ჯანდაცვა

ა.შ.შ.-ში რემდესივირის ფასი გამოცხადდა




ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ და ახალი კორონავირუსის სამკურნალო პირველი მედიკამენტის - რემდესივირის მწარმოებელმა კომპანია გილეადმა გუშინ მედიკამენტის ფასი გამოაცხადეს.

ფასზე შეერთებული შტატების მთავრობა და მწარმოებელი კომპანია წინასწარ შეთანხმდნენ და ის ცვლილებას არ დაექვემდებარება. 

ა.შ.შ. მოქალაქეებისთვის ერთი ცალი რემდესივირი კერძო სადაზღვევო კომპანიებს 520 ა.შ.შ. დოლარი დაუჯდებათ, ხოლო ერთი კურსი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ღირებულება სრულად 3 120 ა.შ.შ. დოლარი იქნება.

მედიკამენტი ასეთ პირობებში სექტემბრამდე, მხოლოდ ა.შ.შ.-ში გაიყიდება.  უცნობია, თუ რა მოხდება სექტემბრის შემდეგ. 

რემდესივირი არის მედიკამენტი, რომელმაც გარკვეული ეფექტურობა აჩვენა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ. ის სპეციალური შეთანხმების ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელდება, რომლის ფარგლებშიც მკურნალობის დროს პრიორიტეტი შტატების მოქალაქეებს მიენიჭებათ.

მედიკამენტი ამ ეტაპზე მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდება, რომელიც გილეადის წარმოების სრული შესაძლებლობაა ამ ეტაპზე და რომელიც მოიცავს 500 000 სამკურნალო კურსს და ასევე იმ მოცულობას, რაც კომპანიამ კლინიკური ცდების ფარგლებში უნდა გაავრცელოს.

ზოგი სპეციალისტი კომპანიას ამ ფასის გამო აკრიტიკებს, ზოგი კი თვლის, რომ რემდესივირის ბაზარზე არსებობა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ შიშს ოდნავ მაინც ჩაახშობს და ეს მის საზოგადოებრივ ღირებულებათაგან ერთ-ერთია.

გილეადი აქამდეც გაუკრიტიკებიათ საკუთარი წარმოების მედიკამენტებზე უჩვეულოდ მაღალი ფასებითვის, მათ შორის, ცე ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებებსა [ჰარვონი, სოფოსბუვირი] და აივ ინფექციის პრევენციის მედიკამენტ ტრუვადაზე უჩვეულოდ მაღალი ფასების დაწესებისთვის. 

მიმდინარე წლის 1 მაისს ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ რემდესივირი საგანგებოდ [emergency use authorization, EUA] დაუშვა. ადმინისტრაციის დასაბუთების ნაწილში წერია, რომ სამეცნიერო მონაცემებსა და საგანგებო რეჟიმით ნებართვის გამოყენების კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ჩაითვალა, რომ რემდესივირი შესაძლოა იყოს ეფექტური ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ; იქიდან გამომდინარეც, რომ არ არსებობს სხვა ადეკვატური, ალტერნატიული და დამტკიცებული სამედიცინო საშუალება ამ სიცოცხლისთვის საშიში ინფექციის წინააღმდეგ, რემდესივირის აქამდე ცნობილი პოტენციური სარგებელი გადასწონის წამლის მიღების პოტენციურ რისკს.

 

ამავე თემაზე:

♦  F.D.A. - რემდესივირის სხვა წამლებთან ერთად დანიშვნა მის ეფექტურობას ასუსტებს

  Lancet-ის კვლევა რემდესივირზე დამაიმედებელი არ არის

  NAIAD-მა რემდესივირის კლინიკური წარმატების მთავარი საზომი შეცვალა 

  "გილეადის" კვლევა რემდესივირზე დასრულდა

  რემდესივირის მცირე წარმატება COVID-19 პაციენტებში

  რამდენად ეფექტურია რემდესივირი?

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>