ჯანდაცვა

სწორად სუნთქვის როლი COVID-19-ის მართვის დროს




სუნთქვის მართვა COVID-19-ის დროს - ამონარიდები ეროვნული პროტოკოლიდან 

სუნთქვის გაძნელებამ შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა, რაც უფრო მეტად აუარესებს სუნთქვას და პაციენტის ზოგად მდგომარეობას. 

სუნთქვის კონტროლირებული ტექნიკა მოიცავს პოზიციის შერჩევას, ნახევრადმოკუმული ტუჩებით სუნთქვას, სუნთქვით ვარჯიშებს და კოორდინირებული სუნთქვის ტრენინგს.

  • პაციენტი ჩაისუნთქავს ცხვირით რამდენიმე წამის მანძილზე, შემდეგ ნელა, 4-6 წმ-ის მანძილზე, ამოისუნთქავს პირით, ნახევრადმოკუმული ტუჩებით
  • მხრების მოშვება და დაშვება ასწორებს და ამცირებს მხრებში მოხრილ პოზას, რომელსაც პაციენტი იღებს სტრესის დროს
  • გამართული ჯდომა ზრდის ფილტვების პიკურ ვენტილაციას და ამცირებს ბრონქების ობსტრუქციას
  • წინ გადახრა სკამის ზურგზე ან მუხლებზე დაყრდნობით აუმჯობესებს აირცვლას

სუნთქვითი ვარჯიშის მიზანია დაეხმაროს პაციენტს სუნთქვაზე კონტროლის შეგრძნების დაბრუნებაში და გააძლიეროს სასუნთქი კუნთები. 

 

როთის ქულების [Roth Score] გამოყენება პაციენტის შეფასების დროს

წამზომი ჩართეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, ხმამაღლა დაითვალეთ 30-მდე და შეამოწმეთ, რამდენ წამში დაგჭირდებათ განმეორებით ჩასუნთქვა. თუკი მეორედ ჩასუნთქვის საჭიროება 8 წამზე ნაკლებ დროში დადგა, სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია, სავარაუდოდ, 95%-ზე ნაკლებია. 

ამ მეთოდს როთის ქულები ჰქვია. როთის ტესტის სენსიტიურობაა 78% და სპეციფიკურობა - 71%. მისი დაბალი სპეციფიურობიდან გამომდინარე, ექიმმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ენდოს თუ არა ამ მეთოდს პაციენტის დისტანციურად შეფასების დროს თუ ის მხოლოდ დამხმარე მეთოდად გამოიყენოს და არა როგორც მთავარი საზომი. 

სისხლში ჟანგბადის ნორმალური კონცენტრაციაა 95 - 99%.  90%-ზე ნაკლები აბალ მაჩვენებლად ითვლება.

სამედიცინო სფეროში როთის ქულების მეთოდი ითვლება შედარებით იაფად და ხელსაყრელად პაციენტის დისტანციურად მართვის დროს ან/და ტელემედიცინაში

 

რა არის როთის ქულა? 

არიე როთი ისრაელელი კარდიოლოგი იყო და თელ-ავივის სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა, ასევე თელ-ავივის უნივერსიტეტის სეკლერის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი იყო და კარდიოლოგების თაობები გაზარდა ისრაელში. სწორედ მისი სახელობისაა ეს მეთოდოლოგია.

არიე როთი პაციენტს სთხოვდა 1-დან 30-მდე, ხმამაღლა დაეთვალა, ერთი ჩასუნთქვის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად სწრაფად.  დრო წამზომით იზომებოდა, 1-დან იმ უმაღლეს რიცხვამდე, როდემდეც პაციენტი მეორედ ჩაისუნთქავდა. ტესტი მეორდებოდა მას შემდეგაც, რაც პაციენტი სამჯერ ღრმად ჩაისუნთქავდა. 

როთის ქულის შედეგები ძირითად პარამეტრს/მზომს ექვემდებარებოდა: 1) წამების რაოდენობას - დროს, რომელმაც გაიარა 1-დან 30-მდე თვლის დროს, სანამ პაციენტი მეორედ ჩაისუნთქავდა და 2) ერთი ჩასუნთქვის დროს მიღებულ თვლის უმაღლეს მაჩვენებელს. 

 

წყაროები:

 → ახალი კორონავირუსით [SARS-CoV-2] გამოწვეული ინფექციის [COVID-19] მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე - კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი [პროტოკოლი]

 → Assessment of Respiratory Distress by the Roth Score, NCBI 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>