შავი ზღვის დაბინძურება ნავთობპროდუქტებით, ამბავი #3





Data

შავი ზღვის დაბინძურება ნავთობპროდუქტებით, ამბავი #3




2016 წლის 16 აპრილს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის №7 ნავმისადგომთან თურქეთის დროშით მცურავი ტანკერიდან ზღვაში ნავთობშემცველი სითხე ჩაიღვარა.  

სასამართლო განხილვაზე ტანკერის კაპიტანმა სამართალდარღვევის ჩადენა უარყო. მან თქვა, რომ გემიდან ზღვაში ნავთობშემცველი წყლის ჩადინება მისი ბრალი არ იყო.  

მიუხედავად ამისა, ყველა გარემოების შესწავლის შემდეგ, მოსამართლემ კაპიტანი სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სახდელი - 65,000 ლარი დააკისრა.  

კაპიტანს სახელმწიფო ხაზინაში ასევე უნდა გადაეხადა გარემოსთვის მიყენებული ზიანი  - 702 ლარი. მას ტანკერი თანხის გადახდამდე ჩამოერთვა.

კაქტუსი’ დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას, გადაიხადა თუ არა კაპიტანმა ზღვის დაბინძურებისთვის დაკისრებული ჯარიმა.    

 

ამბების ქრონოლოგია და წყაროები: 

1) ამბავი პირველი - 2016 წლის 15 აგვისტო, ნავთობპროდუქტებით დაბინძურება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება;

2) ამბავი მეორე - 2016 წლის 12 მაისი, მყარი ნარჩენებით დაბინძურება,ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება; 

2) ამბავი მესამე - 2016 წლის 16 აპრილი, ნავთობპროდუქტებით დაბინძურება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება; 

 

 ეს ამბავი ნაწილია ‘კაქტუსის’ პროექტისა, რომელიც 2013 წლიდან 2016 წლამდე ბათუმთან შავი ზღვის მყარი ნარჩენებით, ნავთობპროდუქტებითა და ფეკალური მასებით დაბინძურების 14 შემთხვევაზე მოკლედ მოგითხრობთ. 

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>