეპრესიის გამომწვევი ბიოლოგიური მიზეზები კარგად შესწავლილი არ არის.  მეცნიერების ნაწილმა ამ მიმართულებით ტვინის ერთ-ერთი ნეიროგადამცემის - სეროტონინის შესწავლა შეწყვიტა და თვით ტვინის ქიმიური რეაქციის შესწავლა დაიწყო კეტამინის მიღების შემდეგ, რათა გაირკვეს, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ წამალმა დეპრესიის სამკურნალოდ.

 

* წაიკითხეთ FDA-ს ანგარიში ესკეტამინზე

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>