ჯანდაცვა

ანა და ძუძუს კიბოს სხვა პაციენტები




წლების განმავლობაში, როდესაც ლალის სახლში სარეცხი მანქანა არ ჰქონდა და მთელი ოჯახის ტანსაცმლის ცივ წყალში, ხელით გარეცხვა უწევდა, მკერდის არეში აუტანელ ტკივილს გრძნობდა.

- თითქოს ორივე ძუძუ ‘მძვრებოდა’.

მოგვიანებით, როცა სარეცხი მანქანა იყიდა, სახლში კომფორტი მოიწყო და საოჯახო საქმეების გასაკეთებლად ცივ წყალში ხელის ჩაყოფა არ იყო აუცილებელი, შეამჩნია, რომ ტკივილის ლოკაცია შეიცვლა: ერთ ძუძუში საერთოდ გაქრა, მეორეგან კი - იღლიაში გადაინაცვლა.

ერთ დღესაც ლალიმ შეამჩნია, რომ მარჯვენა ძუძუს დვრილთან უხეში, ხოშოში ქსოვილი გაუჩნდა. ტკივილმა მკერდის არეში, რომელიც 10 წელი, მეტ-ნაკლები სიმძაფრით, აწუხებდა, გამოკვეთილი ბიოლოგური ფორმა მიიღო: მოყავისფროქსოვილოვან ამონაზარდად იქცა.

ლალის 30 წლის ასაკიდან ძუძუს მასტოპათია ჰქონდა და სენაკიდან თბილისში, ყოველ წელიწადში ერთხელ, კლინიკა “ქირონში” დადიოდა ონკოლოგთან კონსულტაციების გასავლელად. 

2010 წლის დეკემბრის თვეში, ერთ-ერთ ჩვეულებრივ მისვლაზე, როცა წერეთლის გამზირის სკრინინგ ცენტრში გაიკეთა ექოსკოპია, მდგომარეობა შეიცვალა.

- მახსოვს შეშფოთებული სახეები. მითხრეს, რომ სიმსივნე დაახლოებით 2 სანტიმეტრი სიგრძისა იყო.

წერეთლის კლინიკიდან ლალი პირდაპირ თავის მკურნალ ონკოლოგთან ავიდა “ქირონში” და შედეგები შეატყობინა. ონკოლოგი არ ენდო წერეთლის სკრინინგ-ცენტრის შედეგებს და ლალის ხელახლა გააკეთებინა ექოსკოპია, შეხედა გამოსახულებას ეკრანზე და თქვა:

- რაღაც არ მომწონს.

საჭირო იყო ძუძუს მოკვეთა. სხვა სცენარები ექიმსა და პაციენტს არ განუხილავთ.

- მითხრა, ქალების 90%-ს აქვთ მასტექტომია გაკეთებული. სხვა არაფერი უთქვამს.

 

სტატიის სრული ვერსია იხილეთ აქ 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>