ჰაერის ხარისხის დარაჯი
მულტიმედია

ჰაერის ხარისხის დარაჯი




"ნაზი/Nazi" - 'კაქტუსის' განვითარების ეტაპზე მყოფი დოკუმენტური ფილმის პროექტია, რომელიც ზესტაფონელ ნაზი მახათაძეზე მოგვითხრობს. 

ნაზი მახათაძე ზესტაფონში ჰაერის ხარისხს დღეში სამჯერ ზომავს და სხვადასხვა კომპონენტებზე ამოწმებს.  მისი ერთ-ერთი მთავარი საკვლევი ჰაერში მანგანუმის დიოქსიდის კონცენტრაციაა, რომელიც იქ მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობის შედეგად გამოიყოფა.

თავიდან ნაზისთან ერთად, გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში 15 ადამიანი მუშაობდა. ბიუჯეტის შემცირების გამო, თანამშრომლების რაოდენობა თანდათან შეკვეცეს. 

ბოლოს ნაზი მარტო დარჩა. ახლა ის საბჭოთა დროს აშენებულ ლაბორატორიაში მარტო მუშაობს. 

ნახეთ მოკლე ვიდეო ნაზის ყოველდღიურ საქმიანობაზე. 

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>