შავი ზღვის დაბინძურება მყარი ნარჩენებით, ამბავი #2





Data

შავი ზღვის დაბინძურება მყარი ნარჩენებით, ამბავი #2




2016 წლის 12 მარტს ბათუმში, ბაქოს ქუჩის ზღვისპირა ზოლში რესტორნის რემონტის მიმდინარეობის დროს, მეპატრონემ სარემონტო ნარჩენები: ღორღი, ბეტონის წვრილი ნამსხვრევები და ორი ცალი თეთრი ფერის ‘პლასტიკატი’ ზღვაში ჩაყარა.

სასამართლოზე რესტორნის მეპატრონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნარჩენები ზღვაში შტორმმა გადაყარა. მან თან წარმოადგინა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ ხსენებულ დღეს შტორმი მართლა იყო. მისი თქმით, ოქმის შედგენიდან მეორე დღეს ხმელეთის ტერიტორია დასუფთავდა და ზღვიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი ‘პლასტიკატი.’

“ამას წინ უსრებდა ძლიერი საშტორმო ქარიც, რამაც ხელი შეუწყო სამართალდარღვევის ჩადენას და ნაწილობრივ ამითაც არის განპირობებული ზღვაში პლასტიკატის ჩაყრა,” - ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.

მოსამართლემ ჩათვალა, რომ ჩადენილი დანაშაული ‘მცირემნიშვნელოვანია,’ ამით ზღვა არ დაბინძურებულა, არც ეკოლოგიური ზიანი დამდგარა.

სამართალდამრღვევი ადმინისტრაციული ჯარიმისგან გათავისუფლდა.  

 

ამბების ქრონოლოგია და წყაროები: 

1) ამბავი პირველი - 2016 წლის 15 აგვისტო, ნავთობპროდუქტებით დაბინძურება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება;

2) ამბავი მეორე - 2016 წლის 12 მაისი, მყარი ნარჩენებით დაბინძურება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება; 

 

 ეს ამბავი ნაწილია ‘კაქტუსის’ პროექტისა, რომელიც 2013 წლიდან 2016 წლამდე ბათუმთან შავი ზღვის მყარი ნარჩენებით, ნავთობპროდუქტებითა და ფეკალური მასებით დაბინძურების 14 შემთხვევაზე მოკლედ მოგითხრობთ.  

 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>