ჯანდაცვა

უკრაინელი სუროგატი დედები ომში




კიევზე რუსი სამხედრო ძალების იერიშის შემდეგ უკრაინელი ხალხი შედარებით დაცულ ტერტორიებს - მეტროებს და სხვა სტრატეგიულ ადგილებს აფარებს თავს.

მათ შორის არიან სუროგატი დედები, რომლებმაც ბავშვი უცხო ქვეყნის მოქალაქეს უნდა გაუჩინონ, რომლებიც სხვა ქვეყანაში ან კონტინენტზეა.

არასამთავრობო ორგანიზაცია Growing Families-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, უკრაინა სუროგაციის სერვისის მეორე ყველაზე დიდი მიმწოდებელი ქვეყანაა მსოფლიოში. “ალ ჯაზირას” ინფორმაციით, ყოველ წელს უკრაინაში 2 000 - 2 5000 ბავშვი იბადება სუროგაციით, წყვილების ნაწილი კი - დაახლოებით 1 500 მშობელი, ა.შ.შ.-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და ავსტრალიიდანაა. 

Quartz-ის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, კლინიკები ვეღარ აუდიან სატელეფონო ზარებს მომავალი მშობლებისგან, რომლებიც უკრაინის გარეთ არიან და რომლებსაც ძალიან აინტერესებთ, როგორ არის მათი სუროგატი დედა კიევში. დაბომბვის მოლოდინში, ზოგმა კლინიკამ მიიღო შესაბამისი ზომები, რათა დედების უსაფრთოება დაეცვა და დედები ქვეყნის დასავლეთით წაეყვანა და სპეციალურად დაცულ შენობებში მოეთავსებინა.  

2015 წელს, მას მერე, რაც ინდოეთმა, ტაილანდმა და ნეპალმა უცხოელ წყვილზე სუროგაცია აკრძალა, მით მეტი წყვილი ეძებს სუროგატს უკრაინაში.

სუროგაცია წყვილებსა და მარტოხელა ქალებს საშუალებას აძლევს, შვილები იყოლიონ მაშინ, როცა ორსულობა ფიზიოლოგიურად არ უნდათ ან არ შეუძლიათ. 

ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით, უკრაინაში სუროგაცია ბევრად უფრო იაფიაფასი 30 000-დან 50 000 ა.შ.შ. დოლარამდე, მაშინ, როცა იგივე სერვისი ა.შ.შ.-ში 100 000 დოლარია. სუროგაციის ღირებულება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, კლინიკებზე, პროცედურების რაოდენობაზე და იმაზე, სჭირდება თუ არა წყვილს კვერცხუჯრედის დონორი.

ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც უკრაინაში სუოგაცია უფრო პოპულარულია, არის ის, რომ იქ ბევრად უფრო მეტად არის ხელმისაწვდომი კვერცხუჯრედის დონორები. დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, უკრაინაში კვერცხუჯრედის დონორს ანონიმურად დარჩენა შეუძლია. 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>