გარემო

შავი ზღვის დაბინძურება ნავთობპროდუქტებით, ამბავი #1




2016 წლის 15 აგვისტოს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მე-9 მისადგომთან, მშრალტვითმზიდი გემის გემბანიდან ნავთობპროდუქტების შემცველი წყლები ზღვაში ჩაედინებოდა.  

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ გემის კაპიტანი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე იყო. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 626, 96 ლარი შეადგინა, ხოლო ადმინისტრაციულმა ჯარიმამ - 65,000 ლარი.

სასამართლოს დადგენილების ჩაბარებიდან 7 დღეში გემის კაპიტანს ჯარიმაც უნდა გადაეხადა და გარემოსთვის მიყენებული ზიანიც აენაზღაურებინდა. ჯარიმის გადახდამდე კაპიტანს გემის საზღვაო ნავსადგურიდან გაყვანა დაევალა.

 ‘კაქტუსი’ დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას, გადაიხადა თუ არა კაპიტანმა ზღვის დაბინძურებისთვის დაკისრებული ჯარიმა.    

 

ამბების ქრონოლოგია და წყაროები: 

1) ამბავი პირველი - 2016 წლის 15 აგვისტო, ნავთობპროდუქტებით დაბინძურება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება;

2) ამბავი მეორე - 2016 წლის 12 მაისი, მყარი ნარჩენებით დაბინძურება,ათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება; 

 
 
 
 ეს ამბავი ნაწილია ‘კაქტუსის’ პროექტისა, რომელიც 2013 წლიდან 2016 წლამდე ბათუმთან შავი ზღვის მყარი ნარჩენებით, ნავთობპროდუქტებითა და ფეკალური მასებით დაბინძურების 14 შემთხვევაზე მოკლედ მოგითხრობთ.  
 
 
 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>