ჯანდაცვა

რა როლი აქვთ ხელოვნურ დამატკბობლებს წონის დაკლებაში?




ხელოვნური დამატკბობელი, იგივე შაქრის ჩამნაცვლებელი, ტკბილის მიმართ ადამიანის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და კალორიებსაც არ შეიცავს. ის დიდი რაოდენობით არის ე.წ. დიეტურ გაზიან სასმელებსა და საკონდიტრო ნაწარმში.

იმატებს თუ არა წონაში ადამიანი  ხელოვნური დამატკბობლების მიღების შედეგად - რაც ახალი კორონავისურის კარანტინის დროს ბევრს აწუხებს - დიდი კითხვის ნიშანია.  

ზოგიერთი ახალი კვლევა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს. მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ხელოვნური დამატკბობელი ადამიანებს შაქრის გადაგდებაში ეხმარება, რაც, ზოგი ადამიანის შემთხვევაში, წონის კონტროლს ან ნაკლებ წონას ნიშნავს. მეორე მხრივ, ხელოვნური დამატკბობლები ზემოქმედებენ ჰორმონებზე, სისხლში შაქრის კონცენტრაციაზე და ნივთიერებათა ცვლის სხვა ასპექტებზე და საქმეში ჩახედული მეცნიერები მომხმარებლებს ურჩევენ, რომ ხელოვნური დამატკბობელი დიდი ხნის განმავლობაში არ მიიღონ. 

„უნდა გავიაზროთ, რომ ნული კალორია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის სისტემაზე ნულ ზემოქმედებას არ ნიშნავს,“ - ამბობს მარტა იანინა პეპინო, ილინოისის უნივერსიტეტის ნუტრიციისა და კვების მეცნიერების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი. „ჩვენს მიერ მოგროვებული და გაანალიზებული მონაცემები აჩვენებს, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობენ ორგანიზმის მეტაბოლურ სისტემაში და იქიდან გამომდინარე, რამდენად ხშირად იყენებს მას ადამიანი, სხვადასხვაგვარი გავლენა აქვთ.“

მომხმარებლები სულ უფრო და უფრო მეტად ყიდულობენ ისეთ საკვებსა და სასმელს, რომელიც  შეიცავს არა შაქარს, არამედ ხელოვნურ დამატკბობლებს.  ე.წ. დიეტური სასმელები ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან პოპულარულია. პოპულარულ შაქრის შემცვლელებს შორისაა სუკრალოზა, ბრენდდასახელებით Splenda, და ასპარტამი, რომელიც დიდი რაოდენობით არის Diet Coke-ში, Diet Pepsi-ში და ათასობის სხვა საკვებ პროდუქტსა თუ სასმელში. სტევია, ნული კალორიის შემცველი მცენარის ექსტრაქტი, რომელიც ბაზარზე იყიდება, როგორც ბუნებრივი [მაგრამ ხელოვნურია], ასევე ძალიან ბევრ საკვებ პროდუქტშია, როგორც შაქრის შემცვლელი დამატკბობელი საშუალება.   

კვლევით, რომელიც Journal of the American Heart Association-ში ახლახან გამოქვეყნდა, მეცნიერები იმის გაგებას შეეცადნენ, თუ რა ხდება მაშინ, როცა გაზიანი სასმელების მომხმარებლები წყლის სმაზე ან ხელოვნური დამატკბობლების შემცველ სასმელებზე გადადიან. მედიკოსებმა 203 მოზრდილი შეკრიბეს, რომლებიც დღეში, სულ მცირე, ერთხელ მაინც მიირთმევდნენ შაქრის შემცველ სასმელებს; მათ მხოლოდ ნაწილს აწუხებდა ზედმეტი წონა.  

მედიკოსებმა ისინი სამ ნაწილად გაყვეს. ერთი ჯგუფი ხელოვნური დამატკბობლების შემცველ სასმელებს იღებდა, ისეთებს, როგორებიცაა Diet Coke და Diet Pepsi და სთხოვეს, რომ კვლევის პერიოდში უფრო მსუბუქი სასმელებით შეეცვალათ. მეორე ჯგუფი სუფთა და ცქრიალა სასმელს წყალს იღებდა. მესამე - საკონტროლო ჯგუფი, შაქრის შემცველი სასმელების მიღებას განაგრძობდა.

ერთი წლის შემდეგ  არც ერთ ჯგუფს წონის მატების მხრივ გამორჩეული მაჩვენებელი ან მაღალი მეტაბოლური მარკერები - როგორებიცაა ქოლესტეროლის ან ტრიგლიცერინის კონცენტრაციის მომატება, - არ აღენიშნებოდათ. როდესაც მედიკოსებმა ერთი დამატებითი ინდიკატორი გაზომეს: თუ სხეულის რომელ ნაწილში ჰქონდათ ჯგუფის წარმომადგენლებს ცხიმების ყველაზე დიდი ოდენობა დაგროვებული, შედეგები შესამჩნევად განსხვავებული და ჯგუფებში შესამჩნევად გამოკვეთილი იყო.

მათში, რომლებსაც მუცლის არეში ჰქონდა დაგროვებული ცხიმი, - რაც მეტაბოლური დარღვევების ერთ-ერთი წინაპირობაა - შედარებით ნაკლებად მოიმატეს წონაში, როცა შაქრიანი სასმელიდან დიეტურ სასმელზე ან წყალზე გადავიდნენ. იმ ჯგუფის წევრებმა, რომლებიც დიეტურ, ანუ ხელოვნურ დამატკბობლის შემცველ სასმელებს იღებდნენ, დაახლოებით ერთი ფუტი [~ 0,45 კგ] მოიმატეს კვლევის პერიოდში, ხოლო ვინც წყალზე გადავიდა - უხეშად აღებული, ნახევარი ფუტი დაიკლო წონაში. კვლევის იმ მონაწილეებმა, რომლებსაც ყველაზე ცხიმიანი მუცელი ჰქონდათ და რომლებიც შაქრის შემცველ სასმელებს სვამდნენ, დაახლოებით 10 ფუტი [~ 4,5 კგ] მოიმატეს.

„შესამჩნევად დიდი განსხვავებაა,“ თქვა დოქტორმა დეივიდ ლუდვიგმა, კვლევის თანაავტორმა და ბოსტონის ბავშვების ჰოსპიტლის წონის პრევენციის ახალი ბალანსის ცენტრის ერთ-ერთმა დირექტორმა.

დოქტორმა ლუდვიგმა ასეთი თეორია წამოაყენა: ხალხს, რომლებსაც მუცლის არეში აქვთ დაგროვილი ცხიმი, კარგად მოუხდათ შაქრიანი სასმელებიდან დიეტურ სასმელებზე ან წყალზე გადასვლა, ვინაიდან ხელოვნური დამატკბობლების შემცველი სასმელები ხელს უწყობენ ორგანიზმში ჰორმონ ინსულინის გამომუშავებას, რომელიც ცხიმების წარმოქნასა და დაგროვებას უწყობს ხელს, ორგანიზმში შაქრის დიდი რაოდენობით მოხვედრის საპასუხოდ. „გამხდარი ადამიანი ასეთი მგრძნობიარე არაა შაქრის მიმართ,“ - ამბობს ის.

დებატები ხელოვნური დამატკბობლების ჯანმრთელობასა და სხეულის წონაზე გავლენაზე მეცნიერებაში ათ წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს.  ადრეული მოსაზრებების თანახმად, გარკვეული განგაში გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ცხოველებში 1970 წელს ჩატარებული კვლევები თითქოს მიუთითებდა, რომ ხელოვნური დამატკბობლები სიმსივნური მოვლენების წამახალისებელი შეიძლება იყოს.  მოგვიანებით ადამიანებში ჩატარებულმა კვლევებმა ეს მოსაზრება უკუაგდეს და ამერიკის კიბოს საზოგადოება, რომელმაც 2016 წელს ყველა აქამდე არსებული მონაცემები მიმოიხილა, სხვა ჯგუფებთან ერთად, დღეს აცხადებს, რომ დაბალკალორიული ხელოვნური დამატკბობლების მიღებასა და ადამიანებში კიბოს გაჩენას შორის მკაფიო კავშირი არ არსებობს.

სადავოა ხელოვნური დამატკბობლების სხეულის წონაზე გავლენაც.

წლების განმავლობაში ჩატარებული არაერთი ობზერვაციული კვლევა ამტკიცებდა, რომ ადამიანებში, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ ე.წ. დიეტურ სასმელებს, სიმსუქნის მაღალი რისკები აქვთ, და ადამიანებს არათუ ეხმარება გახდომაში, არამედ, შეიძლება, სიმსუქნის გამომწვევი მიზეზიც კი გახდნენ.  თუმცა, ობზერვაციული კვლევები მხოლოდ კორელაციას ამტკიცებს და არა დამდგარი შედეგის მიზეზებსა და შედეგებს. რევერსული კაუზალობაც, შესაძლოა, თავის როლს თამაშობდეს და ხალხი, ვინც დიეტურ სასმელებს სვამს, წონაში იმატებს არა მხოლოდ ხელოვნური დამატკბობლების გამო, არამედ სხვა საკვების, ასევე ვარჯიშისა და ფიზიკური აქტიურობის ნაკლეობიბს გამო.

რენდომიზებული კლინიკური კვლევების მონაცემები, რომლებსაც უფრო მაღალი სანდოობა აქვს, ვიდრე ზემოთ მოცემული ობერვაციული კვლევები, აჩვენებს, რომ დიეტური დამატკბობლების მიღების დროს ადამიანი ნაკლებად სუქდება. კლინიკური კვლევის ფარგლებში, რომელიც New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა, აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებიც დიეტური, დამატკბობლის შემცველ სასმელებს სვამდნენ, ნაკლებად გასუქნდნენ, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც შაქრის შემცველ სასმელებს სვამდნენ, რომლებსაც ცხიმების დაგროვების დონეც მაღალი ჰქონდათ და სხეულის მასაც, მეორე ჯგუფთან შედარებით.

მეორე კლინიკური კვლევის თანახმად, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ჩაპელ ჰილში ჩატარდა, ზედმეტი წონის მქონე მოზრდილებს შაქრიანი სასმელების გადაგდება და წყალზე და დაბალკალორიულ დამატკბობლების შემცველ სასმელებზე გადასვლა ურჩიეს; ექვსი თვის შემდეგ, მონაწილეების უმრავლესობამ სხეულის მასის 2-2,5 პროცენტი დაკარგა. ჯგუფს, რომელიც მხოლოდ წყალზე გადავიდა, სისხლში შაქრის დონის მაჩვენებლები გაუუმჯობესდა, ხოლო იმ ჯგუფს, რომელიც დაბალკალორიულ სასმელს იღებდა, სისხლში შაქრის მაჩვენებლები არ გაუმჯობესებია, წყლის ჯგუფისგან განსხვავებით. სისხლის შაქრის მაღალი შემცველობა კი დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. 

ყველაზე ბოლო კვლევა, დოქტორ ლუდვიგის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნოა ამ სფეროში.  მისმა შედეგებმა დაადასტურა ამერიკის გულის საზოგადოების სამეცნიერო რჩევა, რომელიც მათ 2018 წელს გამოაქვეყნეს და რომლის თანახმადაც, დიეტურ, დაბალკალორიულ სასმელზე გადასვლა და მისი გამოყენება შაქრის შემცველი სასმელის ნაცვლად წონაში დაკლების ერთ-ერთი კარგი გამოსავალია.

ასოციაცია ასევე იძლეოდა გაფრთხილებას, რომ ხელოვნურ დამატკბობლებს ცუდი გვერდითი ეფეტები აქვთ. ჯერ კიდევ არაა ცხადი, დიეტური, დაბალკალორიული დამატკბობლებით გამდიდრებული სასმელების მიღება ჯანმრთელობის რა გვერდით მოვლენებს იწვევს. გასულ წელს, პერდუს უნივერსიტეტში კლინიკური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, სადაც ერთმანეთს შეადარეს შაქრისა და ოთხი ხელოვნური დამატკბობლის გავლენა წონის მომატებაზე.

ჯგუფის წევრებს, რომლებიც ხელოვნური დამატკბობლების - სუკრალოზის, ასპარტამის ან Reb-A-ს იღებდა, რომელიც სტევიასგან მიღებული ხელოვნური პროდუქტია, წონაში არ მოუმატიათ. თუმცა, იმ ჯგუფის წევრებმა, რომლებიც შაქრის ან სახარინის შემცველ სასმელებს იღებდნენ, რომელიც ბაზარზე Sweet’N Low სახელით იყიდება, „საგრძნობლად მოიმატეს წონაში“ სამი თვის შემდეგ.

გაურკვეველია, რატომ აქვს სახარინს ასეთი მნიშვნელოვანი გავლენა წონის მომატებაზე. დამტკბობლები, რომლებიც შაქარზე ასჯერ ტკბილებია, უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე მხოლოდ ენის გემოს რეცეპტორების გააქტიურებაა. ზოგი კვლევა აჩვენებს, რომ ისინი დიდ ცვლილებებს იწვევს ნაწლავების მიკრობიოტიკაში, სისხლში შაქრის კონტროლის მექანიზმებს არღვევენ და ჰორმონ ინსულინის მუშაობის ჩვეულ რუტინას ცვლიან. 

არსებობს გარკვეული მონაცემები იმაზეც, რომ ხელოვნური დამატკბობლები ტკბილი საკვების მიმართ მადას ზრდიან.

დოქტორმა პეპინომ, ილინოისის უნივერსიტეტიდან, თავისი კვლევით აღმოაჩინა, რომ ის მონაწილეები, რომლებიც სუკრალოზის შემცველ სასმელებს სვამდნენ, უფრო იყვნენ ინსულინ-რეზისტენტულები, მათთან შედარებით, ვინც მხოლოდ წყალს სვამდა. სხვა კლინიკური კვლევების თანახმად, სუკრალოზის მიღება ინსულინ რეზისტენტულობასთან კავშირშია, რაც დიაბეტის ერთ-ერთი წინაპირობა შეიძლება გახდეს, მათ შორის ნორმალური წონის ადამიანებშიც კი.

დოქტორი რობერტ ლუსტინგი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი ქალაქ სან-ფრანცისკოში, ამბობს, რომ ხელოვნური დამატკბობლები ორგანიზმს აბნევენ: მათი მაცდუნებელი სურნელი თავის ტვინსა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში ცრუ სიგნალებს აგზავნიან, რომ თითქოს ორგანიზმი მალე  შაქარს მიიღებს და გადასამუშავებლად უნდა მოემზადონ. როცა ორგანიზმი შაქარს აღარ იღებს, სისტემა მოტყუებული რჩება; ცრუ განგაში განსაკუთრებულად ცუდად მოქმედებს ჰორმონ ინსულინზე, რომელიც სისხლში შაქრის დასარეგულირებლად გამომუშავდა, თავის ტვინიდან წამოსული ცრუ შეტყობინების შედეგად; დროთა განმავლობაში ხელოვნური დამატკბობლების მუშაობის ეს მექანიზმი ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის სისტემაზე ახდენს გავლენას და მის დისფუნქციას იწვევს.

„მოკლედ რომ გიპასუხოთ: ხელოვნური დამატკბობლები, შესაძლოა, შაქარს ჯობია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დიდად არა,“ - ამბობს დოქტორი ლუსტინგი.

ექიმი პეპინო ამბობს, რომ ათასწლეულების განმავლობაში ადამიანები ისეთ გარემოში ცხოვრობდნენ, სადაც ტკბილეული ისეთი ხშირი არ იყო, როგორც დღეს: პირიქით, იშვიათი პროდუქტი იყო. 

სწორედ ამიტომ, ადამიანის ორგანიზმმა სპეციალური მექანიზმი გამოიმუშავა, რითაც შაქრის გადამუშავებას არეგულირებს და მისი მიღების დროს სპეციალურ ზომებს იღებს.  ექიმი პეპინო მომხმარებელს ურჩევს, რომ ცხადია, ტკბილეულის მიღება შესაძლებელია, რა სახითაც არ უნდა იყოს ის, მხოლოდ როგორც სპეციალური და მცირე ზომის ულუფის სახით, როგორც საკუთარი თავის იშვიათად და ზომიერად დაჯილდოების საშუალება.

„ტკბილეულობა ზომიერად უნდა მიიღოთ, იმისდა მიუხედავად, შეიცავენ თუ არა ისინი კალოერიებს,“ - ამბობს ის.  

 

სტატიის ავტორია ანაჰად ო’კონერი. ანაჰადი „ნიუ-იორკ თაიმზის“ ჟურნალისტია, რომელიც ჯანმრთელობას, ჯანსაღი კვების საკითხებსა და ეპიდემიოლოგიას აშუქებს. „თაიმზის“ ჯგუფს ის 2003 წელს, იელის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, შეუერთდა. მისი სპეციალიზაციაა ფსიქოლოგია, ნეირომეცნიერება და ბავშვთა საკითხები.  ანაჰადი ოთხი წიგნის ავტორია, მათ შორის ბესტსელერების: „არასოდეს მიიღო შხაპი ჭექა-ქუხილის დროს“ და „დასაკარგი დაკარგე:  წონაში დაკლების პერსონალიზებული მიდგომები.“

♦ მისი სტატია Can Artificial Sweeteners Keep Us From Gaining Weight? „ნიუ იორკ თაიმზში“ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გამოქვეყნდა.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>