გარემო

`გოლდმანის` გარემოსდაცვითი პრიზების უმრავლესობა ქალებმა მიიღეს




წელს 'გოლდმანის' გარემოსდაცვითი 6 პრიზიდან 5 ქალებმა მიიღეს.  წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრიზების უმრავლესობა ქალებზე გაიცა. 

1) მაკომა ლაკალაკალა და ლიზ მაკეიდი სამხრეთ აფრიკისა და რუსეთის მთავრობას შორის ატომური ენერგიის შეთანხმების წინააღმდეგ წავიდნენ;  მათი ძალისხმევით, 2017 წლის 26 აპრილს 76 მილიარდი დოლარის ღირებულების ატომური შეთანხმების პროექტი სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო;  

2) ხან ნგუი თაი ვიეტნამში განახლებადი ენერგიების ადვოკატირებასა და განვითარებას ცდილობს; მთავრობასთან თანამშრომლობით, მან შეძლო ქვანახშირის ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება და უფრო მწვანე განვითარებას დაუდო საფუძველი; 

3) დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ ოკენეებისა და საზღვაო ეკოსისტემების დამცველმა კლერ ნუვენმა, კოლეგებთან ერთად,  საფრანგეთის მთავრობა აიძულა აეკრძალა ზღვის ფსკერზე დიდი ბადეებით თევზაობა; დიდი ბადეებით თევზაობა შემდეგ მთელს ევროკავშირში აიკრძალა; 

4) მანი კალონზოს წყალობით, ფილიპინების მთავრობამ ქვეყანაში საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგულირება გაამკაცრა; 2017 წლის ბოლოს, ყველა მწარმოებლის საღებავი პროდუქტების 87 პროცენტი ტყვიას აღარ შეიცავს; 

5) ლი ენ უოლტერსის ბრძოლის წყალობით, მიჩიგანის შტატის ქალაქ ფლინტის მოსახლეობის სასმელ წყალში ტყვიის შემცველობა ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოს სტანდარტებს შეესაბამება; 

6) ფრანცია მარკესმა არგენტინის ისტორიულ ადგილ ლა ტომაში წიაღის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ გაილაშქრა; 10-დღიან აქციის შემდეგ, სადაც 80 ქალი იღებდა მონაწილებას,  ლა ტომადან წიაღის მოპოვების ინფრაქტრუქტურა გაიტანეს და წიაღის უკანონო მოპოვება შეწყდა. 

 -----

2004 წელს, 'გოლდმანის გარემოსდაცვითი პრიზი' მანანა ქოჩლაძეაც მიიღო, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.  'გოლდმანის გარემოსდაცვითი პრიზის' ოფიციალური ვებ-გვერდის შეფასებით, მანანა ქოჩლაძის დაუღალავმა ბრძოლამ კორპორატიული ინტერებისა და გარემოსდაცვითი ნორმების მუდმივი დარღვევების წინააღმდეგ დადებითი შედეგები გამოიღო - პროექტში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და გარემოსდაცვითი ნორმები იქნა გათვალსწინებული.  

მანანა ქოჩლაძე გარემოსდაცვითი ორგანიზაცია 'მწვანე ალტერნატივას' დამაარსებელი და თავმჯდომარეა.  'გოლდმანის გარემოსდაცვითი პრიზის' ოფიციალური ვებ-გვერდის თქმით, 'მწვანე ატლერნატივა' გარემოსდაცვითი უფლებებისთვის მებრძოლი  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა საქართველოში. 

-------

'გოლდმანის გარემოსდაცვითი პრიზი' ყოველ წელს, აპრილის თვეს გაიცემა და 'დედამიწის დღეს' ემთხვევა.  ის დედამიწის ყველა კონტინენტზე გარემოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან მებრძოლებს ავლენს და პატივს მიაგებს მათ მიერ გაწეულ შრომას სხვადასხვა გარემოსდაცვითი მიმართულებით.  

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>