ჯანდაცვა

11 ფაქტი MDMA-ზე




►  MDMA პირველად 1912 წელს, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია "მერკმა" აწარმოა

► 1970-80-იან წლებში, MDMA-ს ფსიქიატრები სამკურნალო რეჟიმებში იყენებდნენ. ზოგი ფსიქიატრის დაკვირვებით, ამ ნივთიერების მიღების შემდეგ პაციენტი უფრო მარტივად საუბრობდა იმ პრობლემასა თუ ტრავმატულ გამოცდილებაზე, რაზე საუბარი ფხიზელ მდგომარეობაში უჭირდა

► 1985 წელს ამერიკის წამლის სერთიფიკაციის სააგენტომ [United States Drug Enforcement Agency, DEA] MDMA აკრძალული წამლების ე.წ. 'პირველ სიაში' [Schedule I drugs] შეიყვანა. ამ კლასიფიკაციაში ისეთი ნაერთებია, რომლებიც სამედიცინოდ არ უნდა გამოიყენებოდეს და დამოკიდებულების განვითარების მაღალი პოტენციალი აქვს; ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში MDMA დღემდე ამავე სიაშია; ამ სიაში ასევე შედიან LSD, ჰეროინი, მარიხუანა და სხვა ნაერთები, რომლებზეც კლინიკური ინფორმაცია ან მწირია ან დამოკიდებულების განვითარების მაღალი საფრთხე ახლავს; 

►  როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში MDMA აკრძალული ნივთიერებაა, როგორც სამედიცინო, ასევე რეკრეაციული მიზნებით;

► მარიხუანასთან ერთად, MDMA საქართველოში ყველაზე ხშირად მოხმარებადი ნარკოტიკია;
 
► მომხმარებლები MDMA-ს მხოლოდ შავ ბაზარზე, უკანონოდ ყიდულობენ; ასეთი ქცევის ერთ-ერთი საფრთხე ისაა, რომ შავ ბაზარზე გაყიდული ნივთიერების რეალური ინგრედიენტები უცნობია;
 
► შავ ბაზარზე ნაყიდი MDMA უამრავ მინარევს შეიძლება შეიცავდეს: მეტამფეტამინს, კეტამინს, კოფეინს, ეფედრინს, ჰეროინს, კოკაინს და ასე შემდეგ; უმეტეს შემთხვევაში, ამის შესახებ მომხმარებელს ინფორმაცია არ აქვს;
 
► MDMA-ს ენერგიის მოზღვავების, ეიფორიის, ემოციური სითბოს და სხვების მიმართ ემპათიის გამოხატვის შეგრძნებების წარმოქმნა შეუძლია;  MDMA-ის მიღების შედეგად, თავის ტვინში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ნეიროჰორმონები: სეროტონინი, დოფამინი და ნორეპინეფრინი.  ამ ნეიროჰორმონების ხელოვნურად, დიდი რაოდენობით გამოყოფა, დროთა განმავლობაში, ტვინში მათ განლევას იწვევს. შედეგად ვითარდება უძილობა, შფოთვა, დეპრესია, ქვეითდება გუნება-განწყობა, თავს იჩენს მეხსიერების პრობლემები; 
 
► MDMA-ით ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, სისუსტე, პანიკური შეტევა და უკიდურეს შემთხვევებში, გონების დაკარგვა და კრუნჩხვები;
 
► მიუხედავად იმისა, რომ Schedule I სიაშია და ჯერ კიდევ აკრძალულია სამედიცინო მიზნებით, სამეცნიერო წრეებში არსებობს მოსაზრებები, რომ პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის [Post-Traumatic Stress Disorder, PTSD] მკურნალობისას MDMA-ს, როგორც დამხმარე საშუალების, გამოყენება შეიძლება;
 
►  ამერიკის წამლისა და სურსათის ადმინისტრაციის [Food and Drug Administration, FDA] სპეციალური ნებართვით, ამჟამად ერთ კლინიკურ კვლევაში MDMA გამოიყენება, როგორც PTSD-ს მკურნალობისას დამხმარე საშუალება [MDMA-Assisted Psychotherapy]. კვლევის ინიციატორია არასამთავრობო ორგანიზაცია Multidisciplinary Association for Psychedelic Studies, M.A.P.S., დოქტორ რიკ დობლინის ხელმძღვანელობით.
 
 
⇒  ინფორმაციის წყარო: National Institute of Drug Abuse [NIDA], MDMA [Ecstasy] Abuse

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>