ჯანდაცვა

მერკი COVID-19-ის სამკურნალო წამლის ფორმულას ღარიბ ქვეყნებს გაუზიარებს




კომპანია “მერკმა” უკვე მოაწერა ხელი სალიცენზიო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მისი ახალი COVID-19 მედიკამენტის, მოლნუპირავირის, წარმოება და იაფად გაყიდვა იქნება შესაძლებელი 105 განვითარებად ქვეყანაში. 

“მერკმა” ხელშეკრულება გაეროს არაკომერციულ ორგანიზაციასთან გააფორმა, რომელსაც გადასახადის გარეშე მიენიჭა ეს ლიცენზია. ამ შეთანხმების შედეგად წამალი იწარმოება და იაფად გაიყიდება ღარიბ ქვეყნაბში, სადაც კოვიდ ვაქცინების მწვავე დეფიციტია. 

ორგანიზაცია Medicines Patent Pool, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება და რომელიც ღარიბ ქვეყნებში მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე მუშაობს,105 ქვეყანაში, უმეტესად აფრიკასა და აზიაში მომუშავეებს, ქველიცენზიების შეთანხმებას გაუფორმებს ადგილობრივ, გენერიკების მწარმოებელ, კომპანიებს. მათ საშუალება ექნებათ, საკუთარ ქვეყანაში აწარმოონ მოლნუპირავირი.

“მერკმა” ამ თვეში განაცხადა, რომ მოლნუპირავირმა გაანახევრა ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა მაღალი რისკის მქონე COVID-19 პაციენტებში. ბევრმა მდიდარმა ქვეყანამ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, წინასწარ შეისყიდა ეს მედიკამენტი ისე, რომ ის ჯერ მარეგულირებელს არ აქვს დამტკიცებული. 

გენერიკული მედიკამენტების მწარმოებლები მოლნუპირავირს საკუთარ ქვეყანაში ერთი კურსისთვის საკმარის მედიკამენტებს 20 ა.შ.შ. დოლარად აწარმოებენ. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ კი ეს წამალი, იგივე კურსისთვის საკმარისი, 712 ა.შ.შ. დოლარად შეისყიდა წინასწარ. 

მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე მომუშავე ორგანიზაციები მიესალმნენ ამ ნაბიჯს, რომელიც საკმაოდ უჩვეულოა დასავლური და მდიდარი ფარმაცევტული კომპანიისთვის. 

მოლნუპირავირი “მერკმა” და ამერიკულმა კომპანია Ridgeback Biotherapeutics-მა აწარმოეს. წამლის მოლეკულა კი ემორის უნივერსიტეტში შეიმუშავეს, რომელიც ატლანტაში მდებარეობს. სამივე მხარე ამ შეთანხმების ნაწილია, მაგრამ ისინი ქვე-ლიცენზიის მფლობელისგან დამატებით გადასახადს არ მოითხოვენ. 

მოლნუპირავირი COVID-19-ის სამკურნალოდ ჯერ დამტკიცებული არ არის. “მერკმა” ამერიკულ სამედიცინო მარეგულირებელს - F.D.A.-ს უკვე წარუდგინა კლინიკური კვლევების მონაცემები. 

მოლნუპირავირი, შესაძლოა, დეკემბერში დამტკიცდეს. 

 

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>