ამბავი ეხება ინფექციებს, სექსსა და საცვლებს. უფრო სწორად, ამბავი ეხება სქესობრივად გადამდებ დაავადებებს, ორალურ სექსს და ულტრათხელ, ძალიან წელვად, ვანილის სურნელოვან ტრუსებს.
ამერიკის შეერთხებულ შტატებში პირველად დამტკიცდა საცვალი სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან დასაცავად. აქამდე ამ მიმართულებით არჩევანი მწირია.
ა.შ.შ. სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ქვედა საცვალი დაამტკიცა, რომელიც ორალური სექსის დროს ვაგინიდან ან ანუსიდან გადამდები ინფექციებისგან იცავს. საცვალი ამ მიზნით დამტკიცებული პირველი მსგავსი დაცვის მექანიზმია. ფოტო: Jovelle Tamayo The New York Times-ისთვის
[მსგავს თემაზე ნახეთ→ F.D.A.-მ ანალური სექსისთვის კონდომი პირველად დაამტკიცა]
ქვედა საცვლების გამოყენება სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან დასაცავად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, თუმცა, საკმაოდ მოუხერხებელი და არაკომფორტული გამოსაყენებელია.
შესაბამისად, პოპულარულიც არ არის.
“ორალური სექსის დროს დაავადებების გადადების რისკები არსებობს,” - ამბობს ექიმი ჟან მარაცო, ალაბამას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების განყოფილების დირექტორი ბირმინგემში.
მან აღნიშნა, რომ ორალური სექსის დროს დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან “თინეიჯერების ნაწილი პირველ სქესობრივ გამოცდილებას ასე იწყებს.”
სხვა ასაკის ხალხისთვისაც, რომლებსაც ორალური სექსი მოსწონთ, დამცავი საშუალება შესაძლოა იყოს “ორალური სექსის დროს შფოთის შემამცირებელი და სიამოვნების მომნიჭებელი.”
ა.შ.შ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების [C.D.C.] განცხადებით, ორალური სექსის დროს ჰერპესი, გონორეა და სიფილისი გადაეცემა. ორალური სექსით H.I.V.-ის გადადების რისკი ძალიან დაბალია. ასევე HPV - ადამიანის პაპილომავირუსი - მარტივად გადადის ორალური სექსით, და შესაძლოა, მომავალში ყელის სიმსივნის წყარო გახდეს.
რთულია იმის თქმა, რამდენად ხშირად გადაედებათ ადამიანებს ინფექცია ორალური სექსით, რადგან ვისაც ორალური სექსი აქვს, ვაგინალური და ანალურიც აქვს, - ექიმ კენეთ მეიერის თქმით, რომელიც კვლევების სამედიცინო დირექტორია ფინვეის სამედიცინო ცენტრში, რომელიც მასაჩუსეტსის შტატშია და რომელიც ლგბტქ თემის წევრებს იკვლევს.
აქამდე არსებული პროდუქტი, რომელიც ამ მიზნით დამტკიცდა, ღრძილების დამცავი მოწყობილობა იყო - თხელი მართკუთხა ლატექსი [ან ზოგჯერ პოლიურეთანი], რომელიც ჩვეულებრივ ადამიანის ღრძილებსა და გენიტალიებს შორის ქმნის ბარიერს.
სტომატოლოგიური დამცავი მოწყობილობა [dental dam] 1864 წელს გამოიგონეს. თავიდან ის რეზინისგან იყო დამზადებული და სტომატოლოგიური პროცედურის დროს კბილების განცალკევების მიზნით გამოიყენებოდა.
შიდსის კრიზისის დაწყების დროს სქესობრივად გადამდები დაავადებები საყურადღებო გახდა და 1990 წელს ავსტრალიურმა კომპანია Glyde Health-მა სტომატოლოგიური ბარიერი შექმნა, რომელიც, კომპანიის განცხადებით, ისეთი ქალებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებსაც სექსი ქალებთან ჰქონდათ და მათ დაიცავდა სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან.
სტომატოლოგიური დამცავი საშუალებების ნაწილი F.D.A.-მაც დაამტკიცა სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან დასაცავად, მაგრამ ეს კონკრეტული მოწყობილობა პოპულარული ვერ გახდა.
“ეს საშუალებები განსაკუთრებით არაა პოპულარული,” - ამბობს ექიმი მარაცო და ამატებს: “მართლებიც არიან: სექსის დროს ღრძილის დამცავი საშუალების გამოყენება სულაც არაა მაცდუნებელი და მომხიბლავი, რითაც პარტნიორს გაეპრანჭებოდი.”
მწირი მონაცემები არსებობს იმაზეც, რამდენად ხშირად იყენებენ სტომატოლოგიურ ბარიერს პრაქტიკაში. 2010 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 330 ავსტრალიელი ქალი იყო ჩართული, აჩვენა, რომ ქალების 9.7 პროცენტს, რომლებსაც ქალებთან ჰქონდათ სექსი, ოდესმე გამოუყენებიათ სტომატოლოგიური მოწყობილობა სექსის დროს, ინფექციებისგან დასაცავად. კვლევაში მონაწილეებიდან მხოლოდ 2.1-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ხშირად იყენებდნენ სტომატოლოგიურ ბარიერს.
C.D.C.-ს 2021 წლის ანგარიშიდან გამოჩნდა, რომ სტომატოლოგიური ბარიერებისა და სხვა მეთოდების გამოყენება არ იყო პოპულარული ისეთ ქალებში, რომლებსაც ქალებთან აქვთ სექსი.
სტომატოლოგიური ბარიერები ონლაინ და სექსშოპებში იყიდება, მაგრამ ისინი დიდ ფარმაცევტულ ქსელებში ხელმისაწვდომი არ არის და უფრო ძვირია, ვიდრე კონდომი.
C.D.C.-ს ვებ-გვერდზე ახსნილია, როგორ გავჭრათ კონდომი და მოვამზადოთ ღრძილის ბარიერი, მაგრამ ეს პოპულარული არაა.
“ბევრი ამბობს, რომ ღრძილების დამცავი პრაქტიკაში ცუდი მოსახმარია და ძალიან ამცირებს სქესობრივ სიამოვნებას როგორც მიმღებ, ასევე გამცემ სუბიექტში,” - ამბობს ქრის ბარცელოსი, ასისტენტ-პროფესორი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტიდან, ბოსტონში. “ღრძილების დამცავი მომხმარებლებს კონდომებზე მეტად სძულთ.”
მის ქრისტოლმა 2018 წელს კომპანია დააარსა, რომელიც ერთჯერად ქვედა საცვლებს უშვებდა, “ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ვულვა.”
მან აღნიშნა, რომ პროდუქტს სიტყვა “ლორალი” დაარქვა, - სიყვარულის გამომხატველი სიტყვების პირველი ასოთი თავში [ინგლისური ასო L = Love - სიყვარული, Lust = ვნება]. ინგლისური ასო L ასევე ჰგავს მოძრაობას, რომელსაც ორალური სექსის დროს აკეთებ.”
ერთჯერადი საცვლები - რომლებიც ბიკინების და შორტების სახით არის ხელმისაწვდომი, ლატექსისგან არის დამზადებული, კონდომივით თხელი და წელვადია და ერთი ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებსა და მეორე ადამიანს შორის ერთგვარ ბარიერს ქმნის სექსის დროს.
კომპანია ამ პროდუქტს მარკეტინგს სხვადასხვა მიზნით გამოყენებისთვის უწევს, მათ შორის, მენსტრუალური ციკლის დროს, ან/და სხვა ვითარებებში, როდესაც ადამიანს ტრავმული გამოცდილებები აქვს და სხეულის ნაწილის დაფარვა სურს.
მის ქრისტოლის თქმით, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ საცვალს ვანილის სურნელი ოდნავ მოაკლო, სახამელები დაამატა, რომ პროდუქტი ზედმეტად არ ეწებებოდეს და ახალი, შავი ფერის ვერსიის გამოშვებას გეგმავს.
F.D.A.-ს ამ პროდუქტის დასამტკიცებლად ადამიანების მონაწილეობით კლინიკური კვლევა არ მოუთხოვია. პროდუქტ Loral-ს მოეთხოვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია საცვლის სისქეზე, ელასტიურობაზე, გაძლეობასა და სხვა მაჩვენებლებზე. გასულ წელს მარეგულირებელმა კიდევ ორი სხვა ღრძილების დამცავი საშუალებას დაუშვა ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაინტერესებულია ამ პროდუქციით.
სქესობრივი ჯანმრთელობის ექსპერტები ამბობენ, რომ ყოველთვის კარგია დამატებითი ოფცია, მაგრამ არ არიან დარწმუნებულები, რომ ეს პოპულარული იქნება და მეტი ინფორმაციაა საჭირო ამ მიმართულებით.
ექიმ მეიერის თქმით, მას უფრო მეტი რეალური მონაცემები უნდოდა, რომელიც გამოცდილებიდან გამომდინარე დაამტკიცებდა ამ საცვლების სარგებლიანობას ინფექციების წინააღმდეგ.
“F.D.A.-ს მხრიდან დამტკიცება და გაუმჯობესებული პროდუქცია კარგ სიგნალს იძლევა ბაზრისთვის, მაგრამ მომხმარებლისგან დიდ დაინტერესებასა და მაღალ მოთხოვნას ვერ ვხედავ,” - ამბობს დოქტორი ბარცელოსი, და ამატებს, რომ ასეთი პროდუქტები “მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს აჩვენო, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის მისი ჯანმრთელობა და რომ ამაში გარკვეულ რესურსებს დებ.”
Loral-ის ერთმა მომხმარებელმა, რომელთა საკონტაქტო ინფორმაცია კომპანიამ მიაწოდა სტატიის ავტორს, აღწერა, თუ რატომ უნდა ამ საცვლის გამოყენება. თემის სენსიტიურობის გამო, სტატიაში ნახსენებია მისი მხოლოდ სახელი.
28 წლის უისთი, რომელიც ამბობს, რომ პანსექსუალია და სექსი აქვს როგორც კაცებთან, ასევე ქალებთან, ამბობს, რომ ახალი პროდუქტი “ის გამოსავალია, რომელიც მას სჭირდებოდა და რომლის შესახებაც ინფორმაცია არ ჰქონდა.”
♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან → F.D.A. Authorizes Underwear to Protect Against S.T.I.s During Oral Sex