10 ფაქტი ფენტანილზე





ჯანდაცვა

10 ფაქტი ფენტანილზე




რატომ არის საშიში ფენტანილის არასამედიცინო მიზნით მიღება?

 

►  კანონით ფენტანილი  მხოლოდ სამედიცინო მიზნით არის დაშვებული: ის ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია და 50-100-ჯერ ძლიერია მორფინზე; 

►  მომხმარებელთა ნაწილი ფენტანილს არასამედიცინო მიზნით - თრობის საშუალებად იყენებს; 

►  ფენტანილი ზემოქმედებს ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც სუნთქვასა და ტკივილს არეგულირებს. სწორედ ამიტომ იწვევს ფენტანილით ზედოზირება სუნთქვის შეჩერებას და პირველადი სამედიცინო დახმარების გარეშე, შესაძლოა, მომხმარებლის სიკვდილით დასრულდეს;

►  უკანონო ლაბორატორიებში დამზადებული ფენტანილის უსაფრთხო დოზის შერჩევა თითქმის შეუძლებელია; სწორედ ამიტომ იმატებს მომხმარებლებში ზედოზირების შემთხვევები; 

►   ფენტანილით ზედოზირების დროს გადაუდებელი პირველი დახმარებაა ნალოქსონის ინექცია: ეს პრეპარატი ნორმალურ სუნთქვით ფუნქციებს სწრაფად აბრუნებს; 

►  შავ ბაზარზე, ქუჩის დილერებთან ნაყიდი ფენტანილი ხშირად ჰეროინს, კოკაინს და სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებსაც შეიძლება შეიცავდეს. ასეთი ნაერთის მიღება სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიშია; 

►  ფენტანილის დიდი ხნის განმავლობაში ავადმოხმარება შემდეგ გვერდით მოვლენებს იწვევს:  ლიბიდოს დაქვეითება, ემოციური არასტაბილურობა,  კუჭ-ნაწლავის შეკრულობა, მენსტრუალური პრობლემები, სუნთქვითი გართულებები, მეტყველების მოტორიკის დარღვევა, გამონაყარი კანზე, სხეულის გარკვეული ნაწილების გაუგრძნობელობა;   

► არასამედიცინო მიზნით, ექიმის დანიშნულების გარეშე, ფენტანილის ან მისი შემცველი ნებისმიერი სახის მედიკამენტის ბრუნვა არალეგალური ქმედებაა და ისჯება ყველა ქვეყანაში; 

ქართული კანონმდებლობით, ნებისმიერი რაოდენობით ფენტანილის ფლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. რაოდენობრივ კლასიფიკაციაში 0,05 გრამი ფენტანილის უკანონო ფლობა 'განსაკუთრებით დიდი ოდენობით' განისაზღვრება, 0,005 გრამი - 'დიდი ოდენობაა,' 0,0005 გრამი კი - 'მცირე.'  

►  ამერიკის წამლისა და სურსათის ადმინისტრაციამ [FDA] ფენტანილის შემცველი სამედიცინო ტკივილგამაყუჩებლების ნარჩენები [ბრენდ-დასახელებებით: DuragesicAbstralActiqFentoraOnsolis] ისეთი სამედიცინო ნარჩენების იაში მოათავსა, რომელთა კანალიზაციის წყლით ჩარეცხვაა რეკომენდებული და არა საოჯახო სანაგვე ყუთში მოთავსება, სადაც ის ბავშვებმა ან ცხოველებმა შეიძლება იპოვონ. მართალია, კანალიზაციის სისტემაში ფენტანილის მოხვედრა გარემოსდაცვით რისკებს ზრდის [მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის დაბინძურება], მაგრამ  FDA-ს შეფასებით, ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობის რისკები გარემოსდაცვით რისკებს გადასწონის. 

 
⇒  ინფორმაციის წყაროები: 
 
1) National Institute of Drug Abuse [NIDA] - Drug Facts - Fentanyl 
2) Food and Drug Administration [FDA] - Disposal of Unused Medicines: What You Should Know
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>