გარემო

შავი ზღვის დაბინძურება ფეკალური მასებით, ამბავი #5




2016 წლის 5 თებერვალს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის N 8-ე ნავმისადგომზე მდგომი მშრალტვირთმზიდი გემიდან სამეურნეო ფეკალური წყლების გამწმენდი დანადგარებიდან ზღვის აკვატორიაში ჩაედინებოდა სამეურნეო ფეკალური მასები.

სასამართლომ განიხილა მოცემული საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მშრალტვირთმზიდის კაპიტანს ადმინისტრაციული სახდელი - 65 000 ლარის გადახდა დააკისრა.

კაპიტანს სახელმწიფო ხაზინაში ასევე უნდა გადაეხადა გარემოსთვის მიყენებული ზიანი - 7 700 ლარი.

 

 ‘კაქტუსი’ დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას, გადაიხადა თუ არა კაპიტანმა ზღვის დაბინძურებისთვის დაკისრებული ჯარიმა.    

 

ამბების ქრონოლოგია და წყაროები: 

1) ამბავი პირველი - 2016 წლის 15 აგვისტო, ნავთობპროდუქტებით დაბინძურება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება;

2) ამბავი მეორე - 2016 წლის 12 მაისი, მყარი ნარჩენებით დაბინძურება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება;

3) ამბავი მესამე - 2016 წლის 16 აპრილი, ნავთობპროდუქტებით დაბინძურება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება; 

4) ამბავი მეოთხე - 2016 წლის 14 მარტი, დიზელით დაბინძურება, ბათუმის სასამართლოს დადგენილება;

5) ამბავი მეხუთე - 2016 წლის 9 თებერვალი, ფეკალური მასებით დაბინძურება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება.

 

 ეს ამბავი ნაწილია ‘კაქტუსის’ პროექტისა, რომელიც 2013 წლიდან 2016 წლამდე ბათუმთან შავი ზღვის მყარი ნარჩენებით, ნავთობპროდუქტებითა და ფეკალური მასებით დაბინძურების 14 შემთხვევაზე მოკლედ მოგითხრობთ.  
 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>