•
რატომ არ სწავლობდნენ ექიმები კლიტორს უკეთ? - პირველი ნაწილი
არაფრადჩაგდების ხანგრძლივი ტრადიცია - მეორე ნაწილი
•
დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო იზრდება ქალების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ რუტინული პროცედურების დროს მგრძნობიარე ადგილები ზიანდება.
ერთ-ერთი მათგანია 44 წლის ჯული, ოფის-მენეჯერი ესექსში, აღმოსავლეთ ლონდონში, რომელმაც ორგაზმის უნარი 2012 წლის ოპერაციის შემდეგ დაკარგა - ოპერაცია მენჯის არეში გაუკეთდა და ზურგის ტკივილის სამკურნალოდ იყო განკუთვნილი. საკუთარი ისტორია მან გასულ წელს, “ტელეგრაფზე” გააზიარა და მხოლოდ სახელი ახსენა, სამომავლოდ დისკრიმინაციისგან თავის არიდების მიზნით.
იანვარში, ზუმით ინტერვიუს დროს, ჯულიმ გაიხსენა, რომ ანესთეზიიდან რომ გამოიღვიძა, კლიტორის გარშემო მწვავე ტკივილებს გრძნობდა. ქირურგმა უთხრა, რომ შეგრძნებების გამწვავება ნაკერის შეხორცებას უკავშირდებოდა და მალე გაივლიდა. რამდენიმე თვის შემდეგ, მან აღმოაჩინა, რომ ორგაზმის შეგრძნების უნარი დაკარგა. როდესაც ორგაზმის განცდა ისევ სცადა, შეგრძნება ისეთი იყო, თითქოს “ვიღაცამ შუქის ჩამრთველი ელექტროენერგიის ქსელს გამოაერთა. შეგრძნებები ჩაქრა. ჩაკვდა.”
ინტერნეტში ორწლიანი კვლევის შემდეგ, ის მიხვდა, რომ ცილინდრის მსგავმა სამედიცინო საშუალებამ, რომელიც ფეხებს შორის ჩაუდგეს, კლიტორალური ნერვული სისტემა დაუზიანა. ცნობილია, რომ ეს სამედიცინო საშუალება, რომელსაც პერინეალურ პოსტს ეძახიან, აზიანებს კლიტორთან გამავალ ნერვულ სისტემას. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო აღწერილი მის სამედიცინო თანხმობის წერილში, რომელსაც მან ხელი მოაწერა ოპერაციამდე.
ჯულიმ ამ შეგრძნებების დაკარგვა ყნოსვისა და გემოს დაკარგვას შეადარა - ის შეგრძნებები, რომლებსაც არ ვაფასებთ, როცა გვაქვს, მაგრამ თუკი დავკარგავთ, ჩვენი ცხოვრება იცვლება.
“10 წელი გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ მჯერა ეს ყველაფერი. ამ შეგრძნების დაკარგვას ვერ ვეგუები,” - აღნიშნა მან ზუმ ინტერვიუში.
ჯილიანი ჯერ კიდევ ცდილობს, კლიტორის დაზიანების მიზეზები გაიგოს.
რისი ბრალი იყო: ბიოფსიის? იმ მწარე მოჭერის, როგორც გინეკოლოგი შეეხო ბიოფსიის შემდეგ? ოთხი წლისა და 12 სპეციალისტის გამოცვლის შემდეგ, ჯილიანმა იმასთან შეგუება დაიწყო, რომ შესაძლოა, ვერასოდეს შეიგრძნოს ორგაზმი.
“ამან მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ამ დანაკარგის შევსება ან ჩანაცვლება შეუძლებელია. ვერასოდეს. ვერაფრით.”
ახალი სამედიცინო რუკა
როდესაც ექიმმა ბლერ პიტერსმა, 33 წლის პლასტიკურმა ქირურგმა ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტიდან, პირველად დაიწყო ფალოპლასტიკური ოპერაციების ჩატარება ტრანს კაცებსა და არაბინარულ ადამიანებში, აღმოაჩინა, რამდენად ფართოა კლიტორის ნერვული სისტემა - დაახლოებით სამი მილიმეტრი დიამეტრში, საშუალოდ. [შედარებითვის: საჩვენებელი თითის სენსორული ნერვები დაახლოებით ერთი მილიმეტრია დიამეტრში.]
“როდესაც სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდით, დიდად არაფერი გვისწავლია კლიტორზე, გარდა იმისა, რომ ის არსებობს,” - ამბობს ექიმი პიტერსი. ამის გამო, ის ამბობს, რომ “ქვეცნობიერი ცრურწმენა განუვითარდა, რომ სტრუქტურულად განსაკუთრებული არაფერი იქნება. საწინააღმდეგო აღმოჩნდა - არის, რა თქმა უნდა, და ძალიან დიდი რამეა.”
ექიმი პიტერსი და მისი მსგავსი, სოციალურ მედიაში პოპულარული ექიმები, როგორიცაა ექიმი რუბინიც, მედიცინის საზღვრებს აფართოებენ, და ამისთვის ყველა საშუალებას იყენებენ.
ამის საბოლოო მიზანი ისაა, რომ მომავალში არავის დაემართოს იგივე, რაც ჯილიანსა და ჯულის დაემართათ. ექიმი პიტერსი ცდილობს, ისეთ პაციენტებს დაეხმაროს შეგრძნებების განახლებაში, რომლებმაც პენისზე გაიკეთეს ოპერაცია [სხვადასხვა მიზნით და მიზეზით] და პენილური შეგრძნებები დაეკარგათ.
ექიმმა პიტერსმა ახლახანს შეხედა კლიტორს გამადიდებელი საშუალებებით და დაითვალა, რამდენ ნერვულ ბოჭკოს შეიცავდა ის.
კონკრეტული მაჩვენებელი - რომელიც საიდუმლოა იქამდე, ვიდრე ის კონფერენციაზე არ წარადგენს თავისი კვლევის შედეგებს ამ თვის ბოლოს, - “ბევრად მეტია”, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი - ძველი მაჩვენებელი 8 000 [ნერვული ბოჭკო] იყო, რომელიც ყველგან იყო ციტირებული და რომელიც ძროხებზე ჩატარებული ძველი კვლევით გამოჩნდა.
2020 წელს, ვიქტორია გორდონმა, სამედიცინოს სტუდენტმა კანზასის უნივერსიტეტის სამედიცინო და ბიომეცნიერებების დარგში, კვლევას უხელმძღვანელა, რომლის მიზანი იყო დაედგინა “საშიში ზონა” კლიტორის გარშემო, რომელსაც სამომავლოდ პლასტიკური ქირურგები უნდა მორიდებოდნენ. გარდაცვლილების გაკვეთის დროს მან აღმოაჩინა, რომ რომ ზოგჯერ კლიტორის ნერვულ სისტემას ფესვები ღრმად აქვს გადგმული და საკმაოდ შორს ვრცელდება, რაც შესაძლოა, ქირურგებს გამოადგეთ, - ოპერაციის დროს სიფრთხილის მიზნით, რადგან აქამდე ეს არ იყო აღწერილი ლიტერატურაში.
მას იმედი ჰქონდა, რომ პლასტიკური ქირურგები აჰყვებოდნენ მის აღმოჩენას - მისი მიგნებები პლასტიკური ქირურგიის შესახებ ჟურნალში დაიბეჭდა.
“მე მხოლოდ მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ. არ მგონია, რომ მარტომ უნდა ვზიდო ეს ტვირთი,” - თქვა მან 2021 წელს. “ მაგრამ დიდად არავინ ინტერესდება ამ საკითხით.”
♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან → Half the World Has a Clitoris. Why Don’t Doctors Study It?