ახალი კორონავირუსის ვაქცინაციით მოცვა საქართველოში





Data

ახალი კორონავირუსის ვაქცინაციით მოცვა საქართველოში




საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] მიერ "კაქტუსისთვის" მოწოდებული მონაცემებიდან ჩანს, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინების უმრავლესობის ადმინისტრირება დედაქალაქში - თბილისში ხდება. 

ვაქცინირების რაოდენობა შედარებით მაღალია საქართველოს დიდ ქალაქებში - ბათუმსა და ქუთაისში, მაგრამ მცირეა რეგიონებში.

საქართველოში ახალი კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. პირველ სამ დღეში ასეულობით საქართველოს მოქალაქე იცრებოდა. ახალციხელი მედდის, მეგი ბაქრაძის, გარდაცვალების შემდეგ, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო - დღეში მხოლოდ რამდენიმე ათეული ან ასეული ადამიანი იცრებოდა.  

 

სტატისტიკა 

აცრილების საერთო რაოდენობა - 178 738, მათ შორის, როგორც ერთი, ასევე ორივე დოზით.

რეგიონული გადანაწილება:

თბილისი  110 379

 აჭარა  17 393 

 გურია → 2 316

 იმერეთი  14 671 

♦ კახეთი  5 556

 მცხეთა-მთიანეთი  5 524

 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი  1 576

 სამეგრელო და ზემო სვანეთი  6  100

 სამცხე-ჯავახეთი  1 902

 ქვემო ქართლი  6 363

 შიდა ქართლი  6 958 

 

 ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა: 127 490 / 3.4 % 

 ორი დოზით აცრილთა რაოდენობა: 51 248 / 1.4% 

 

 მონაცემები მოიცავს ანგარიშს ვაქცინაციის დაწყებიდან- 2021 წლის 15 მარტიდან 8 ივნისამდე. ინფორმაცია განახლდება ორ კვირაში ერთხელ.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>