ახალი კორონავირუსის ვაქცინებით იმუნიზაციის მონაცემები საქართველოში - განახლებადი





Data

ახალი კორონავირუსის ვაქცინებით იმუნიზაციის მონაცემები საქართველოში - განახლებადი




საქართველომ ახალი კორონავირუსის ვაქცინების პირველი პარტია 2021 წლის 13 მარტს მიიღო: AstraZeneca/Oxfordვაქცინის 43,200 დოზა, რომელიც სამხრეთ-კორეული კომპანია AstraZeneca-SKBio-ს მიერ არის წარმოებული. 

15 მარტს სამედიცინო პერსონალის აცრა დაიწყო.

25 მარტს საქართველოს მთავრობამ 29 250 დოზა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა მიიღო. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეიდან, მედპერსონალთან ერთად, ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. მათ ექნებათ არჩევანის საშუალება AstraZeneca/Oxford-სა და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინებს შორის.

3 აპრილს საქართველოში ჩინური კომპანია "სინოფარმის" 100 000 დოზა ვაქცინა შემოვიდა. 

27 აპრილიდან საქართველოში შესაძლებელი იქნება ჩინური კომპანია სინოფარმის წარმოებულ ვაქცინაზე რეგისტრაცია, ხოლო ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყება.  

სინოფარმის ვაქცინას ჯერ არ აქვს მიღებული ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. მანამდე პასუხისმგებელი პირები აცხადებდნენ, რომ ჩინური ვაქცინის ადმინისტრირება საქართველოში ჯანმოს პრეკვალიფიკაციის გარეშე არ დაიწყებოდა, თუმცა, იმის გამო, რომ ვაქცინები აქამდე 55 ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი, ვაქცინაციის ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობის უფრო ახალგაზრდა ნაწილისთვის სხვა არჩევანიც შეეთავაზებინა. 

16 პარილს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, განაცხადა, რომ სინოფარმის ვაქცინის მიღებისთვის იარსებებს ინფორმირებული თანხმობის ფორმაც, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ჩინური ვაქცინის შესახებ და თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიიღოს თუ არა ეს ფარმაცევტული პროდუქტი პანდემიის დროს. 

ჩინური სინოფარმის ვაქცინა მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გამოიყენეს, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში: თურქეთსა და აზერბაიჯანში. მისი კლინიკური კლევების მესამე ფაზა მიმდინარეობდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებშიც, სადაც ზოგ მოქალაქეს მესამე დოზაც დასჭირდა, არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავებული ანტისხეულების გამო.

 

ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობა 

♦  ჯამური ოდენობა, ბოლო განახლებით → 34 897

აცრილების რაოდენობა დღეების მიხედვით:

♦  15 მარტი  668

♦  16 მარტი → 779 

♦  17 მარტი → 860

♦  18 მარტი  მონაცემები არ გამოქვეყნებულა

♦  19 მარტი  1335 [სავარაუდოდ, ბოლო ორი დღის ჯამური მონაცემი]

♦  20 მარტი  32

♦  21 მარტი  144 

♦  22 მარტი   25

 23 მარტი  107

 24 მარტი   98

♦  25 მარტი  104 

 26 მარტი  129 

♦  27 მარტი  179 

♦  28 მარტი  მონაცემები არ გამოქვეყნებულა

 29 მარტი  მონაცემები არ გამოქვეყნებულა

♦  30 მარტი  1246 [სავარაუდოდ, ბოლო სამი დღის ჯამური მონაცემი]

 31 მარტი  1051

♦  1 აპრილი → 1075 

♦  2 აპრილი  1077

♦  3 აპრილი   826 

♦  4 აპრილი   1110 

♦  5 აპრილი  758

♦  6 აპრილი →  1243

♦  7 აპრილი →  1361 

♦  8 აპრილი  1486

♦  9 აპრილი →  1568

♦  10 აპრილი → 1026

♦  11 აპრილი → 1407

♦  12 აპრილი → 928 

♦  13 აპრილი → 1468 

♦  14 აპრილი → 1403

♦  15 აპრილი → 1424

♦  16 აპრილი → 1510

♦  17 აპრილი → 1227

♦  18 აპრილი → 1530

♦  19 აპრილი → 1025

 20 აპრილი → 810

♦  21 აპრილი → 892

♦  22 აპრილი → 1426

♦  23 აპრილი → 1560

 

→  ინფორმაციის წყაროა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, NCDC.  მონაცემები განახლდება ყოველდღე.

 

იმუნიზაციის მიმართ ნაკლები ნდობის გამო, საქართველო ბევრად ჩამორჩება ვაქცინაციის გამოცხადებულ  სასურველ გეგმას - 3-4 ათას აცრას დღეში, წლის ბოლოს მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციის და საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავების მიზნით. 

ვაქცინაციის მაჩვენებელი შედარებით მაღალია თბილისში, მაგრამ ძალიან დაბალია საქართველოს რეგიონებში. რეგიონულ მუნიციპალიტეტებში ვაქცინირებულების რაოდენობა, უმეტესად, არ აღემატება რამდენიმე ასეულს, ზოგ მათგანში კი - მხოლოდ რამდენიმე ათეულია. 

15 მარტიდან 4 აპრილის შუალედში დაკარგულია 232 ვაქცინა. ისინი იმიტომ გადაყარეს, რომ ასაცრელ პუნქტებში საკმარისი რაოდენობის მოქალაქეები არ გამოცხადდნენ. 

19 აპრილს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ახალი პორტალი შექმნა, სადაც მოქალაქეებს აქვთ საშუალება, ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია გაიარონ და სამი ყველაზე სასურველი ვაქცინა აირჩიონ. დარეგისტრირებულების უმეტესობას Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მიღება სურს. ბოლო ადგილებზეა ორი ჩინური ვაქცინა: კომპანიების - „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ წარმოებული ვაქცინები. სწორედ „სინოფარმზე“ გაიხსნება რეგისტრაცია ერთ კვირაში. 

ამჟამად საქართველოს მოქალაქეებისთვის ორი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი: ამერიკულ კომპანია პფაიზერის მიერ წარმოებული ვაცინა, რომლის დიზაინიც გერმანულმა კომპანია BioNTech-მა შექმნა და შვედური კომპანია ასტრაზენეკას წარმოებული ვაქცინა, რომლის დიზაინიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯენერის ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს.  27 აპრილიდან საქართველოში შესაძლებელი იქნება ჩინური კომპანია სინოფარმის წარმოებულ ვაქცინაზე რეგისტრაცია, ხოლო ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყება.  

სინოფარმის ვაქცინას ჯერ არ აქვს მიღებული ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. მანამდე პასუხისმგებელი პირები აცხადებდნენ, რომ ჩინური ვაქცინის ადმინისტრირება საქართველოში ჯანმოს პრეკვალიფიკაციის გარეშე არ დაიწყებოდა, თუმცა, იმის გამო, რომ ვაქცინები აქამდე 55 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი, ვაქცინაციის ეროვნულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობის უფრო ახალგაზრდა ნაწილისთვის სხვა არჩევანიც შეეთავაზებინა. 

16 აპრილს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, განაცხადა, რომ სინოფარმის ვაქცინის მიღებისთვის იარსებებს ინფორმირებული თანხმობის ფორმაც, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ჩინური ვაქცინის შესახებ და თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიიღოს თუ არა ეს ფარმაცევტული პროდუქტი პანდემიის დროს. 

ჩინური სინოფარმის ვაქცინა მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გამოიყენეს, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში: თურქეთსა და აზერბაიჯანში. მისი კლინიკური კლევების მესამე ფაზა მიმდინარეობდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებშიც, სადაც ზოგ მოქალაქეს მესამე დოზაც დასჭირდა, არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავებული ანტისხეულების გამო.

 

ვაქცინაციის დინამიკა

27 წლის მედდის, მეგი ბაქრაძის, გარდაცვალებამ საკუთარი როლი ითამაშა ასტრაზებეკას ვაქცინაზე შიშის ჩამოყალიბებაზე საქართველოში.  მეგი ბაქრაძემ ვაქცინა ახალციხის კლინიკაში 18 მარტს მიიღო, საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან მეოთხე დღეს.  როგორც წინასწარი ინფორმაციით ჩანს, მას მალევე განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი - მწვავე ალერგიული რეაქცია. ის მალევე გადაიყვანეს თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მეორე დღეს, 19 მარტს, გარდაიცვალა.

ამ შემთხვევის შემდეგ ბევრმა მოქალაქემ გააუქმა ჯავშანი ასტრაზენეკას ვაქცინაზე და პფაიზერზე გადაერთო, რომელიც მაშინ მეორე არჩევანი იყო მოსახლეობისთვის. თბილისისა და რეგიონული კლინიკების დირექტორები ადასტურებენ, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალება უნდობლობის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ჯერ ზუსტად არაა გარკვეული, თუ რატომ გარდაიცვალა 27 წლის მეგი ბაქრაძე ან იყო თუ არა მიზეზი დაგვიანებული სასწრაფო და რეანიმაციული ღონისძიებები. მედიის გარდაცვალებაზე უტყუარი და დასაბუთებული სამედიცინო დასკვნა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უნდა გამოაქვეყნოს, რომელიც ასევე მოიცავს გარდაცვლილის სხეულიდან აღებული სხვადასხვა ტიპის სინჯების დასკვნებსა და ინტერპრეტაციებს. 

საქართველოში ვაქცინაციის რაოდენობა მკვეთრად დაეცა მედდის გარდაცვალების შემდეგ - 19 მარტიდან. დაბალი მაჩვენებლები შენარჩუნდა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში: დღეში აცრილთა რაოდენობა 200-საც არ აღწევდა.  ვაქცინირებულმა რაოდენობამ მოიმატა 30 მარტის შემდეგ. ამჟამად დღიურად 1500-მდე ან ოდნავ მცირე ოდენობის მოსახლეობა იცრება.

"ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქციაციასთან მიმართებაში. ახლა მოგვიწევს ისევ დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს ნდობა აღდგეს," - განაცხადა თამარ გაბუნიამ 23 მარტის ბრიფინგზე.

ვაქცინაციის მიმართ საქართველოში ნდობა მაღალი არ იყო მედდის გარდაცვალებამდეც. NDI-ის ჩატარებული და 22 მარტს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 53% ამბობს, რომ COVID-19-ის ვაქცინას არ გაიკეთებდა. გამოკითხულების 20%-ს კი სჯერა, რომ პანდემიის დამთავრება ვაქცინაციის გარეშეც შეიძლება.  

 

იმუნიზაციის მედია-კამპანიის ბიუჯეტი

საქართველოს მთავრობამ იმუნიზაციის ეროვნული გეგმა 2021 წლის 21 იანვარს დაამტკიცა. სხვა კომპონენტებთან ერთად, გეგმა მოიცავს პუნქტს „მოთხოვნის შექმნა და კომუნიკაცია,“ რომლის ბიუჯეტად განსაზღვრულია 1,662,800 ლარი.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა ამ ბიუჯეტის ათვისება ან რა მიმართულებით და ფორმებით, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „კაქტუსს“ უპასუხა, რომ „ვაქცინებზე მოთხოვნის შექმნისა და კომუნიკაციის მიმართულებით ღონისძიებებს ახორციელებს სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან კოორდინაციით. თანხის ნაწილის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან [ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა], ხოლო უმეტესი ნაწილის დაფინანსების წყაროს წარმოადგენენ თავად დონორი ორგანიზაციები.“ 

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ფეისბუქის გვერდს, სადაც ყოველდღიურად ახლდება ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ, 53 425 მიმდევარი ჰყავს. 

NCDC-ს ფეისბუქის გვერდზე რამდენიმე სოციალური მედიის პროდუქტი ნამდვილად არის განთავსებული ვაქცინაციაზე, თუმცა, მათი მოწონება, უმეტესად, არ აღწევს რამდენიმე ათეულს, და ბევრად ნაკლებია გაზიარების რეიტინგი.

ამირან გამყრელიძემ, ცენტრის დირექტორმა, 23 მარტის ბრიფინზე გამოაცხადა, თუ რატომ არ იყო მედია-კამპანია იმუნიზაციაზე უფრო „აგრესიული.“ 

"გასაგებია, რომ ძალიან აგრესიული არ იყო. ერთი მიზეზის გამო - გარანტირებული ვაქცინების მოწოდება არ იყო, მიუხესავად იმისა, რომ "კოვაქსთან" ახლო ურთიერთობა იყო," - განმარტა გამრელიძემ.

 

ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი და დანაკარგები

ვაქცინაციის დასაწყისში პასუხისმგებელმა საჯარო უწყებებმა 87 კლინიკა გამოყვეს, სადაც თავიდან უნდა მომხდარიყო ახალი კორონავირუსის ვაქცინების ადმინისტრეირება. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ ეს რიცხვი სასწრაფოდ შემცირდა 41-მდე

ულტრა-ცივი ჯაჭვის შენარჩუნების გამო, საქართველოში პფაიზერის ვაქცინაცით იმუნიზაცია მხოლოდ 6 კლინიკაში ხდება. 4 მათგანი თბილისშია, ხოლო დანარჩენი ორი: ბათუმსა და ქუთაისში.  

4 აპრილის მონაცემებით, ვაქცინების დანაკარგი მთელი საქართველოს მასშტაბით არის 232 – 2%. 

 

ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პლატფორმა 

ვაქცინაციის დაწყებიდან არსებობს პლატფორმა - booking.moh.gov.ge, სადაც სამედიცინო პერსონალსა და 65+ მოქალაქეებს დარეგისტრირება და ვაქცინაციის ადგილისა და დროის დაჯავშნა შეუძლიათ. 

 

ახალი ამბები: 

 რადიო თავისუფლება    

     უცნობია, როდის იქნება მეგი ბაქრაძის ექსპერტიზის პასუხები

     COVID-ვაქცინებზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

     27 აპრილიდან ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყება

     ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ვაქცინაციისთვის მზადება იწყება

     საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შემოვიდა

      ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ პირთათვისაც იწყება

     აცრასთან კავშირი გამორიცხულია; ექიმი გარდაიცვალა გულ-ფილტვის უკმარისობით - ჩაფიძის კლინიკა

     ტიკარაძის თქმით, საქართველო Pfizer-ისგან 1 მლნ დოზა ვაქცინას მიიღებს

      საქართველოში იწყება Pfizer-ის ვაქცინით აცრა

     "მკვდარს ვინ მიიღებდა?"... "რომ ყოფილიყო გვამი, ვიტყოდი გვამს"- ლევან რატიანი მეგი ბაქრაძის საქმეზე

    ექსპერტიზის ბიურო: ექთნის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ჯერ მზად არ არის

    ადვოკატი: კლინიკა „იმედის“ ოთხი თანამშრომელი ამბობს, რომ ექთანი ახალციხეშივე პრაქტიკულად  გარდაცვლილი იყო

    შეიქმნას სათადარიგო სია მათთვის, ვინც მზადაა, აიცრას გამოუყენებლად დარჩენილი ვაქცინით - პეტიცია

    ამირან გამყრელიძე: ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ საქართველოში აპრილში შემოვა

    გაბუნია: „ფაიზერით“ აცრისთვის პორტალზე თბილისში ადგილები პრაქტიკულად შევსებულია

    ამირან გამყრელიძის თქმით, ახალგაზრდების ვაქცინაციის საკითხზე იმსჯელებენ

    Pfizer-ით აცრაზე რეგისტრაცია 18:00 საათიდან იქნება შესაძლებელი

    ეკატერინე ტიკარაძე AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

    ეკატერინე ტიკარაძე: "პფაიზერის" ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა

    NDI-ს თანახმად, გამოკითხულთა 48% COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხს არ ენდობა 

    ამირან გამყრელიძე ასახელებს მიზეზს, რის გამოც კოვიდვაქცინაციაზე "აგრესიული კამპანია" არ ყოფილა  

    ახალციხელი ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა

    ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 65 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ

    ეკატერინე ტიკარაძე: მე ავიცრები სავარაუდოდ ასტრაზენეკათი

 

♦  სამხრეთის კარიბჭე

   რამ გამოიწვია 27 წლის ექთნის მდგომარეობის დამძიმება – რეანიმატოლოგის  განმარტება

   ‘ამოიღეს დოკუმენტები’ - კლინიკა ‘იმედში’ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს 

 

♦  აჭარის ტელევიზია

  ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა

 

♦  ლაივპრესი 

   მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]   

   დღეს მოხდება დამატებით კონტაქტი ოკუპირებული ტერიტორიების მედპერსონალთან- ტიკარაძე ვაქცინაციაზე

    ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ვაქცინაციის ჩატარება შეეძლებათ - ჯანდაცვის მინისტრი

    ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლების ვაქცინაცია რუხის კლინიკაში ჩატარდება - გამყრელიძე

    118 აცრილი 3 ათასიდან - Covid-19-ის ვაქცინაცია სამეგრელოში

    სამეგრელოს რეგიონში ჯერჯერობით არ განახლებულა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია   

 

♦  რადიო მარნეული 

    მარნეულში კორონავირუსის ვაქცინის 1 000 დოზიდან 980 ამ დრომდე გამოუყენებელი რჩება

    18 მარტის შემდეგ მარნეულში კორონავირუსის ვაქცინა არ გაუკეთებიათ

 

♦  გურია ნიუსი

   ოზურგეთში 51 ადამიანი აიცრა ასტრაზენეკათი

   ოზურგეთში ორი 80 წლის მამაკაცი “ასტრაზენეკათი“ აიცრა

 

 

ამავე თემაზე: 

♦  ახალი კორონავირუსის ვაქცინების ცნობარი 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>