ჯანდაცვა

მოზარდთა კეთილდღეობის გლობალური კვლევა




გუშინ გამოქვეყნდა მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შემსწავლელი გლობალური კვლევა, რომელიც 45 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ჩატარდა.  

კვლევის ფარგლებში 11, 13 და 15 წლის მოზარდებს თვითშეფასების კითხვარს ავსებინებენ. წელს კვლევაში მონაწილეობა 227,441-მა მოზარდმა მიიღო 45 ქვეყნიდან. კვლევას საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელობდა.  

კვლევის შედეგად წარმოდგენილი მონაცემები ცხადჰყოფს, რომ მოზარდთა ფსიქიკური მდგომარეობაა 2014-2018 წლებში მრავალ ქვეყანაში გაუარესდა.
 
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოზარდებში მიიჩნევა არაჯანსაღი კვება და დაბალი, წინა წლებთან შედარებით შემცირებული, ფიზიკური აქტივობა. მართალია, მოზარდებში თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება შემცირებულია, თუმცა ამჟამინდელი მოხმარების მაჩვენებლები მაინც მაღალია. მოცემული ასაკობრივი ჯგუფებიდან ალკოჰოლს ყველაზე ხშირად მოზარდები 15 წლის ასაკში მოიხმარენ.   

კვლევის მთავარი მიგნებებია: 

  • გამოკითხული მოზარდების 48 % არ აქვს საშუალება, რომ ხილი და ბოსტნეული ყოველდღე მიირთვას

  • გამოკითხული მოზარდების მხოლოდ ⅔ პროცენტი იხეხავს კბილებს დღეში ორჯერ

  • ყოველი ხუთი მოზარდიდან მხოლოდ ერთი არის დაკავებული საჭირო ფიზიკური აქტივობით

  • ყოველი 5 მოზარდიდან ერთს ზედმეტი წონა აწუხებს

  • ოთხიდან ერთ მოზარდს ჰგონია, რომ ზედმეტი წონა აქვს

  • მოზარდების ერთ მესამედზე მეტი თითქმის მთელი დღე მხოლოდ ონლაინ ეკონტაქტება მეგობრებს.  ეს ჩვევა გოგოებში უფრო ხშირია, ვიდრე ბიჭებში

  • მოზარდების 7%-ს სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების საგანგაშოსთან მიახლოებული ნიშნები აქვს

  • მოზარდები, რომლებიც შეძლებული ოჯახის შვილები არიან, უფრო კმაყოფილები და ჯანმრთელები არიან დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახის შვილებისგან გასხვავებით

  • ყოველი ოთხი მოზარდიდან ერთი ამბობს, რომ ნერვიული და გაღიზიანებულია და ყოველ კვირა ძილის პრობლემები აქვს

  • გოგონებში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა უფრო მეტია, ვიდრე ბიჭებში და ეს პრობლემები ასაკთან ერთად იმატებს

  • 15 წლის ყოველი 5 მოზარდიდან ერთმა თქვა, რომ სექსი ჰქონდა ისე, რომ შესაბამისი დაცვის საშუალება [კონდომი ან აბი] არ გამოუყენებია 

  • 15 წლის ასაკში ყოველი ხუთიდან თითქმის სამმა მოზარდმა თქვა, რომ ალკოჰოლი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაულევია, ყოველი ოთხიდან ერთს თამბაქოს პროდუქტები მოუწევია, ხოლო შვიდიდან ერთს - მარიხუანა

  • ტრადიციული ბულინგის მსხვერპლები გოგონები და ბიჭები ერთნაირად არიან, მაგრამ კიბერბულინგის მსხვერპლები უფრო გოგონები აღმოჩნდნენ

  • ყოველი 10 მოზარდიდან ერთი კიბერბულინგის მსხვერპლი ყოფილა, სულ მცირე, გასული თვეების განმავლობაში

  • ბიჭებმა აღნიშნეს, რომ საჭიროების დროს ოჯახი უფრო ეხმარებოდა; გოგონებმა კი თქვეს, რომ გაჭირვების დროს მეგობრები ეხმარებიან

  • გამოკითხული მოზარდების მეოთხედმა თქვა, რომ სკოლა ძალიან მოსწონს. თუმცა, სკოლების მიმართ კმაყოფილებამ მოზარდებში 2014 წლიდან იკლო ქვეყნების მესამედში. 

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესწავლა სასკოლო ასაკის ბავშვებში [Health Behaviour in School-aged Children, HBSC] საერთაშორისო კვლევაა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.

პირველად HBSC კვლევა 1983-84 წლებში ევროპის ხუთ ქვეყანაში ჩატარდა, ამჟამად კი კვლევითი ჯგუფის წევრია 50 ქვეყანა. კვლევის ბოლო ტალღა 2017-2018 წლებში მსოფლიოს 45 ქვეყანაში ჩატარდა.

 

♦  ამავე თემაზე ნახეთ ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ჯანა ჯავახიშვილთან ძიძების აღზრდილი თაობა

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>