ჯანდაცვა

გლობალური ჟურნალისტური გამოძიება ძუძუს იმპლანტის რისკებზე




Phoro Credit: ICIJ 

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (International Consortium of Invertigative Journalists, ICIJ) გამოიძია, რომ ძუძუს იმპლანტების მწარმოებელი კომპანიები წლების განმავლობაში ლობირებდნენ საკუთარ პროდუქციას, რათა აკრძალვის შემდეგ, ბაზარზე ისევ დაბრუნებულიყვნენ. მარეგულირებლებმა ეს დაუშვეს, შედეგად კი ათასობით პაციენტი ქალი დაზარალდა. 

გასული ათწლეულის განმავლობაში 10 მილიონზე მეტმა ქალმა ჩაისვა ძუძუს იმპლანტი, რომელიც ამერიკის ბაზარზე 2006 წლამდე აკრძალული იყო. 

ძუძუს იმპლანტის მწარმოებელი კომპანიების: 'ალერგანისა' და 'მენტორის' ლობირებით, ამერიკის წამლისა და სურსათის სააგენტომ იმპლანტები 2006 წელს ისევ დაუშვა ამერიკის ბაზარზე.  კომპანიების მაშინდელი მტკიცებით, იმპლანტისგან სითხის გაჟონვა, გახევა, კაპსულარული კონტრაქტურა და სხვა პრობლემები წარსულს ჩაბარდა და აღარ იყო ახალი სამედიცინო ტექნოლოგიის გამოწვევა.

ამჟამად კი ახალი სამეცნიერო მტკიცებულებები არსებობს იმის დამადასტურებლად, რომ ძუძუს იმპლანტთან დაკავშირებული რიკები არ გამქრალა: ეს სამედიცინო მოწყობილობა იშვიათი სახის კიბოს და ავტოიმუნურ დაავადებას იწვევს. 

ამერიკის წამლისა და სურსათის სააგენტოს (American Food and Drug Administration, FDA) ამაზე აქამდე ჰქონდა ინფორმაცია და პაციენტთა გაფრთხილებაც: სააგენტოს მტკიცებით, ყოველ მეხუთე ქალს, რომელიც იმპლანტს იდგამს, ათწლეულის მერე ისევ ამოღება უწევს, რადგან იმპლანტი კაპსულარულ კონტრაქტურას იწვევს. 

გამომძიებელი ჟურნალისტების თქმით, ამერიკის მარეგულირებელი - წამლისა და სურსათის სააგენტო (FDA) ფლობდა ამ ინფორმაციას, მაგრამ დაუშვა ის, რომ კომპანიებს დაემალათ ეს ინფორმაცია და საზოგადოება სათანადოდ არ ყოფილიყო ინფორმირებული ძუძუს იმპლანტის უარყოფით შედეგებზე.

გამომძიებელი ჟურნალისტების მტკიცებით, თვით FDA-ს სტატისტიკაც სწრაფად შეიცვალა ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც სააგენტომ შემთხვევების უფრო მკაცრად აღრიცხვა დაიწყო. თუ სააგენტო 2016 წელს აცხადებდა, რომ ძუძუს იმპლანტით მხოლოდ 200 ქალია დაზარალებული, 2017 წელს ამ რიცხვმა 4,567-ს მიაღწია, ხოლო 2018 წელს 8,242 გახდა. 

ზოგი მწარმოებელი კომპანია იმპლანტების გახევის და იქიდან სითხის გამოჟონვის შემთხვევებსაც მალავდა - ეს ინფორმაცია ICIJ-ს ჟურნალისტთა გუნდს ჰოლანდიელმა მარეგულირებელმა მიაწოდა. 

 

წაიკითხეთ ICIJ-ს სტატია სრულად: - 'Breast Implant Injuries Kept Hidden as New Health Threats Surface'

ამავე თემაზე საქართველოზე წაიკითხეთ: 'ძუძუს იმპლანტის მაცდური მარკეტინგი vs უცნობი რისკები'

 

ეს სტატია ნაწილია 'კაქტუსის' პროექტისა 'ცხოვრება მასტექტომიის შემდეგ,' რომელიც საქართველოში ქალთა ფონდის მხარდაჭერით Women's Fund in Georgia ხორციელდება და რომელიც ძუძუს მოკვეთის შემდეგ ქალების ფსიქიკური, სოციალური და სექსუალური  მდგომარეობის ასპექტებს სწავლობს.

 

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

'ძუძუს კიბო და აზოტის დიოქსიდი'

კავშირი ძუძუს კიბოსა და ჰაერის  PM 2,5-თა და ოზონით O3 დაბინძურებას შორის

'გაბრტყელება ძუძუს მოკვეთის შემდეგ' 

'ძუძუს გაუგრძნობელობა მასტექტომიის შემდეგ'

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>