2015 წელს, გლობალურად ყოველი 6 სიკვდილიდან ერთის მიზეზი ჰაერის ცუდი ხარისხი, უსუფთაო წყალი და საშიში ქიმიკატებით დაბინძურება იყო. 2019 წლამდე ეს ტენდენცია გრძლედებოდა: ჩამოთვილილი მიზეზებით სიკვდილიანობა ისევ აქტუალური იყო.
დაბინძურებული გარემო უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ომი, ტერორიზმი, საგზაო შემთხვევები, მალარია, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღება - ყველა ჩამოთვლილი მიზეზი ჯამურად.
ახალი კვლევის შედეგები, რომლებიც სამშაბათს ჟურნალ Lancet Planetary Health-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ გარემოს დაბინძურება ყველაზე დიდ გავლენას ახდენს დაავადებების აფეთქებასა ადრეულ გარდაცვალებაზე, რომელთა უმეტესობა დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ხდება.
კვლევის მთავარი ავტორის, რიჩარდ ფულერის, თქმით, ამ საკითხებს “მცირე ყურადღება ექცევა” და სწორედ ამიტომ გრძელდება ცუდი ტენდენცია.
“გარემოს დაბინძურებაზე დიდად არავინ საუბარობს — მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს 9 მილიონი ადამიანი იღუპება დაბინძურებული გარემოს გამო და ეს დიდი დისკუსიისა და გარჩევის საგანი უნდა იყოს,” - ამბობს ის.
ანალიზის მიხედვით, სადაც მეცნიერებმა დაავადებების, სხეულის დაზიანებებისა და სხვა რისკ-ფაქტორების შესახებ გლობალურად შეგროვებული 2019 წლის მონაცემები გამოიყენეს წყაროდ, აღმოჩნდა, რომ სიკვდილების ყველაზე მთავარი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა - ის 6.7 მილიონ ადამიანს კლავს ყოველწლიურად. შემდეგ მოდის წყლის დაბინძურება - მის შედეგად 1.4 ადამიანი კვდება წლიურად, ხოლო ტყვიით დაბინძურების შედეგად - ერთი მილიონი ადამიანი.
ეს ანგარიში 2015 წელს ფულერისა და მისი კოლეგების მიერ შექმნილი სხვა ანგარიშის მსგავსია, სადაც ასევე აღმოჩნდა, რომ ჰაერისა და წყლის დაბინძურება სიკვდილიანობის ყველაზე მთავარი მიზეზებია დედამიწაზე.
გარემოს დაბინძურებისგან გამოწვეული წლიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. პლანეტის ზოგ რეგიონში შეიცვალა დაბინძურების წყაროები.
წარსულში დაბინძურების ერთ-ერთი წყარო შენობების შიგნით, ოთახებში არსებული ატმოსფერო იყო, რომელიც მცირე ნაწილაკებით ბინძურდებოდა, შეშისა და ფუნის წვის შედეგებად, საცხოვრებლის შიდა სივრცეებში, გასათბობად.
ფულერის თქმით, დაბინძურების წყარო ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა, ვინაიდან ჩინეთსა და ინდოეთში მოსახლეობა გათბობისა და საჭმლის მოსამზადებლად უკვე ბუნებრივ გაზს იყენებს.
მაგრამ ეს ერთადერთი კარგი ამბავი იყო კვლევის ფარგლებში. ტრადიციული დამაბინძურებლების ნაცვლად, ამჯერად წიაღისეული საწვავი, ავტომობილის ძრავის წვის პროცესი და ტოქსიკური დამაბინძურებლები ახლა უფრო დიდ საფრთხეს უქმნიან განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს.
2019 წელს გლობალური მოსახლეობის ნახევარზე მეტი შენობებს გარეთ დაბინძურებითა და ქიმიური ნივთიერებების გავლენით უფრო გარდაიცვალა, ვიდრე შენობების შიდა დაბინძურებით ან წყლის დაბინძურებით. ჩინეთში 2 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ინდუსტიული თუ ქიმიური დაბინძურების გამო, ხოლო ტრადიციული წყაროებისგან დაბინძურებით - 367 000 მოქალაქე.
აფრიკაში ტრადიციული დამაბინძურებლები მაინც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს დაავადებებისა და სიკვიდილის გამოწვევის კუთხით, ხოლო ინდუსტიული დაბინძურების მაჩვენებელი კი აღმავალია.
“ინდუსტრიალიზაცია და ურბანიზაცია იზრდება. მეტი ადამიანი მიდის დიდ ქალაქში საცხოვრებლად და სამუშაოდ, რაც განსაკუთრებით საშიშია ხანდაზმული ადამიანებისთვის, რადგან ჰაერი დიდ ქალაქებში უფრო მეტად არის დაბინძურებული,” - ამბობს ნილუ ტუმალა, რომელიც ვოშინგტონის უნივერსიტეტის კლიმატისა და ჯანმრთელობის ინსტიტუტის თანადირექტორი და ექიმია, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ იყო. “ყველა ეს ფაქტორი ერთად აღებული ნამდვილად ზრდის გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ გარდაცვალებებს.”
ფულერისა და მისი კოლეგების თქმით, “თანამედროვე” დამაბინძურებელი წყაროების რაოდენობა 7 პროცენტით გაიზარდა 2015 წლიდან 2019 წლამდე. 2000 წლიდან, მსგავსი ზრდის მაჩვენებელი დრამატულად მაღალი იყო - 66 პროცენტი.
ადამიანის გარდაცვალებას ეკონომიკასა და ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზეც აქვს გავლენა. სამხრეთ აზიაში, 2019 წელს ჰაერის დაბინძურებამ მთლიანი შიდა პროდუქტი 10.3 პროცენტით დააზარალა. გლობალურად, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ ეკონომიკის გამომუშავება 6.1 პროცენტით შეამცირა.
“ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გარდაცვალება ეკონომიკას მუშახელს ართმევს,” - ამბობს ტუმალა. “თუკი ადამიანები ავად არიან, ასთმის ან გულის შეტევები აქვთ, რომელიც ჰაერის დაბინძურებასთან არის დაკავშირებული, ფიზიკურად მცირდება მუშახელის რაოდენობა, რომელსაც პოტენციურად ეკონომიკისთვის სიკეთის მოტანა შეეძლო.”
კეისუკი ნანსაი ამბობს, რომ გარემოს დაბინძურებით გარდაცვლილთა რაოდენობა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში გაიზრდება, თუკი არავინ ჩაერევა და გამოსწორებას არ შეეცდება.
გარდაცვალების ტვირთი არ შეიცვლება ან არ შემცირდება იქამდე, სანამ მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნები, რომლებსაც ფინანსური რესურსებიც აქვთ და ტექნოლოგიებიც — არ შექმნიან საერთო მექანიზმს პრობლემის მოსაგვარებლად,” - თქვა ნანსაიმ, რომელიც იაპონიის გარემოსდაცვითი სწავლების ინსტიტუტის მკვლევარია და რომელიც “ლანცეტში” გამოქვეყნებულ კვლევაში ჩართული არ იყო.
♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან - Pollution caused 1 in 6 deaths globally for five years, study says