შავი ზღვის დაბინძურება დიზელით, ამბავი #4





Data

შავი ზღვის დაბინძურება დიზელით, ამბავი #4




2016 წლის 14 მარტს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის N 7-ე ნავმისადგომთან მდგარ ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავ ბორანზე სატვირთო ავტომანქანით ასვლისას, ავტომანქანის ავზიდან ზღვაში დიზელის საწვავი ჩაიღვარა.

მოქალაქემ, რომელსაც სატვირთო ავტომანქანა ეკუთვნოდა, გარემოსთვის ზიანის მიყენებისთვის გამოწერილი ჯარიმა სადავო არ გახადა და აღიარა ჩადენილი გადაცდომა.

გარემოებების შესწავლის შემდეგ, მოსამართლემ მოქალაქე გ.მ. სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სახდელი - 300 ლარი დააკისრა.

მოქალაქეს სახელმწიფო ხაზინაში ასევე უნდა გადაეხადა გარემოსთვის მიყენებული ზიანი - 387.24 ლარი.

 

ამბების ქრონოლოგია და წყაროები: 

1) ამბავი პირველი - 2016 წლის 15 აგვისტო, ნავთობპროდუქტებით დაბინძურება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება;

2) ამბავი მეორე - 2016 წლის 12 მაისი, მყარი ნარჩენებით დაბინძურება,ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება; 

3) ამბავი მესამე - 2016 წლის 16 აპრილი, ნავთობპროდუქტებით დაბინძურება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება; 

4) ამბავი მეოთხე - 2016 წლის 14 მარტი, დიზელით დაბინძურება, ბათუმის სასამართლოს დადგენილება  

 

 ეს ამბავი ნაწილია ‘კაქტუსის’ პროექტისა, რომელიც 2013 წლიდან 2016 წლამდე ბათუმთან შავი ზღვის მყარი ნარჩენებით, ნავთობპროდუქტებითა და ფეკალური მასებით დაბინძურების 14 შემთხვევაზე მოკლედ მოგითხრობთ. 

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>