გარემო

კლიმატის ცვლილება - გლობალური და ლოკალური მოვლენები




კლიმატის ცვლილების მეცნიერება უფრო რეალური და სოლიდურ ფაქტებზე დაფუძნებული მოვლენაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. საკითხის მასშტაბებიდან გამომდინარე, რეალური ფაქტებისა და ტყუილის ერთმანეთისგან გამოყოფა კი ხშირად რთულია. 

კლიმატის ცვლილების წინასწარმეტყველება რთული კომპიუტერული მოდელირებით მიიღწევა. კლიმატის სამეცნიერო ბაზისები უფრო ფართოა და მოდელირება მისი მხოლოდ ნაწილია [და ისინი საკმაოდ ზუსტია]. 

უკვე საუკუნეზე მეტია, მეცნიერებმა ამოხსნეს საბაზისო ფიზიკის კანონები იმაზე, რომ სათბურის ეფექტის მქონე გაზების [მაგ. ნახშირორჟანგი, მაგრამ არა მხოლოდ] გამოყოფა ატმოსფეროში კლიმატის დათბობას იწვევს. ეს გაზები ატმოსფეროს მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია, მაგრამ მათ პლანეტაზე გამომუშავებული სითბოს დაჭერა და ატმოსფეროში მისი შეკავება შეუძლიათ. 

სათბურის გაზების ეფექტი მნიშვნელოვანია: სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ პლანეტა დედამიწას, რომელიც ასე დაშორებულია მზისგან, აქვს წყალი, თხევადი სახით და სიცოცხლე.

ინდუსტრიული რევოლუციის დროს, ადამიანებმა ქვანახშირისა და სხვა წიაღისეული რესურსების დაწვა დაიწყეს, რადგან ქარხნების მუშაობისთვის საჭირო ენერგია უნდა გამომუშავებულიყო, ემუშავათ ორთქლზე მომუშავე ძრავებსა და ქარხნებს, რომლებიც ლითონებს ადნობდნენ, რის შედეგადაც ჰაერში სათბურის ეფექტის მქონე გაზები გამოიფრქვეოდა.

ეს რეალობა და დამდგარი ფაქტებია ტემპერატურის გამზომი მოწყობილობების, ამინდის მონიტორინგის სადგურების და მონაცემების მოგროვების სხვა გზების შედეგად, რომელიც 1800-იანების შუა წლებიდან მოდის. მოგვიანებით, მეცნიერებმა ზედაპირული ტემპერატურის აღება სატელიტიდანაც დაიწყეს და კლიმატის ცვლილების მაჩვენებლების გეოლოგიური კვლევებიც წამოიწყეს. ყველა მონაცემი ერთსა და იმავეს ადასტურებს: ატმოსფერო  დედამიწაზე ნამდვილად თბება. 

1880 წლიდან გლობალური საშუალო ტემპერატურა 2.2 ფარენჰაიტით, იგივე 1.2 გრადუს ცელსიუსით გაიზარდა, და ყველაზე მასშტაბური ზრდა ამ მიმართულებით მე-20 საუკუნეში მოხდა. მიწის ზედაპირი უფრო გათბა, ვიდრე წყლის ზედაპირები და არქტიკის ოკეანე ყველაზე მეტად გათბა - 4 ფარენჰაიტით ჯერ მხოლოდ 1960 წლიდან. 

 

ძირითადი დოკუმენტები კლიმატის ცვლილებაზე საქართველოში 

გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაზე [COP26], რომელიც ქალაქ გლაზგოში, 2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართა, საქართველომ კლიმატის ცვლილების ეროვნული ანგარიში - მეოთხე ეროვნული შეტყობინება წარადგინა, რომელიც მოიცავს კლიმატის ცვლილების გავლენის ლოკაციებს, არსებულ დატვირთვას, ზეგავლენას სახეობებზე, ადგილობრივ მოსახლეობასა და კლიმატზე. 

საქართველოს მთავრობამ კლიმატის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 2021-2030 წლების სამოქმედო გეგმებს მოიცავს და გამოხატავს საქართველოს ხედვას კლიმატის ცვლილების შერბილების საქმეში.

გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაზე - COP26-ზე საქართველო საქართველო მიუერთდა “მაღალი ამბიციის კოალიციას” და "სოფლიოს მეურნეობის სფეროში კლიმატის ინოვაციების მისიას”. 

საქართველოში არსებობს კლიმატის ცვლილების საბჭო, რომელიც 2020 წლის 23 იანვარს შეიქმნა და რომლის წევრები სხვადასხვა სფეროს მინისტრები არიან. საბჭოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭო ექვს თვეში ერთხელ მაინც უნდა შეიკრიბოს. 

  • საბჭოს სხდომას იწვევს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.
  • საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება დასკვნითა და წინადადებით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
  • საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო [მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6].

საბჭოს მუშაობის მიზანია კლიმატის ცვლილების ფარგლებში საქართველოს ხელმოწერილი კონვეციებისა და საერთაშორისო შეთანხმებების მონიტორინგი და აღსრულება.

 

20 მარტი, 2023 

გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობოთაშორისი პანელის ახალი ანგარიშის თანახმად, თუკი ადამიანებმა ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის გამოყენება ასეთი ტემპებით განაგრძეს, 2030 წლისთვის დედამიწაზე ატმოფეროში ტემპერატურა საშუალოდ 1.5 გრადუს ცელსიუსით მოიმატებს პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით.

 

14 ივნისი, 2022 

რუსეთში დიდი რაოდენობით მეთანი გამოიყო

შორი მანძილიდან მგრძნობიარე სატელიტმა მეთანის დიდი ოდენობით გამოფრქვევის ახალი ლოკაცია აღმოაჩინა: ადგილი სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთში მდებარეობს. მეთანი ქვანახშირის მიწისქვეშა საბადოდან გამოიფრქვა. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამხელა პრობლემაა მეთანის გამოფრქვევის კონტროლი. მეთანი კი დედამიწაზე ატმოსფეროს დათბობის გამომწვევი ერთ-ერთი გაზია. 

სატელიტურმა საშუალებამ 13 გამოფრქვევა აღრიცხა, რომელიც რასპადსკაიას საბადოსთან ახლოს იყო. ქვანახშირის ეს საბადო ერთ-ერთი ყველაზე დიდია რუსეთში. გამოფრქვევის ეს შემთხვევა იანვრის ბოლოს შენიშნა კომერციულმა სატელიტურმა ოპერატორმა  GHGSat.

გამოფრქვევის მთლიანი მოცულობა ერთ საათში 95 ტონა მეთანი იყო.  

“აქამდე ნანახი შემთხვევებიდან ეს ყველაზე დიდია,” - ამბობს ბროუდი უაითი, კომპანია GHGSat-ის ენერგეტიკის, ნაგავსაყრელებისა და საბადოების დამკვირვებელი განყოფილების დირექტორი. კომპანია GHGSat 2011 წელს დაარსდა და ამჟამად ექვსი სატელიტური მოწყობილობა აქვს, რომლებსაც ემისიების შორი მანძილიდან დანახვა შეუძლიათ.  

 

24 აპრილი, 2022 

ქარის ენერგიის პროექტები საქართველოში - ადგილობრივების ჩართულობა

ქარის ენერგიის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი გამოცხადებული მიზანი და პრიორიტეტია ენერგეტიკის სფეროში. 

საქართველოში წლიურად დაახლოებით 1 450 მეგავატსაათი ქარის ენერგიის გენერირება არის შესაძლებელი. თორნიკე ყაზარაშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, “კაქტუსს” უთხრა, რომ 2025 წლამდე მთავრობას 500 მეგავატი სიმძლავრის ქარის ენერგიის პროექტები, ანუ წლიური პოტენციური სიმძლავრის 35%-მდე, უნდა ჰქონდეს ათვისებული.

ამ ანალიზის ფარგლებში, “კაქტუსი” იკვლევდა ქარის ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონეს. 

 

19 იანვარი, 2022

საქართველოს რთული გზა ქარის ენერგიის განვითარებისკენ

გორში, მთავარი საგზაო მაგისტრალიდან კარგად ჩანს ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ქარის ტურბინები. ტურბინების ეს პარკი, რომელიც ექვსი ტურბინისგან შედგება და თითოეულის სიმძლავრე 3.45 მეგავატია, ერთადერთია საქართველოში, რომელიც ქარის ენერგიას გამომუშავებს და იქვე უერთდება ერთიანი ელექტრონული სისტემის ქსელს.

ქარის ენერგიის წილი წლიურ ბალანსში ამჟამად ერთი პროცენტიც არ არის. 

მთავრობის გათვლით, არსებული შეზღუდვების მიუხედავად, 2025 წლისთვის საქართველოში ქარის ენერგეტიკა უფრო განვითარებული უნდა იყოს. ჯერ რთულია თქმა, რამდენი პროცენტი უნდა დაიკავოს 2025 წლისთვის ქარის ენერგიამ წლიურ ენერგობალანსში, მათი საინვესტიციო ღირებულება კი 700 მილიონი ლარია.

 

7 იანვარი, 2022 

როგორ ცვლის კლიმატის ცვლილება და COVID-19 პანდემია სათხილამურო სპორტის ბიზნესს

სტივენს პასი, ვოშინგტონი - პანდემიისა და სამთო თხილამურობა თითქმის გადაშენების პირას მდგარი სპორტი გახდა. თუმცა, დედამიწის ერთ კუთხეში არსებობს პატარა კუნჭული, ნაწილობრივ მაინც, სადაც კლიმატის ცვლილებისა და COVID-19 გავლენა კომბინირებულად მუშაობს ამ სპორტის წინააღმდეგ. 

მოულოდნელი ცვლილება, რაც პანდემიამ მოიტანა, აჩვენებს, როგორ ადაპტირდებიან მოთხილამურეები ამ ორმაგ კრიზისთან და როგორ ჩნდება ზამთრის ახალი სპორტი მაშინ, როცა თოვლის საფარი მთელს მსოფლიოში იკლებს. 

სათხილამური ტურიზმი, ანუ გორაკის მწვერვალისკენ ასვლა, - და არა მხოლოდ პირიქით, ახალი ჰიბრიდული სტილია, რომელიც ამ სპორტის ელემენტებს აერთიანებს და მთის მწვერვალისკენ როგორც ზემოთ ასვლას გულისხმობს. 


 

1 ნოემბერი, 2021

ერთ დროს ყველაზე ძლიერი დამაბინძურებელი - დიდი ბრიტანეთი, ცდილობს ცვლიმატის ცვლილების შერბილების ავანგარდში იყოს 

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი - დიდი ბრიტანეთი, რომელიც გლაზგოს სამიტისთვის ემზადება, ასევე მზადაა დიდი ტრანსფორმაციისთვისაც, რომ მისი ეკონომიკა უფრო კლიმატ-მეგობრული გახდეს. 

მდინარეზე გაშენებულ ქალაქ გინზბურგთან ახლოს, დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ბოლო ქვანახშირის ქარხანა ჯერ კიდევ აფრქვევს ნახშირორჟანგს ატმოსფეროში. ჩრდილოეთით, ქალაქ ბლაითის პორტთან, ხუთი მაღალი ქარის ტურბინა ზარმაცად ტრიალებს, რათა ქარის ენერგია გამოიმუშავოს.  

დიდი ბრიტანეთი არა მხოლოდ COP26-ის მასპინძელია, არამედ აქვს ამბიციები და შესაბამისი პოლიტიკაც, რომ კლიმატის ცვლილების დარგში გლობალური ლიდერი იყოს.  ინდუსტრიული რევოლუციის სამშობლო, დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა 2008 წელს, რომელმაც კლიმატის ცვლილების აქტის შექმნის დროს სათბურის გაზების გამოყოფის შემცირების კუთხით პირველი ინიციატივა გამოიჩინა. 

მაღალტექნოლოგიურ რეჟიმში გარდაქმნილი ქარის წისქვილები და სხვა ინოვაციები ამ კამპანიის ყველაზე თვალსაჩინო ნაწილია, მაგრამ არა ერთადერთი მაგალითი ბრიტანეთის მისწრაფებისა, თავისი წვილი შეიტანოს ტემპერატურის რეგულირებაში. 

 

 

5 ნოემბერი, 2021

პევეკი, რუსეთი - ციმბირის შორეულ ქალაქში პატარა ატომური სადგური შენდება: რუსეთის მთავრობის კუთვნილი კომპანია საყოფაცხოვრები გათბობის ახალ მოდელს ნერგავს. ზოგის აზრით, ეს ენერგია კლიმატის ცვლილების შერბილებისკენ მიმართული ერთ-ერთი ღონისძიებაა.

წყალი ცხელიც იყო, ორთქლიანიც და უხვადაც მოდიოდა. პაველი როჟკოვი შხაპის ქვეშ ნებივრობდა, წყალი კი ატომური ენერგიის წყალობით გაცხელდა და რომელიც ასე ანებივრებდა, სულაც არ აშინებდა. ცხელი წყალი იქვე ახლოს მდგარი ატომური რეაქტორისგან მოდიოდა. 

“მე რომ მკითხოთ, საერთოდ არ ვღელავ ამ ყველაფერზე,” - თქვა მან. 

ატომური ენერგიის გამოყენება უფრო და უფრო იშვიათი ხდება 21-ე საუკუნეში, მაგრამ ატომური ენერგიის ქარხანა დაახლოებთ ერთი წლის წინ აშენდა ციმბირის პატარა ქალაქ პევეკში. ენერგიის წყარო არ არის უზარმაზარი რეაქტორები - ძველი მეხსიერებიდან, ატომური ენერგია სწორედ ასეთ რეაქტორების მიერ გამომუშავებულ ენერგიას უკავშირდება. პევეკში გამომუშავებული ატომური ენერგია პატარა ქარხნებიდან მოდის - დანადგარიდან, რომელიც წყალზე ცურავს, არქტიკის ოკეანის სანაპიროზე. 

წაიკითხეთ მეტი - ატომური ენერგიისგან გამთბარი წყლის შხაპს ინებებდით? რუსეთი კლიმატის ცვლილებაში საკუთარ ინოვაციებს  ნერგავს 



 

19 ოქტომბერი, 2021

წყნარ ოკეანესთან ახლო კუნძულზე, რუსეთი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას იწყებს

სახალინის კუნძული, რუსეთი — წყარი ოკეანის ჩრდილოეთ ქარიან სანაპიროსთან,  ტყით დაფარულ გორაკზე, 16 ცალი ქარის ტურბინა აღმართულა.  ეს ყველაზე დიდი ქარის ტურბინების პარკია რუსეთის აღმოსავლეთით. 

ქარის ის ენერგია, რომელიც ამ ტურბინებმა უნდა გამოიმუშავონ, ქვანახშირის წიაღისეულის ამოღებისთვის უნდა გამოიყენონ.

რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ის ძალა და გავლენა, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის გაყიდვით აქვს. მეორე მხრივ კი, კრემლი კლიმატის ცვლილების, როგორც ასეთის, ვერბალურ აღიარებას იწყებს, და არც იმის თქმას ერიდება, რომ ეს მოვლენა ადამიანის ქცევით არის გამოწვეული. 

გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2060 წლისთვის რუსეთი ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოფრქვევებს სრულიად შეწყვეტს. ეს საკვირველი განცხადება იყო მისგან, ვინაიდან ის აქამდე არ აღიარებდა კლიმატის ცვლილების მეცნიერებას და ბევრს რუსეთში კლიმატის ცვლილება დასავლეთში შექმნილი, რუსეთის დასამხობი სცენარის ნაწილი, ჰგონია. 

უცნობია, არის თუ არა გულწრფელი რუსეთი და მისი ლიდერი ამ განცხადებაში. ბევრი სკეპტიციზმით უყურებს რუსეთის სურვილს, ტყეების იმედად იყოს, ნახშირორჟანგის შთანთქმის და გლობალურ ტემპერატურაზე გავლენის თვალსაზრისით.   

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>