წყარო: Victorian Workcover Authority ქვემოთ მოყვანილ დეციბელების (dB) ცხრილში შედარებულია ზოგიერთი ჩვეულებრივი ხმა და ნაჩვენებია მათი რიგითობა იმის მიხედვით, თუ როგორ შეუძლიათ მათ პოტენციურად სმენის დაზიანება.
ხმის დონეები და ადამიანის რეაქცია მათზე
ხმაურის დონე ცოცხალი მუსიკის შესრულების ადგილებში ცოცხალი შესრულებისას ხმაურის დონე, რომელიც ყურს აღწევს განსხვავებული იქნება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
როგორ მოვუფრთხილდეთ ყურთასმენას მას შემდეგ, რაც იცით, რა სიმძლავრის ხმაურში იმყოფებით და რა ხანგრძლივობით, საკმარისია იმის გამოანგარიშება, თუ რამდენად უნდა დაუწიოთ ხმას იმისთვის, რომ რისკის ქვეშ არ მოექცეთ. ეს დაგეხმარებათ სმენის დაცვის შესაბამისი მოწყობილობის შერჩევაში. მაგალითი: ტოდი როკ-ბენდში დღეში საშუალოდ 4 საათის განმავლობაში უკრავს. ხმაურის დონე დაახლოებით 110 დეციბელს აღწევს. ხმაურის უსაფრთხო დონე 4-საათიანი პერიოდისთვის 88 დეციბელია [იხილეთ ცხრილი ზემოთ]. ამიტომ მას სჭირდება მოიძიოს სმენის ისეთი დამცავი, რომელიც ხმაურს შეამცირებს მინიმუმ შემდეგ მაჩვენებლამდე, 110-88=22 დეციბელი.
სმენის დამცავი ბევრი მოწყობილობა კომერციულად ხელმისაწვდომია. ბევრი მათგანი სპეციალურად შემუშავდა მძიმე ინდუსტრიაში მომუშავე პირებისთვის და შესაძლოა, ამიტომ გამოუსადეგარი იყოს მუსიკოსების განსაკუთრებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, მუსიკოსების ყურში მოსათავსებელი ხმაურის დამხშობი მოწყობილობები (Musicians’ Earplugs) სპეციალურად მუსიკოსთა მოთხოვნილებების შესაბამისად შეიქმნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ შემთხვევაში ბგერის ხარისხი აღქმადი უნდა იყოს, რომ სიამოვნება მიიღოს მუსიკოსმაც და მისმა მსმენელმაც. მუსიკოსებისთვის განკუთვნილი ხმაურის დამხშობი საცობები/ყურსასმენები კომფორტული და მოსახერხებელია, თუმცა, ის იმ ადამიანის აღქმის ხასისხაც ახშობს, ვინც მას ატარებს [რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს "ოკლუზიის ეფექტთან"]. [ხმის] სიხშირეების შედარებით თანაბრად შემცირების მიზნით, მოწყობილობაში სპეციალური ფილტრი თავსდება. შედეგად, ყურსასმენი ხმებს ისე აბალანსებს, რომ მხოლოდ ხმის დონეს ეწევა, მაგრამ მისი ხარისხი არ მცირდება და ის ჯეროვნად აღიქმება. მუსიკოსებისთვის განკუთვნილ ხმის დამხშობ ყურსასმენებს ბგერების სიხშირის შესუსტების სხვადასხვა ვარიანტები აქვთ, თუმცა ისინი ხმებს იმდენად ვერ ახშობენ/ასუსტებენ, როგორც მაგალითად სამრეწველო წარმოებაში მომუშავე პირებისთვის განკუთვნილი სმენის დამცავი მოწყობილობები [იხილეთ ქვემოთ]. თუმცა ერთჯერადი ყურის დამხშობი მოწყობილობებისგან განსხვავებით, შედარებით ძვირადღირებული მოწყობილობები მუსიკოსებისთვის ვარგისია მრავალჯერადი გამოყენებისთვის - 12 თვემდე. ამის შემდეგ საჭიროა ფილტრების შეცვლა. სამრეწველო დაწესებულებებში ყურში მოსათავსებელი ხმაურის დამხშობები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება, ერთი ზომისაა, ერთჯერადია და ქაფპლასტისგან არის დამზადებული. მათ კეცავენ და ცილინდრის ფორმის მიღების შემდეგ, ყურში ღრმად ათავსებენ, რომ ხმა ჩაახშოს. მუსიკალური ყურის დამცავების გამოშვებამდე, ისინი გამოიყენებოდა მუსიკაშიც.
მაღალ სიხშირეებს გაცილებით მკვეთრად ახშობენ და ცვლიან, ვიდრე დაბალ სიხშირეებს. ამის შედეგად, მუსიკას უფრო “ბრტყელია”, თითქოს “ერთ განზომილებაში” ისმის და ბასის ჟღერადობას იძენს. დიდხანს ტარების შემდეგ, ყურის დამცავი ოკლუზიის ეფექტსაც იწვევს, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ვოკალისტებისთვის. გარდა ამისა, მათი დიდხანს ტარება დისკომფორტსაც იწვევს. მათ უპირატესობებს შორისაა შემდეგი: ეფექტურად ამცირებენ ხმის დონეებს და ადვილად ხელმისაწვდომია აფთიაქების უმეტესობაში. Earmuffs ხმაურის ისეთი დამხშობია, რომელიც მთელ ყურის ნიჟარას ფარავს და თავის გარკვეულ ნაწილს ეყრდნობა და დისკომფორტს იწვევს. რაც უფრო ძლიერად ახშობს Earmuff ხმას, მით უფრო მჭიდროდ ეკვრის ის თავს და შემაწუხებელია.
სასმენი საშუალება Earmuff Earmuffs-სა და earplugs-ს შორის ის განსხვავებაა, რომ პირველი ყურის ნიჟარის გარედან იცავს სასმენ ორგანოს, ხოლო მეორე - შიგნით თავსდება. Earmuff, ზოგადად, ზედმეტად ახშობს მაღალ სიხშირეებს, რის შედეგადაც მუსიკის ხარისხი ეცემა. ხმაურის გარეგანი დამხშობები, ყურის შიგნით მოსათავსებელი დამხშობებისგან განსხვავებით, კოსმეტიკური თვალსაზრისით ნაკლებად მიმზიდველია, თუმცა, ეფექტურად ამცირებს ხმაურს.
30 წელს ქვემოთ ასაკის სტუდენტთა 19 პროცენტს პორტატული მუსიკალური მოწყობილობები აქვს. კომპანია Access Economics-ის მიერ მომზადებული ანგარიშის ‘Listen Hear’-ის მიხედვით, ოთხიდან ერთ ახალგაზრდას, რომელიც პორტატულ მუსიკალურ მოწყობილობებს იყენებს, შესაძლოა, სამუდამოდ დაუქვეითდეს სმენა, რისი მიზეზიც აუდიოს “გადაჭარბებული და დამაზიანებელი” სიმძლავრეა. დიდხანს გამძლე ელემენტები უფრო და უფრო ახალისებს მომხმარებელს, რომ მუსიკას დიდხანს უსმინოს, ყურები კი სათანადოდ ვერ ისვენებს. თუ 85 დეციბელით ხმის მოსმენა უსაფრთხოდ შესაძლებელია 8 საათის განმავლობაში, მაშინ ხმის რა სიმძლავრეა უსაფრთხო iPod-ის შემთხვევაში? ხმაურის დოზების ლიმიტი სხვადასხვაგვარია იმის მიხედვით, თუ რას უსმენთ iPod-ით. ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია მითითებები ყურში მოსათავსებელი ყურსასმენებით სარგებლბისას iPod-ის უსაფრთხოდ სარგებლობის შესახებ. ხმის სიმძლავრის ლიმიტები iPOD-ისთვის
წყარო: Fligor & Cox, მუსიკის მოსასმენი მცირე ზომის საშუალებები და ყურთასმენის დაზიანების რისკი როდესაც iPod-ში ჩაწერილ მუსიკას ყურის შიგნით მოსათავსებელი ყურსასმენების [როგორებიცაა Etymotic ER-6-ის და Shure-ს ყურსასმენები] საშუალებით ვუსმენთ, აკუსტიკური მზომები აჩვენებს, რომ ყურის დაფის აპკთან ბგერის ინტენსივობის მაჩვენებელი 7 დეციბელით [dB] მაღალია. რა შეგიძლიათ გააკეთოთ სმენის დასაცავად?
გახსოვდეთ, რომ თუ თქვენს გარშემომყოფებს ყვირილი უწევთ, რათა ხმა გაგაგონონ, ე.ი. მუსიკა თქვენს სასმენ მოწყობილობაში ძალიან ხმამაღალია.
თუკი სმენის დამცავ მოწყობილობას არასწორად იყენებენ ან საერთოდ არ იყენებენ, დამდგარი ზიანი სამუდამოა. იქიდან გამომდინარე, რომ მედიცინა ვერ კურნავს სასმენი ორგანოს ნევროლოგიურ დაზიანებას, სასმენი აპარატები სწორედ იმისთვის არის, რომ დაზიანებულმა ყურმა ნაწილობრივ მაინც შეძლოს გარკვეული ხმების მოსმენა და გარჩევა. სასმენი აპარატები ძველებურ, ჩვეულებრივ სმენადობას ვერ აღადგენს, თუმცა აძლიერებს სასმენი ორგანოს შერჩენილ უნარს გარკვეულწილად მაინც შეძლოს ბგერების აღქმა.
ნებისმიერ ხმაურს, რომელიც ადამიანს ესმის ყურებში და რომელიც არ მომდინარეობს იმ გარემოდან, რომელშიც ის იმყოფება, ტინიტუსი ჰქვია, ანუ უცხო შუილი/ხმაური ყურებში. ტინიტუსს ბევრნაირად აღწერენ. მაგალითად, როგორც “რეკვის” ხმას, “ბზუილს”, “შიშინს”, “ზუზუნს”, დარტყმისას წარმოქმნილ ხმას ან ყველა ამ ხმის კომბინაციას. ტინიტუსი შესაძლოა იყოს სმენის დაზიანების სიმპტომი, რომელიც შემაწუხებელი ხმაურისგან არის გამოწვეული. არსებობს სხვადასხვაგვარი ტექნიკები, რომლებიც შესაძლებელია ასწავლონ იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარ ტინიტუსთან გამკლავებაში გარკვეული სირთულეები აქვთ.
სტატია თარგმნა ნანა ნასყიდაშილმა. ნანა გამომძიებელი ჟურნალისტია. ის “სტუდია მონიტორში” მუშაობდა, მაგისტრის ხარისხი კი მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლაში მიიღო, 2015-2017 წლებში, Fulbright-ის სტიპენდიის ფარგლებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას ნანამ სტაჟირება გაიარა Newsweek-ის ნიუ იორკის რედაქციაში. ჟურნალისტური საქმიანობისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. |
"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ. ვრცლად >> |