ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მეცნიერებმა პლასტმასის მიკრონაწილაკების ახალი გროვა აღმოაჩინეს. გროვა, რომელიც ოკეანის ზედაპირზე ტივტივებდა, აქამდე აღმოჩენელებიდან 2-3-ჯერ დიდია. გაყინულ წყალში მეცნიერებმა 17 სხვადასხვა ქვესახეობის მიკრონაწილაკი იპოვეს.
პლასტმასის მიკრონაწილაკები ხუთი მილიმეტრი სიგრძის პლასტმასის ციცქნა წარმონაქმნებია. ისინი ჯერ ყინულში ინახება, ყინულის დნობის შემდეგ კი ოკეანეში იფანტება. მიკრონაწილაკებს ჯერ ოკეანის ბინადარი თევზები ჭამენ. არაორგანული წარმოშობის შემცველი ზღვის პროდუქტების მიღების შემდეგ, პლასტმასის მიკრონაწილაკები ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაშიც ხვდება.
The Ocean Cleanup პროექტი დედამიწის ოკეანეების პლასტმასის მიკრონაწილაკებით დაბინძურების მასშტაბებს იკვლევს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ოკეანეების მიკრონაწილაკებით დაბინძურება ზედაპირული წყლების დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა თანამედროვე გარემოს დაცვის სფეროში.
მეცნიერები ოკეანის პლასტიკური წარმოშობის მასალებით დაბინძურებას 1970-იანი წლებიდან იკვლევენ. 2015 წელს, The Ocean Cleanup-მა მეგა ექსპედიცია დაგეგმა. ექსპედიციის ფარგლებში 30 გემით, ერთდროულად დაიწყეს ოკეანიდან სინჯების აღება. თითოეულ გემს რამდენიმე პატარა და ორი დიდი ბადე ჰქონდა მიბმული. შედეგად, მეცნიერებს პლასტმასის 1,2 მილიონი სინჯი დაუგროვდათ. მეცნიერებმა ყველა მათგანი დაითვალეს და ზომებისა და ტიპების მიხედვით დაახარისხეს.
კვლევის დასასრულებლად და სინჯების ლაბორატორიული პასუხების მისაღებად მეცნიერებს 2 წელი დასჭირდათ. დაბინძურების მასშტაბები უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ამიტომ, The Ocean Cleanup-ის ფარგლებში, გარემო ზემოდან, თვიმფრინავით, სამ განზომილებაში დაათვალირეს, რომ მათი მასა გამოეთვალათ.
აღმოჩნდა, რომ ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანის ე.წ. პლასტიკის დიდი გროვა [Great Pacific Patch], რომელიც ჰავაისა და კალიფორნიას შორის მდებარეობს, საერთო ჯანმში, 1,6 მილიონი კვადრატული მეტრი ზომისაა. ეს გროვა პლასტიკის 1,8 ტრილიონ ნაწილაკს შეიცავს. მთლიანი მასა 80, 000 ტონაა.
The Ocean Cleanup-ის ინფორმაციით, ამჟამად ამ გროვაში 92 პროცენტი პლასტმასის დიდი საგნებია. პროექტის ცნობით, მომავალი ათწლეულების განმავლობაში მათი უმეტესობა საშიშ მიკრონაწილაკებად დაიშლება და ოკეანეში გაიფანტება.