•
რატომ არ სწავლობდნენ ექიმები კლიტორს უკეთ? - პირველი ნაწილი
არაფრადჩაგდების ხანგრძლივი ტრადიცია - მეორე ნაწილი
ახალი სამედიცინო რუკა კლიტორზე - მესამე ნაწილი
•
ექიმები არ არიან ერთადერთი, რომლებიც სამედიცინო სფეროს კლიტორის სრული ანატომიის აღიარებისა და შესწავლისკენ მოუწოდებენ. 2018 წელს, ჯილიანი ონლაინ ეძებდა ინფორმაციას და ცდილობდა იმის გაგებას, თუ რა მოუვიდა მის კლიტორს. ამ დროს, “მედიუმის” პოსტი წაიკითხა, სადაც ქალი, სახელაც ჯესიკა პინი, პოსტებს წერდა. მისი ისტორიაც ჯილიანის ამბავს უცნაურად ზუსტად ჰგავდა.
მეანო-გინეკოლოგიური სახელმძღვანელოების შესწავლის შემდეგ, მის პინი მიხვდა, რომ კლიტორის ნერვები არათუ კარგად შესწავლილი არ იყო, სახელმძღვანელოებში მას საერთოდ არც ეთმობოდა ყურადღება - სწორედ ამის გამო იყო, რომ ქირურგიული პროცედურების დროს ის სულ იგნორირებული იყო. ექირურგები სიფრთხილეს არ იჩენდნენ ოპერაციის დროს და კლიტორი ხშირად ზიანდებოდა.
“ეს “მიჩქმალვა” სოციო-კულტურული დისკომფორტითაც იყო გამოწვეული, რომელიც კლიტორს უკავშირდება და რომელიც ქალის სექსუალური სიამოვნების არაპრიორიტეტულობაზე მიუთითებს,” - დაწერა მან “მედიუმის” პოსტში.
ჯილიანი დაინტერესდა ამ პოსტით. “ლამის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ინტერნეტით ამაზე ლაპარაკობდა,” - თქვა მან.
და ამ ქალს ფეისბუქის მესენჯერით მესიჯი გაუგზავნა.
ჯესიკა პინმა სოციალური მედია კამპანია წამოიწყო და მეანებისა და გინეკოლოგების სახელმძღვანელო წიგნებში სტანდარტების გაუმჯობესება მოითხოვა. ჯილიანი მას მიმდევრების მოძიებაში ეხმარებოდა, შემდეგ კი თვითონაც გახსნა ინსტაგრამის ანგარიში სახელად @nursevulvaadvocate. იქ ასობით ადამიანის წერილს იღებდა მთელი მსოფლიოდან. ქალები წერდნენ, რომ ამა თუ იმ სამედიცინო პროცედურის დროს კლიტორზე ან მის გარშემო მგრძნობელობა სრულად დაკარგეს.
ჯილიანი ცდილობდა ყველასთვის ეპასუხა. ვერ სთავაზობდა სამედიცინო რჩევას, მაგრამ თხოვნების რაოდენობას ვერ აუდიოდა. ამიტომ, დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, თავისი “თვითერის” ანგარიში წაშალა.
დღეს მისი დახმარების მასშტაბები უფრო ლოკალურია: ამჟამად ექიმების ოფისებში საკუთარი მანქანით დადის და კლიტორის ანატომიის შესახებ პოსტერებს ურიგებს. უფროსი ასაკის პაციენტებში კი ყურადღებას აქცევს ნებისმიერ პრობლემას, რომელიც გენიტალიებს უკავშირდება, მათ შორის, ვულვის ქავილს და ტკივილს სიმსივნური ქირურგიის შემდეგ.
არც მის პინი ნებდება. ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე სახელმძღვანელოსა თუ ანატომიური რესურსების ლობირებას ეწეოდა, კლიტორის დიაგრამებზე და მის ნერვულ სისტემაზე ინფორმაციის მოგროვების კუთხით. მისმა მცდელობამ არ დააყოვნა და Reddit-ს წინა გვერდზე მოხვდა, ტიკ-ტოკზე 160 000 ფოლოვერი მოაგროვა და ბოლოს ტრევორ ნოას დღის შოუშიც გამოჩნდა. 2019 წელს ის სპეციალური ექსპერიმენტის თანაავტორიც იყო, რომლის დროსაც თავის მამასთან ერთად, რომელიც პლასტიკური ქირურგია, კლიტორალური ნერვები გაკვეთეს.
ცნობიერების ამაღლების კუთხით მისი ტაქტიკები არაა სწორხაზოვანი და ერთმნიშვნელოვანი. სოციალურ მედიაში კომუნიკაციის მისი სტრატეგიები არაერთი დისკუსიის საგანი გახდარა, სადაც შევიწროებასა და გინეკოლოგებისა და გინეკოლოგიური სახელმღვანელოების ავტორების დევნაში დაადანაშაულეს.
ახლა კი, ამდენი წლის ადვოკატირების შემდეგ, “მინდა, ეს საქმე დავასრულო,” თქვა მან. “კარგი იქნება, თუ ექიმებიც აიღებენ ინიციატივას და ამაზე დაიწყებენ საუბარს.” რამდენიმე მედიკოსი რომ ამას აკეთებს, მათ შორის, ექიმი რუბინი, ეს ძალიან კარგია, თქვა მან.
სადაც კლიტორს ვახსენებთ, იქ ვულვაზეც ვთქვათ
ყოველი პაციენტი, რომელიც ექიმ რუბინის ოთახში შედის, ასაკის მიუხედავად, ეცნობა ინფორმაციას საკუთარი ვულვის შესახებ. ქალებს გინეკოლოგიურ მაგიდაზე აყვანის დროს თეთრ ნაჭერს არ აფარებენ - რომლის მიზანი იყო მისი ერთ დროს “სასირცხვოდ” მიჩნეული ნაწილების დაფარვა. ამის ნაცვლად, ექიმი რუბინი პაციენტს გრძელჯოხიან სარკეს აწვდის, რომლის საშუალებით პაციენტს თავადაც შეუძლია ნახოს ის ნაწილები, რასაც ექიმი ამოწმებს და პროცესის თანამონაწილე გახდეს.
შემოწმების ფარგლებში, ექიმი რუბინი ვულვას ორივე მხარეს ამოწმებს მგრძნობელობისა და ტკივილის მიმართ, მიუთითებს რა მცირე და დიდ ლაბიასა და ვაგინის შესასვლელზე, ხოლო პაციენტი ამ ყველაფერს სარკიდან ადევნებს თვალ-ყურს. მთელი ეს შემოწმების პროცესი ხუთი წუთი გრძელდება. “ჩვენ თქვენ აგეწყობით,” - უთხრა მან 62 წლის ქალს, რომელსაც სექსის დროს ტკივილი ჰქონდა. “აქ შენ წარმართავ შენს შოუს.”
ექიმ რუბინსა და მისი კოლეგებს სჯერათ, რომ მათი სამუშაო წინ წამოსწევს კლიტორისა და ქალის სიამოვნების საკითხებს და სათანადო ყურადღებას მიიქცევს. ბოლოსდაბოლოს, ექიმ ბარბარა ჩუბაკისა არ იყოს, რომელიც უროლოგია ნიუ იორკის მაუნთ საინაის კლინიკების ქსელის იკანის სამედიცინო სკოლაში, “უროლოგების საქმე ფალოსია” - რომელიც ტექნიკურად კლიტორიცაა, რადგან ისიც იმავე ემბრიონული სტრუქტურისგან შედგება და ისეთივე ერექციული ქსოვილებისაგან არის ნაშენები, როგორც პენისი.
“ასე რომ, ამავე დეფიცინიით, კლიტორის ანატომიაც უროლოგების შესწავლის საგანი უნდა იყოს,” - ამბობს ექიმი რუბინი.
უროლოგები პოეტურად საუბრობენ იმაზე, რაზეც სხვები უხერხულად იშმუშნებიან. “უროლოგია მოშარდვასა და სექსს ეხება.” ამბობს ექიმი ჩუბაკი. “კლიტორალური მედიცინა კი უროლოგების თემაცაა.”
მაინც, ამ ყველაფრის შეცვლას “პენისის ექიმებზე” - მამაკაც უროლოგებზე - მეტი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ვულვას სათანადო ყურადღება მივაქციოთ. საჭიროა შეთანხმებული მოქმედება, რომ მედიცინის სფეროს მუშაკები გაერთიანდნენ, რომ ანატომიის რუკაზე მეტი წარმოდგენა შეიქმნას. ეს რომ მოხდეს, სხვა სფეროს წარმომადგენლებმა უნდა აღიარონ ქალის სექსუალური სიამოვნება, როგორც აუცილებელი და საჭირო რამ.
“სამწუხაროდ, მგონია, რომ ქალებთან დაკავშირებულ თემებზე, სულ მცირე, ერთი დეკადით უკან ვართ,” - ამბობს ექიმი რუბინი. “მაგრამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. და ხალხიც დავაინტერესოთ ამით.”
♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან → Half the World Has a Clitoris. Why Don’t Doctors Study It?