ნიუ-იორკში უკვე 3 ბავშვი გარდაიცვალა უცნობი დაავადებით, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდება ახალ კორონავირუსს. ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატის მასშტაბით, 73 ბავშვი ამავე დაავადებით არის ავად.
“ამ დაავადებამ 3 ნიუ-იორკელი ბავშვის სიცოცხლე წაგვართვა,” განაცხადა შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ. “ეს ახალი ტენდენტიცაა. ახალი მიმართულება.”
კუომოს თქმით, ბავშვებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ნიუ-იორკის კლინიკებში სასწრაფო დახმარების საშუალებით შეჰყავდათ, არ ჰქონდათ ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი რესპირაციული სინდრომები; მათი უმრავლესობა იყო კოვიდ-დადებითი ან სისხლში ჰქონდა ახალი კორონავირუსის ანტისხეულები.
ამ დაავადებით პარასკევს, 8 მაისს, გარდაცვლილი პირველი ბავშვი 5 წლის იყო; დანარჩენი ორი: 7 წლის და თინეიჯერი, რომლის ზუსტი ასაკი კუომოს არ უხსენებია.
მართალია, ახალ დაავადებაზე ბევრი რამ უცნობია, მაგრამ სპეციალისტების თქმით, ბავშვები რისკის ქვეშ შესაძლოა იმიტომაც არიან, რომ მათი იმუნური სისტემა ბოლომდე განვითარებული არ არის. ფოტო: ლუკას ჯექსონი / როიტერი © Lucas Jackson/Reuters
ახალი დაავადების სიმპტომები ტოქსიურ შოკს ჰგავს, რომლის დროსაც ანთებითი პროცესები იწყება კანზე, თვალებზე, სისხლის მატარებლებსა და გულზე. ზოგ ბავშვს მექანიკური ვენტილაციაც სჭირდება.
ექიმების თქმით, თუ ახალი კორონავირუსი, ძირითადად, მოზრდილების სასუნთ გზებს აზიანებდა, ახალი დაავადება ან სინდრომები ბავშვების გულ-სისხლღარღვთა სისტემას აზიანებს, მათ შორის, კორონარულ არტერიებს.
ახალი დაავადების სიმპტომები, ექიმების თქმით, კავასაკის დაავადებას ჰგავს.
კავასაკის დაავადება აქამდეც ცნობილი და აღწერილია. ის მხოლოდ ბავშვებშია გავრცელებული და გამოიხატება ვენებისა და არტერიების, მათ შორის კორონარული არტერიების, ანთებით.
მაშინ, როცა, - თუ სათანადოდ არ მიმდინარეობს მკურნალობა, კასავაკის დაავადება კორონარულ ანევრიზმს იწვევს, ახალი სინდრომი, რაც Covid-19-ის მქონე ბავშვებში გაჩნდა და აღიწერა, კორონარული არტერიის, სხვა არტერიებისა და ვენების ანთებას იწვევს.
მსგავსი სიმპტომები ბავშვებში, ნიუ-იორკის შტატის გარდა, აღირიცხა ლუიზიანას, მისისიპისა და კალიფორნიის შტატებში.
უახლოეს წარსულში, სულ მცირე, 50 ასეთი შემთხვევა დაითვალეს ევროპაშიც, მათ შორის, ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთსა და იტალიაში.
ბავშვების ასაკი განსხვავებულია: ექიმები აღწერენ, რომ ამ სინდრომის მქონე ბავშვებს შორის არიან როგორც ერთ წლამდე, ასევე გვიანი-თინეიჯერობის ასაკის ბავშვები.
მანამდე 14 წლის მოზარდის სიკვდილობა აღირიცხა ინგლისში და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალ “ლანცეტშიც” 7 მაისს გამოქვეყნდა.