ჯანდაცვა

პირბადის გამოყენების წესები




სამედიცინო ნიღაბი სასუნთქი გზებით გადამდები დაავადებების პრევენციისთვის გამოიყენება. ნიღაბი პირსა და ცხვირს ფარავს და სწორად მორგების შემთხვევაში, სასუნთქი გზებით გადამდები ვირუსებისა და ბაქტერიებისგან გვიცავს. 

რესპირატორული ინფექციებისგან თავდაცვისთვის ორი სახის ნიღაბი არსებობს: 1) ქირურგიული ნიღაბი და 2) რესპირატორი. ეს ნიღბები სხვადასხვა ტიპისა და ზომის ინფექციურ ფრაქციებს ფილტრავენ.  

სახის/ქირურგიული ნიღბები ისეთი ვირუსების გასაფილტრად გამოიყენება, რომლებიც წვეთოვანი [droplet და არა airborne, ანუ ჰაერწვეთოვანი] გზით გადაეცემა, რომლებიც ახლო მანძილზე ვრცელდება და  გარემოში ხველებით ან ცემინებით ვრცელდება. ქირურგიული ნიღბები სახეზე, ხშირად, მოშვებულია და ჰაერის მძლავრ ნაკადს [მაგ. ცემინების დროს] ვერ აკავებს. 

სახის/ქირურგიული ნიღაბი © JAMA Network 

N95 რესპირატორი ჰაერწვეთოვანი ნაწილაკების თითქმის 95%-ს აკავებს. ისინი სახეს მაღალი სიზუსტით ერგება და მტარებელს ჰაერში მყოფი ნებისმიერი ზომის ნაწიკალის ჩასუნთქვისგან იცავს.  N95 რესპირატორი უნდა ვატაროთ ისეთი ინფექციების ქონის დროს, როგორებიცაა ტუბერკულოზი, ჩუტყვავილა და წითელა.  N95 რესპირატორს ვერ გამოიყენებს ადამიანი, ვისაც წვერები აქვს მოშვებული, ასევე, ბავშვი, ვინაიდან, ასეთ შემთხვევებში, რთულია, სახეს მაქსიმალურად ზუსტად მოარგო ნიღაბი. ასეთ შემთხვევებში, კიდევ სხვა სახის ნიღაბი გამოიყენება, რომელის ენერგიის წყაროს უერთდება სპეციალური მილით. 

N95 რესპირატორი © JAMA Network 

ნიღბის მორგება დაუშვებელია 2 წლამდე ბავშვისთვის, ასევე ისეთ შემთხვევებში, როცა ადამიანს სუნთქვა უჭირს, გონება დაკარგული აქვს, კიდურებს ვერ იყენებს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სხვისი დახმარების გარეშე ნიღაბს ვერ მოიხსნის.

 

როგორ ვატაროთ ნიღაბი სწორად

ნიღბის სახეზე მორგებამდე, აუცილებელია ხელების დაბანა წყლითა და საპნით, სულ მცირე, 20 წამის განმავლობაში.  თუ წყალი და საპონი არ გვაქვს ადგილზე, ხელების გასასუფთავებლად ალკოჰოლზე დამზადებული ხელების სანიტაიზერიც გამოდგება. სანიტაიზერი, სულ მცირე, 60% ალკოჰოლს უნდა შეიცავდეს.  

ხელები დაიბანეთ, სულ მცირე, 20 წამის განმავლობაში © JAMA Network 

 

როდის და როგორ დავიბანოთ ხელები

ხელების დაბანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • ჭამადე ან კერძის მომზადებამდე

  • სანამ სახეს შევეხებით

  • ტუალეტის გამოყენების შემდეგ

  • საჯარო თავშეყრიდან დაბრუნების შემდეგ

  • ცხვირის მოხოცვის, დახველების ან დაცემინების შემდეგ

  • ნიღაბთან შეხების შემდეგ

  • პამპერსის გამოცვლის შემდეგ

  • მაშ შემდეგ, რაც ავადმყოფს შევეხებით

  • მას შემდეგ, რაც ცხოველებს შევეხებით 

ხელების დაბანის შემდეგ, ცხვირი და პირი დაიფარეთ ნიღბით.  თუ ნიღაბს ზედა მხარეს ლითონის მომჭერი აქვს, მოარგეთ ის ცხვირს და მოუჭირეთ. დარწმუნდით, რომ ნიღაბსა და სახეს შორის მინიმალურად იყოს დარჩენილი ნაპრალი და ნიღაბი სახეზე მაქსიმალურად მორგებულია.  შეეცადეთ ნიღბის ტარების დროს სახეს არ შეეხოთ.  თუ მაინც შეეხებით ნიღაბს ტარების პერიოდში, ხელი დაიბანეთ წყლითა და საპნით ან გაისუფთავეთ სანიტაიზერით, კიდევ ერთხელ. 

ნიღბის სახეზე მორგების წესები © JAMA Network 

როდესაც ნიღბის მოხსნის დრო დადგება, მოიხსენით ის ისე, რომ წინა ნაწილს არ შეეხოთ და სანაგვე ყუთში გადაადგეთ. ნიღბის მოხსნის შემდეგ კიდევ ერთხელ დაიბანეთ ხელები.  

მოხმარების შემდეგ, ნიღაბი სანაგვე ყუთში გადააგდეთ © JAMA Network 

 

ინფექციების პრევენცია ხელების ჰიგიენით

ხელების ჰიგიენა სასუნთქი გზებით გადამდები ინფექციების შეყრისა და გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი გზააა.  ხშირად დაიბანეთ ხელები.  შეეცადეთ, დაუბანელი ხელებით არ შეეხოთ ცხვირს, თვალებსა და პირს.  მოერიდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ინფექციის სიმპტომები აქვთ.  ხშირად წმინდეთ სახლში ნივთების ზედაპირები. თუ ავად გახდებით, დარჩით სახლში, რათა არ გაავრცელოთ ინფექცია და არ დააავადოთ სხვებიც.  

 

ინფორმაციის წყაროები:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, WHO →  როგორ ვატაროთ ნიღბები უსაფრთხოდ  

♦ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები, CDC → როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და სხვები 

 

ამავე თემაზე:

 სპეციალისტების თქმით, ნიღბით ვირუსის ნაკლებ დოზას იღებთ 

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>