წიაღის მოპოვებაზე დაჯარიმებული ლიცენზიანტები





Data

წიაღის მოპოვებაზე დაჯარიმებული ლიცენზიანტები




2018 წელს წიაღის ეროვნულმა სააგეტომ 78 ლიცენზიანტი შეამოწმა, 38 - გეგმიურად, 40 - არაგეგმიურად.

სააგენტოს ინფორმაციით, 38 ლიცენზიანტზე სამართალდარღვევა არ გამოვლინდა, 26-ზე - შედგა სამართალდარღვევის ოქმები და სასამართლოებში გაიგზავნა; დანარჩენი 14 ლიცენზიანტის საქმეს სააგენტო ამჟამად სწავლობს.

დარღვევების უმეტესობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განისაზღვრა, რაც სალიცენზიო პირობების დარღვევას გულისხმობს. 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოწერილი ადმინისტრაციული ჯარიმების ჯამი  26 საქმეზე 29,500 ლარია.

წიაღის ეროვნული სააგენტო, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი რესურსების ლიცენზიებს გაცემს და მათი შესრულების ხარისხს აკონტროლებს, მიმდინარე წლის 4 იანვარს დაარსდა. სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაწილია.  მანამდე  ბუნებრივი რესურსების ლიცენზიებს გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემდა.  

შემოწმების ოქმების ასლები ნახეთ აქ.

სასამართლოს საქმეები

კომპანია /ფიზიკური პირი

დარღვევის სახე

სამართალდარღვევის ტიპი

სასამართლო

ჯარიმა ლარებში

შპს იმპერია სტარ

კომპანიას არ ჰქონდა ტოპო-გეგმა და არ ჰქონდა გადახდილი მოსაკრებელი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

ნინოწმინდის მაგისტრატი სასამართლო

2,000

შპს რუსთავი

კომპანიას არ ჰქონდა ტოპო-გეგმა და არ ჰქონდა გადახდილი მოსაკრებელი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

ასპინძის გამისტრატი სასამართლო

სიტყვიერი შენიშვნა

შპს პანორამა გუდაური

რესურსს მოიპოვებდა ტექნოლოგიური სქემის გარეშე, არ ჰქონდა ტოპო-გეგმა და არ ჰქონდა გადახდილი მოსაკრებელი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

ნინოწმინდის მაგისტრატი სასამართლო

2,000

ინდმეწარმე ვოსკან ნაზარიანი

რესურსს მოიპოვებდა ტექნოლოგიური სქემის გარეშე, არ ჰქონდა ტოპო-გეგმა და არ ჰქონდა გადახდილი მოსაკრებელი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

ნინოწმინდის მაგისტრატი სასამართლო

2,000

შპს ევროსტანდატი 1

კომპანიას არ ჰქონდა დამტკიცებული ახალი მარაგები, არ ჰქონდა გაყვანილი ახალი ჭაბურღილი, არ ჰქონდა შექმნილი სანიტარული ზონა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

ადიგენის მაგისტრატი სასამართლო

2,000

ინდმეწარმე ადამ აივაზიანი

დარღვეული ჰქონდა ლიცენზიით გათვალისწინებული ყველა პირობა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 361 მუხლის პირველი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

სიტყვიერი შენიშვნა

შპს საქართველოს ცემენტის კომპანია

ლიცენზიანტს ჭაბურღლიზე არ ჰქონდა დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველი და არ ჰქონდა შექმნილი სანიტარული ზონა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

2,000

შპს სამშენებლო ჯგუფი ვიქტორია

ლიცენზია იჯარით გასცა სხვა სუბიექტზე, რაც სააგენტოს არ შეატყობინა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

კასპის მაგისტრი სასამართლო

სიტყვიერი შენიშვნა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია

დაგვიანებით წარადგინა ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი 574 მუხლი

დუშეთის მაგისტრატი სასამართლო

ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, საქმის წარმოება შეწყდა

შპს ლაპისი

არ არის მოხსნილი და დასაწყობებული არსებული ნიადაგის ფენა ტერიტორიის შემდგომი რეკულტივაციის მიზნით

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

ქარელის მაგისტრატი სასამართლო

2,000

ფიზიკური პირი გიორგი გეგჭკორი

კანონით განსაზღვრული მოსაკრებელი არ ჰქონდა გადახდილი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

აბაშის მაგისტრატი სასამართლო

2,000

შპს დანი

ათვისების გეგმა წარმოადგინა ორი დღის დაგვიანებით

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

სიტყვიერი შენიშვნა

შპს ლილე

არ აქვს გადახდილი სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის მოსაკრებებელი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

სიტყვიერი შენიშვნა

შპს კალტა

ქვიშა-ხრეშის მოპოვებითი სამუშაოები ნაწარმოები აქვს ტოპო გეგმის გარეშე

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

ქედის მაგისტრატი სასამართლო

2,000

შპს საკარა

ათვისების გეგმა წარმოადგინა სამი დღის დაგვიანებით

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლო

სიტყვიერი შენიშვნა

ივანე ბუჩუკური

ათვისების გეგმა წარმოადგინა ერთი თვის დაგვიანებით

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლო

500

შპს გამა დიზაინი 2007

არ ჰქონდა წარმოდგენილი 2015 წლის საინფორმაციო ანგარიში

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 361 მუხლის მეორე ნაწილი

ნინოწმინდას მაგისტრატი სასამართლო

4,500 (გასამმაგებული ჯარიმა)

სს გომის სპირტის და არყის კომპანია

სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისთვის გათვალისწინებული მოსაკრებელი არ ჰქონდა გადახდილი, ასევე მოპოვებითი სამუშაოები წინასწარ შედგენილი დამუშავების პროექტის გარეშე აქვს ნაწარმოები

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

ხაშურის მაგისტრატი სასამართლო

2,000

შპს ჯეო სტრაქშენი

ორივე ლიცენზიაზე ათვისების გეგმა დაგვიანებით წარმოადგინა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილი

კასპის მაგისტრი სასამართლო

500 ლარი

 

შპს ქართული პერსპექტივა

კომპანიას ნაკისრი ქონდა ვალდებულება ლიცენზიების აღებიდან ორი წლის განმავლობაში აეშენებინა  სოფ. ღებში პირველადი სამედიცინო დახმარებისთის საჭირო შენობა, სოფ. გლოლაში საბავშო ბაღი და სოფ. სორში ასევე საბავშო ბაღი, რაც არ შეუსრულებია

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

ონის მაგისტრატი სასამართლო

2,000

ინდმეწარმე თენგიზ მიქაია

ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფ. ორსანტიაში. ლიცენზიატს არ აქვს გადახდილი მოსაკრებელი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

2,000

ინდმეწარმე რომან მიქანძე

ლიცენზიით გათვალისწინებული ჰქონდა ჯამში 22 200 კუბური მეტრი ქვიშა ხრეში მოპოვება, რომელიც სრულად მოიპოვა 2016 წელს, ლიცენზიის ვადა იყო 2018 წლამდე და მან არ მიმართა ლიცენზიის გამცემს ლიცენზიის გაუქმების შესახებ

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

სიტყვიერი შენიშვნა

შპს შატო ზეგაანი

ერთი თვის დაგვიანებით წარმოადგინა ათვისების გეგმა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

სიტყვიერი შენიშვნა

ინდმეწარმე ნიკა ზაუტაშვილი

ერთი თვის დაგვიანებით წარმოადგინა ათვისების გეგმა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

სიტყვიერი შენიშვნა

შპს გუბი

ექვსი დღის დაგვიანებით წარადგინა ათვისების შესაბამისი გეგმა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილი

ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო

სხდომა გადაიდო

შპს სტოუნ რესურსი

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება განხორციელებულია საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე და გადახდილი არ არის წიაღით სარგებლობისთვის მოსაკრებელი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 573 მუხლის მეორე ნაწილი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

2,000

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>