ჯანდაცვა

F.D.A.-მ COVID-19 ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებისთვის პირველად დაამტკიცა




გუშინ ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] გადაუდებელ რეჟიმში დაუშვა პირველი COVID-19 ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებისთვის. ვაქცინის მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ია.

მხოლოდ ა.შ.შ.-ში 28 მილიონი ბავშვი დაექვემდებარება ამ ასაჯობრივი ჯგუფის ვაქცინაციას. 

ამ ვაქცინის ბავშვების დოზა მოზრდილების დოზის ⅓ იქნება.

ა.შ.შ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები, C.D.C., ბავშვებისთვის ვაქცინების მიცემის რეკომენდაციას, სავარაუდოდ, უკვე ოთხშაბათიდან გასცემს.

F.D.A.-ს ვაქცინებისა და ბიოლოგიური პროდუქტების საკონსულტაციო საბჭომ სამი დღის წინ გაუწია რეკომენდაცია Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას 5-11 წლის ბავშვებისთვის. 

თუმცა, ვაქცინაზე მსჯელობის დროს პანელის წევრებმა ახსენეს, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფს ნაკლები სიმწვავით ემართება კოვიდ ინფექცია, მაგრამ მშობლებსა და ექიმებს მაინც სურთ საკუთარი შვილების უფრო მეტად დაცვა.

პანელის 17-მა წევრმა დადებითი რეკომენდაცია მისცა ვაქცინაქციის პროცესს ამ ასაკში და უარყოფითი არც ერთ წევრს არ გაუცია. ერთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 

მონაცემების თანახმად, რომელიც კომპანია Pfizer-მა საკონსულტაციო საბჭოს წარუდგინა, ვაქცინა 90.7 პროცენტით იცავს სიმპტომური ინფექციისგან კლინიკურ კვლევებში, სადაც 5-11 წლის ბავშვები მონაწილეობდნენ. 

მიუხედავად ამისა, კომიტეტის წევრებმა წუხილი და უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ მონაცემები შეზღუდულია და მუდმივად უბრუნდებოდნენ გულის მიოკარდიტის საკითხს, - გულის კუნთის ანთებას, რომელიც იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ამ ასაკობრივ ჯგუფში, რომლებმაც ეს ვაქცინა მიიღეს, განსაკუთრებით ბიჭებში. 

ხმის მიცემის დროს კომიტეტის წევრებმა ასევე გამოთქვეს მოსაზრება, სჭირდებოდა თუ არა ეს ვაქცინა ამ ასაკობრივი ჯგუფის ყველა წევრს, თუ მხოლოდ მაღალი რისკის, - ჭარბი წონისა და სხვა რისკ-ფაქტორების მქონე ბავშვებს. 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>