ჯანდაცვა

ექოვეივსზე დაკავებულების სასამართლო დოკუმენტაცია




ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2019 წელს, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალ “ექოვეივსის” ტერიტორიაზე არაერთი ახალგაზრდა დააკავა. მათი  საქმეების სასამართლო მოსმენები დაკავებიდან რამდენიმე დღეში გაიმართა. 

“კაქტუს-მედიამ” ზუგდიდის სასამართლოდან დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო განაჩენების ასლები 260-ე მუხლის 1, მე-2, მე-3 და მე-6 ნაწილების მიხედვით გამოითხოვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლები ა) ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვას და ბ) ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დიდი ოდენობით უკანონო შეძენასა შენახვას გულისხმობს.  

აღმოჩნდა, რომ ამ მუხლებით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აგვისტოს ბოლოს სულ 7 განაჩენი გამოვიდა  [გამოთხოვის პერიოდი: 23-28 აგვისტოში გამოსული ყველა განაჩენის ასლი]. 

5 საქმე მოსამართლე ირაკლი აბშილავამ განიხილა, ხოლო 2 - შოთა ბიჭიამ. ყველა სხდომა ღია იყო. 

სასამართლო საქმეებში მითითებულია, რომ ამოღებული ნარკოტიკები განადგურებას დაექვემდებარა, მანამდე კი ყველა ამოღებულ ერთეულს ქიმიური ექსპერტიზა ჩაუტარდა, რაც სასამართლოში ერთ-ერთი მტკიცებულება იყო ბრალდებულების წინააღმდეგ.

ამოღებული ნარკოტიკების სახეობები

ამოღებულ ნარკოტიკებს შორის არის MDMA  [3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი],  “ტეტრაჰიდროკანაბინოლი”,  25I-NBOMe და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ["ბიო"] 25H-NBOMe [ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჯანმრთელობზე გავლენაზე წაიკითხეთ აქ]. 

სასჯელის ზომები

შვიდივე დაკავებული, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, დღეს თავისუფალია, პირობითი სასჯელით, 3-5 წლების ფარგლებში, ხოლო ფულადი ჯარიმა 5,000-7,000 ლარის ფარგლებში დაეკისრათ. 

პირობითი მსჯავრი მათზე ასევე მთელ რიგ შეზღუდვებს აწესებს. მათ ჩამოერთვათ: 

6 თვის ვადით -  სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

5 წლის ვადით -  საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო [საბიუჯეტო] დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 

10 წლის ვადით -  საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლონის უფლება. 

“კაქტუს-მედია” გთავაზობთ სასამართლო საქმეების ასლებს [დეტალების სანახავად დააჭირეთ თითოეულ საქმეს].

დოკუმენტაციაში პირადი მონაცემები დაფარულია.   

 

 საქმე N1

 საქმე N2 

 საქმე N3 

 საქმე N4

 საქმე N5

 საქმე N6

 საქმე N7

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>