ჯანდაცვა

ახალი კორონავირუსის პანდემია




"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი კორონავრუსის შემთხვევები, ჩინეთს გარეთ, 13-ჯერ გაიზარდა.  გასამმაგდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც ახალი კორონავირუსი პირდაპირ შეეხო. ამჟამად მსოფლიოს 114 ქვეყნიდან, 118 000 ადამიანია ახალი კორონავირუსის მატარებელი. 

4 291 ადამიანი ამ ვირუსით გამოწვეული დაავადებით გარდაიცვალა.  

ათასობით ადამიანი დღემდე კლინიკაშია და იბრძვის სიცოცხლისთვის. მომავალ დღეებსა თუ კვირებში გვინდა, რომ ახალი შემთხვევები და სიკვდილის რაოდენობა მთელს მსოფლიოში შემცირდეს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დეტალურად აკვირდებოდა მოვლენებს. შეშფოთებულები ვართ როგორც ვირუსის გავრცელების სიჩქარითა და სიმწვავით, ასევე ზოგი ქვეყნის შემაშფოთებელი პასიურობითა და უმოქმედობით. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელება დღეიდან დახასიათდეს, როგორც პანდემია. 

ტერმინ “პანდემიას” მარტივად ან მსუბუქად არ ვიყენებთ. ეს ისეთი სიტყვაა, რომელმაც, თუ არასწორად გამოიყენე, შესაძლოა, უსაფუძვლო შიში გამოიწვიოს, ან გაუმართლებელი და მიუღებელი მოსაზრება გააღვივოს, რომ ბრძოლა ამ ვირუსის წინააღმდეგ წაგებულია. 

ტერმინ “პამდემიის” გამოყენებით არ იცვლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამოკიდებულება ამ ვირუსის მიერ გამოწვეული საფრთხეების მიმართ. ეს ტერმინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებებს არ ცვლის. 

აქამდე, კორონავირუსებს არასოდეს გამოუწვევიათ პანდემია. ეს პირველი პანდემიაა, რაც კორონავირუსმა გამოიწვია.  

ჩვენ ყოველდღე მოვუწოდებდით ქვეყნებს, აგრესიული და სასწრაფო ზომები მიეღოთ ამ ვირუსის წინააღმდეგ. ჩვენი განგაშის ზარები ხმამაღალი და გასაგები იყო. მიუხედავად ამისა, აქამდე მიღებული ინფორმაცია ქვეყნებიდან დაავადებული ადამიანების შესახებ არ იყო ზუსტი და ცუდად ასახავდა რეალობას. 

გლობალური 118 ათასი შემთხვევიდან, რომელიც 114 ქვეყანაში იყო გადანაწილებული, შემთხვევათა 90% მხოლოდ ოთხი ქვეყნიდან მოდიოდა. ორმა მათგანმა, ჩინეთმა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკამ, მნიშვნელოვნად შეამცირეს შემთხვევები საკუთარ ქვეყნებში.  

81 ქვეყანას არც ერთი შემთხვევა არ გამოუვლენია /არ უცნობებია ჩვენთვის, ხოლო 57-მა ქვეყანამ მხოლოდ 10 ან ნაკლები შემთხვევა გამოავლინა საკუთარ ტერიტორიაზე.  

ნებისმიერ ქვეყანას დღემდე აქვს შანსი, გამოასწოროს სიტუაცია და შეცვალოს დამოკიდებულება ამ ვირუსის მართვის მიმართულებით. თუ ქვეყნები გამოავლენენ ვირუსის შემთხვევებს, ტესტირებებს ჩაუტარებენ ადამიანებს, უმკურნალებენ, იზოლაციაში მოათავსებენ, გაჰყვებიან თითოეულ შემთხვევას, - თავიდან აიცილებენ კლასტერულ, შემდეგ კი უფრო დიდ ჯგუფებს შორის გადაცემის შემთხვევებს. 

იმ ქვეყნებსაც კი, რომლებსაც უკვე აქვთ კლასტერული ან უფრო დიდ ჯგუფებს შორის გავრცელების შემთხვევები, კიდევ აქვთ შანსი, სიტუაცია თავიანთ სასარგებლოდ შემოაბრუნონ. 

ზოგმა ქვეყანამ აჩვენა, რომ ამ ვირუსის კონტროლი შეიძლება. ეს უფრო სურვილზეა დამოკიდებული, ვიდრე შესაძლებლობაზე.  

ზოგ ქვეყანას აშკარად აკლია შესაძლებლობები და რესურსები. ზოგს - გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ იმ ზომებით, რაც ამ ვირუსის წიმააღდეგ მიიღეს ირანში, იტალიასა და სამხრეთ კორეაში. ჩვენ ვიცით, რომ მკაცრი ზომები ძვირი უჯდება ამ საზოგადოებების ეკონომიკას, როგორც ეს ჩინეთის შემთხვევაში მოხდა. 

ყველა ქვეყანამ  უნდა სცადოს და იპოვოს ბალანსი ეკონიმიკისადმი მიყენებულ ზიანსა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მანდატია სახალხო ჯანდაცვა. ეს შემთხვევა კი მხოლოდ სახალხო ჯანდაცვის კრიზი არ არის. ეს ის კრიზისია, რომელიც ყველა სექტორს შეეხება. ამ ბრძოლაში ყველა სექტორი და თითოეული ადამიანი უნდა იყოს ჩართული. 

ყველაფერს ოთხი მნიშვნელოვანი პრინციპის ქვეშ გავაერთიანებ: 1) მოემზადე და იმოქმედე; 2) გამოავლინე, დაიცავი, უმკურნალე; 3) გადაცემა შეამცირე; 4) შემოიტანე ინოვაცია და ისწავლე შეცდომებზე.

ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, რომ გააძლიეროს საგანგებო სიტუაციების მექანიზმები. იყავით აქტიურ კომუნიკაციაში თქვენს მოსახლეობასთან. აუხსენით, როგორ უნდა დაიცვან თავი. იპოვეთ ვირუსის ახალი შემთხვევები, გამოაცალკევეთ/მოათავსეთ ინფიცირებულები იზოლაციაში; ტესტირება ჩაუტარეთ ყველა მათგანს; უმკურნალეთ ყველას და მისდიეთ მათ კონტაქტს.  

მოამზადეთ კლინიკები მოსალოდნელი დატვირთვისთვის. გადაამზადეთ ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლები. 

პრევენცია. მზაობა. სახალხო ჯანდაცვა, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ყველაზე მეტად, ხალხი: ამ ბრძოლაში ყველანი ერთად ვართ.  

უნდა ვიყოთ მშვიდად და გადავდგათ სწორი ნაბიჯები. უნდა დავიცვათ ადამიანები მთელს მსოფლიოში.

ეს შესაძლებელია."

 

► ეს სიტყვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, WHO-ს დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიუსმა, 2020 წელის 11 მარტს, ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების დღეს, წარმოთქვა ჟენევაში, ორგანიზაციის სათავო ოფისში. 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>