|
ჯანდაცვა
COVID-19 პანდემია, სავარაუდოდ, გარდამავალ ეტაპზეა - WHO-ის საგანგებო სიტუაციების მართვის კომიტეტი
მიმდინარე წლის 27 იანვარს, რიგით მეთოთხმეტე შეხვედრაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, თედროს ადჰანომ ღებრეისუსმა, ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულირების საგანგებო სიტუაციების კომიტეტის ანგარიში წარადგინა, სადაც ახალი კორონავირუსის პანდემიის მიმდინარე სტატუსი და სამოქმედო გეგმებია განხილული.
ღებრეისუსი ეთანხმება კომიტეტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ COVID-19-ის მიმდინარე პანდემია ჯერ კიდევ წარმოადგენს საერთაშორისო დონის საგანგებო მდგომარეობას, ჯანდაცვის საფრთხეების კუთხით. ღებრეისუსი ასევე ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ეს პანდემია, მართალია, უკვე გარდამავალ ეტაპზეა, თუმცა, ტრანზიციის ეტაპი უნდა იყოს ფრთხილი და პასუხისმგებელმა პირებმა თუ ორგანოებმა უარყოფითი შედეგები მაქსინალურად უნდა აირიდონ თავიდან.
კომიტეტი შეთანხმდა, რომ COVID-19 ჯერ კიდევ რჩება საშიშ ინფექციურ დაავადებად და მას ზიანის მოტანა შეუძლია როგორც ინდივიდის ჯანმრთლობის, ასევე ჯანდაცვის სისტემისთვის.
კომიტეტმა განიხილა, არის თუ არა აუცილებელი, რომ საგანგებო სიტუაციის სტატუსი შენარჩუნდეს, რომ ყურადღება გამახვილდეს COVID-19-ზე და მის შესაძლო უარყოფით გავლენებზე. თუკი საგანგებო სიტუაცია მოიხსნება, ერთი ეტაპიდან მეორეში გადასვლა ფრთხილად და მინიმალური რისკებით უნდა მოხდეს.
კომიტეტი აცხადებს, რომ COVID-19 პანდემია გარდამავალ პერიოდს უახლოდება. პოპულაციური იმუნიტეტის მაღალი დონე გლობალურად, როგორც გადატანილი ინფექციით, ასევე ვაქცინირების გზით, საგრძნობლად ამცირებს ამ ინფექციით სიკვდილიანობის დონეს, მაგრამ, დიდად სავარაუდოდ, ეს ვირუსი უახლოეს მომავალაში მაინც დარჩება როგორც ძლიერი პათოგენი როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში. რაკი ამ ინფექციის სრული ელიმინაცია ვერ იქნება უახლოესი მომავლის რეალისტური მიზანი, ერთადერთ გზად რჩება მისი გავლენის მაქსიმალური შერბილება სიკვდილიანობის შემცირების კუთხით. ეს უნდა დარჩეს მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ მიზნად.
ჯანდაცვის რეგულირების საერთაშორისო საგანგებო სიტუაციების კომიტეტის შუალედური რეკომენდაციები არის შემდეგი:
-
უნდა შენარჩუნდეს მაღალი რისკის ჯუგფების ვაქცინირების 100%-იანი დაფარვა, მათ შორის, ბუსტერ დოზებით. სახელმწიფოებმა COVID-19-ის ვაქცინები რუტინული იმუნიზაციის სიაში უნდა ჩასვან და მისი მიღება ადამიანმა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გააგრძელოს. უნდა გაგრძელდეს მონაცემების მოგროვება როგორც პირველადი, ასევე ბუსტერ დოეზებით დაფარვაზე, ცალ-ცალკე;
-
ქვეყნებმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უნდა მიაწოდონ განახლებული მონაცენები SARS-CoV-2-ზე. უნდა აღრიცხონ COVID-19-ის ეპიდემიოლოგიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები; უნდა გამოიკვლიონ COVID-19-ის ტვირთი ყველა რეგიონში.
-
უნდა იყოს უზრუნველყოფილი მედიკამენტებისა და სხვა ზომების არსებობა და მიწოდება. ხელმისაწვდომი უნდა იყოს ვაქცინები, დიანოსტირებისა და სამკურნალო საშალებები.
-
ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ მზაობა მსგავსი სამომავლო და მოსალოდნელი აფეთქებების წინააღმდეგ, ჯანდაცვის მუშაკების მომზადების, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის და რესპირატორული და არარესპირატორული პათოგენების წინააღმდეგ მომაზადებისა და საპასუხო გეგმების კუთხით.
-
უნდა გააგრძელონ მუშობა თემების ლიდერებთან, რომ პასუხი გასცენ და ებრძოლონ ინფოდემიას. რისკების კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის მიწოდების დროს უნდა იყოს გათვალისწინებული ადგილობრივი კონტექსტი. შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს გამოყენებული სოციალური მედია, მეცნიერება და ახალი ცოდნა მიმდინარე მდგომარეობაზე და გადაწყვეტილების მიღების დროს ახალი ცოდნის გათვალისწინება.
-
უნდა გაგრძელდეს კვლევებისა და მეცნიერების მხარდაჭერა და დაფინანსება, უნდა გაუმჯობესდეს ვაქცინირების დაფარვა, რათა შემცირდეს გადაცემა, გაღრმავდეს ცოდნა მიმდინარე მოვლენებზე, გადაცემის სიხშირესა და კოვიდის შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და განვითარედეს შესაბამისი გზები, რომელიც სრულად მოიცავს ყველა ჩამოთვლილი რისკების გათვალიწინებას და საზოგადოების მაქსიმალურ დაცვას მსგავსი მოვლენებისგან.
|