საქართველოში მოქმედებს სახელმწიფო პროგრამები, სადაც ქალებს უფასო გამოკვლევების ჩატარება შეუძლიათ.
უფასო სახელმწიფო პროგრამებში შედის კიბოს სკრინინგ პროგრამები, რაც სიმსივნური უჯერედების ადრეული აღმოჩენის საშუალებას იძლევა.
სიმსივნის ადრეული აღმოჩენა სკრინინგის საშუალებით ამცირებს რისკებს და სიცოცხლის გადარჩენისა და დიდხანს შენარჩუნების შანსებს ერთი-ორად ზრდის.
♦ თბილისში ეროვნული სკრინინგ-ცენტრი სამ ადგილას მდებარეობს:
-
დიდუბე, წერეთლის გამზირი, 69
-
ვარკეთილი, კალოუბნის 12
-
გლდანი, მე-4 მიკრორაიონი, 113 ა.
♦ ეროვნული სკრინინგ-ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია: 0322 20 35 35
♦ სკრინინგ ცენტრში შემდეგი ლოკაციის სიმსივნეების უფასო სკრინინგი შეიძლება:
-
ძუძუს გამოკვლევა, 40-60 წლის ქალებისთვის;
-
საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, 25-60 წლის ქალებისთვის;
-
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა - 25-70 წლის ქალებისთვის;
-
მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა - 50-70 წლის ქალებისთვის.
♦ თბილისის მერიას ასევე აქვს ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამა, რომელზეც ინფორმაციის ნახვა აქ შეიძლება.