კლიმატის ცვლილების ფონზე, გარემოსდაცვითი ჯგუფები და ინდუსტრიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შემცირების პირობით, კაშხლებიანი ჰესების აშენება უნდა დაუშვან.
საკმაოდ მოულოდნელად, ა.შ.შ. დიდი ჰიდროელექტროსადგურების ინდუსტრიული ოპერატორები და რამდენიმე გარემოსდაცვითი ჯგუფი შეთანხმდა, რომ ჰიდროელექტროსადგურისგან მიღებული სუფთა ენერგიის წილი უნდა გაიზარდოს, ზიანის შემცირების პირობით. გარემოსდამცველები ამ კომპრომისზე კლიმატის ცვლილების გამო წავიდნენ: ისინი იძულებულები არიან, გადახედონ ძველ მოსაზრებებს დიდკაშხლიან ჰესებზე, რომელიც ათ წელზე მეტია, რაც არსებობს.
2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომუშავებული ელექტროენერგიის 7 პროცენტი ჰიდროელექტროსადურებზე მოდიოდა. ენერგიის უმეტესობა დიდკაშხლებიანი მდინარეების ენერგიიდან მოდიოდა, რომლებიც ათწლეულების წინ ააშენეს. ერთ-ერთი მათგანია ჰუვერის კაშხალი, რომელიც ტურბინების ასამუშავებლად მდინარე კოლორადოს წყალს იყენებს. მართალია, თვით კაშხლის ინფრასტრუქტურის მუშაობა გარემოში კლიმატის ცვლილების მაპროვოცირებელ აირებს არ გამოყოფს, მაგრამ კაშხალი - უზარმაზარი ნაგებობდა - დიდ ზიანს აყენებს მდინარის ეკოლოგიას და შიგ მცხოვრები თევზების პოპულაციას.
ბოლო 50 წლის განმავლობაში გარემოსდაცვითი ჯგუფები დიდი კაშხლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. გრძელვადიანი გარემოსდაცვითი დავების ფონზე, ახლების მშენებლობა თუ ძველების განახლება იწელებოდა, სადაც საკითხები ისმებოდა მათ გარემოსდაცვით გავლენებზე.
ახალმა შეთანხმებამ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომი უნდა დააზავოს.
ერთობლივ განცხადებაში, ინდუსტრიულმა ჯგუფებმა და გარემოსდამცველებმა განაცხადეს, რომ ერთიან პოლიტიკას შექმნიდნენ, რომ მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავოს უკვე აშენებულმა ელექტროსადგურებმა, ხოლო დანარჩენი - 90 000 კაშხლიანი ჰიდროელექტროსადგური უნდა მოდიფიცირდეს, რომ უსაფრთხო და გარემოსთვის ნაკლები ზიანის მომტანი იყოს.
ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ერთად იმუშავებენ, რათა დააჩქარონ ძველი კაშხლების დემონტაჟი, რომლებიც ამჟამად არ ფუნქციონირებენ, რათა მდინარეებში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო დაბრუნდეს. ა.შ.შ.- ში ბოლო ათწლეულების განმავლობაში 1 000-ზე მეტი კაშხლის დემონტაჟი მოხდა.
განცხადების შეთანხმებას, რომელზეც მუშაობა ჩუმად ორ წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს, ხელი მოაწერეს ჰიდროელექტროსადგურების ეროვნულმა ასოციაციამ - ინდუსტრიულმა სავაჭრო ჯგუფმა და გარემოსდამცველების ჯგუფმა, მათ შორის, შემდეგმა ორგანიზაციებმა: American Rivers [ამერიკული მდინარეები], the World Wildlife Fund [მსოფლიო ველური გარემოს დაცვის ფონდი] and the Union of Concerned Scientists [შეშფოთებულ მეცნიერთა გაერთიანება]. კიდევ ერთმა გავლენიანმა ორგანიზაციამ - “ბუნების კონსერვაცია,”განაცხადა, რომ ამ საკითხის განხილვაში “მონაწილეობს”, მაგრამ განცხადებისთვის ხელი არ მოუწერია, თუმცა, აქტიურადაა ჩართული მიმდინარე დიალოგში ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით და აუცილებლად განსახორციელებელი ცვლილებების ინიცირებაში.
ბობ ირვინი, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “ამერიკული მდინარეების” პრეზიდენტი, რომელიც დიდი ხანია, რაც კაშხლების წყლის სისტემებზე მავნე გავლენაზე საუბრობს, ახლა ამბობს, რომ კლიმატის კრიზისმა აიძულა ზოგიერთი ორგანიზაცია, რომ თავიანთი დიდი ხნის მოსაზრებები გადაეხედათ ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით.
“კლიმატის კრიზისი ამჟამად ბევრად უფრო მწვავედ დგას და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა ნახშირორჟანგისგან თავისუფალი ენერგიის წარმოება იქ და ისე, როგორც შეგვიძლია,” - ამბობს ის. “რა თქმა უნდა, ჰიდროენერგიის როლი ამ შემთხვევაში დიდია.”
ირვინის თქმით, ჯგუფი მაინც ეწინააღმდეგება ამერიკულ მდინარეებზე ახალი კაშხლების აშენებას. ამის მიუხედავად, მისი თქმით, კომპრომისი სხვა მიმართულებებით სრულიად შესაძლებელი და დასაშვებია.
ამის მაგალითად, მისი თქმით, გამოდგება შეთანხმება, რომელიც შედგა მდინარე პენობსკოტზე მეინში, როცა გარემოსდამცველებმა, ენეგეტიკულმა კომპანიებმა და პენობსკოტში მცხოვრებმა ადგილობრივებმა მიაღწიეს შეთანხმებას 2004 წელს, რომელიც ითვალისწინებდა რამდენიმე ძველი კაშხლის აღდგენას და ძველების დემონტაჟს, რომლებიც თევზების მიგრაციას უშლიდა ხელს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. შედეგი: კომპანიები იგივე სიმძლავრის ენერგია გამოიმუშავეს წლირად, ხოლო გადაშენების პირას მყოფი სახეობა - ატლანტიკის ორაგული ისევ დაბრუნდა მდინარეში.
“რიტორიკა იცვლება და უფრო სენსიტიური ხდება,” - ამბობს მალკოლმ ვულფი, ეროვნული ჰიდროენერგიის ასოციაციის პრეზიდენტი. “ახლა უკვე არაეკონომიური ჰესების მოცილებაზე ვსაუბრობთ და გარემოსდამცველები უკვე აღარ ვამბობთ, რომ ყველა ჰიდროელექტროსადგური ცუდია.”
ენერგეტიკის ექსპერტების თქმით, მეტი ჰიდროენერგიის გამომუშავება კარგი გზა იქნებოდა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. მართალია, ქარის ტურბინები და მზის პანელები უფრო გავრცელებულია კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების კონტექსტში, მაგრამ ისინი ყოველთვის ვერ მუშაობს, ხოლო ჰიდროენერგოსადგურის სისტემას ენერგიის მარაგების შენახვა და სისტემისთვის დეფიციტის დროს მიწოდება შეუძლია, როგორც უფრო მდგრად წყაროს, მაშინ, როდესაც ქარისა და მზის ენერგიის დეფიციტი დადგება, - ამინდის გამო, თუკი არც მზე ანათებს საკმარისად და არც ქარი ქრის.
თეორიულად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ენერგიის მიღება გამდინარე მდინარიდანაც შეუძლია. 2016 წლის კვლევამ, რომელიც ენერგეტიკის დეპარტამენტმა ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ ქვეყანას ჰიდროენერგიის სიმძლავრის გაზრდა 50 პროცენტით ახალი კაშხლების აშენების გარეშეც შეუძლია.
ერთ-ერთი გზა არის წყლის შესანახი რეზერვუარების აშენება, - ძველი ტექნოლოგია, რომლის დროსაც ორი რეზერვუარი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ერთი რეზერვუარი უფრო მაღლა მდებარეობს, მეორე - უფრო დაბლა. როდესაც სისტემაში ენერგია ზედმეტობითაა, ის უფრო ზემოთ მდგარ რეზერვუარში წყლის გადასაქაჩად გამოიყენება, რომელიც, დეფიციტის დროს - როცა ქარი და მზე სუსტადაა, კარგად მუშაობს: უფრო მაღლიდან გადმოსული წყალი ტურბინებს უფრო მძლავრად ამუშავებს და მეტი ენერგიაც გამომუშავდება.
მართალია, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ოპერატორები ამჟამად იონიზირებული ლითიუმის ბატარეების დამონტაჟებას ცდილობენ, ბატარეებს მხოლოდ 4-6 საათის სამყოფი ელექტროენერგიის შენახვა შეუძლიათ. წყლის უფრო მაღლა საქაჩი სისტემის მქონე ჰიდროსისტემას უფრო მეტი ენერგიის შენახვა შეუძლია.
უზარმაზარი, მილიარდობით დოლარის ღირებულების წყლის საქაჩი მოწყობილობების ინფრასტრუქტურის უარყოფითი მხარე ისაა, რომ უამრავი საკანონმდებლო რეგულაციის გამო, ბევრ წინააღმდეგობას ხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კაშხლების აშენებას არ საჭიროებს. მართალია, ენერგეტიკულმა კომპანიებმა 50 გიგავატი სიმძლავრის პროექტების აშენების უფლება მიიღეს ფედერალურ დონეზე, - ეს კი სისტემასთან შეერთებული ბატარეების სიმძლავრეს 30-ჯერ აღემატება, - ძალიან ცოტა ასეთი საქაჩი სისტემა აშენდა 1995 წლიდან.
“ინვესტორები აცნობიერებენ, რომ ბევრი საკანონმდებლო რისკია,” - ამბობს ლი ბეილი, კერძო ფონდის დირექტორი, რომელიც განახლებად ენერგიებზე სპეციალიზდება.
ამ შეთანხმების ფარგლებში, გარემოსდამცველი ჯგუფები და ინდუსტრიის წარმომადგენლები შეეცდებიან, უფრო მეტად განავითარონ საქაჩი სისტემა, უფრო მეტად შემოიღონ ინფრასტრუქტურა, რომელიც პირდაპირ არ იქნება მიბმული მდინარესთან და ახალი წამახალისებლებიც გაჩნდება ასეთი ინვესტორებისთვის.
შეთახნმების ფარგლებში, ჯგუფის წევრებმა მარეგულირებელი ჩარჩოს შესაქმნელადაც უნდა იმუშაონ, რომელიც ძველი ჰესების ნაწილს განაახლებს, ნაწილის დემონტაჟი მოხდება და ეს პროცესი უფრო წინასწარგანჭვრეტადი გახდება.
ჯგუფი ასევე შეთანხმდა, რომ შექმნიდა პოლიტიკას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს ძველი და ისეთი ჰესების დემონტაჟი, რომლებიც ჩამოშლის და ჩამონგრევის რისკები მაღალია. მაისში ცენტრალურ მიჩიგანში ორი კაშხალი დაიტბორა და გაიბზარა, რის გამოც ათასობის ადგილობრივს მოუხდა სახლების დატოვება.
წყლის ძლიერი და ახალი ნაკადების გაჩენა, რომლის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა, კაშხლების ჩამოინგრევის უფრო მეტ რისკებს აჩენს. სპეციალისტების თქმით, მილიარდობით დოლარი დაჯდება ძველი ჰესების განახლება, რომლებიც ეროვნულად 15,500-ია და კლასიფიცირებულები არიან, როგორც მაღალი რისკების მატარებლები.
ამ მიზნების მიღწევა რთული იქნება: საჭირო გახდება საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც სხვადასხვა შტატის, ასევე ფედერალურ დონეზე; დაფინანსების ახალი წყაროებიც მოსაძიებელი იქნება.
“ჰარმონიის მიღწევამდე დიდი გზაა, “ - აღნიშნა ბატონმა ირვინმა, “ამერიკული მდინარეების” დირექტორმა. “ორივე მხარეს ჯერ კიდევ ბევრი წინააღმდეგობა ექნება.” მისივე თქმით, ორივე მხარე რომ იმაზე შეთანხმდა, რომ საჭიროა მეტი მწვანე ენერგიის გამომუშავება. კაშხლების გავლენა მდინარეების ეკოსისტემაზე რომ უნდა შემცირდეს, ეს უკვე “დიდი მიღწევაა.”
დან რაიხერი, სტენფორდის გარემოსდაცვითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და სტენფორდის ენერგეტიკული და ფინანსური ცენტრის დამაარსებელი დირექტორი, რომელიც ორ მხარეს [გარემოს დამცველებსა და ინდუსტიას] შეთანხმებაში დაეხმარა, ამბობს, რომ არც ერთი მხარე არ იგებდა ჩიხში ყოფნით, რომელშიც ჰიდროელექტროსადგურების თემატიკა იყო შესული. ძველი ჰესების განახლების საკითხიც წინ არ იძვროდა, რადგან საკანონმდებლო ჩარჩო ბუნდოვანი იყო ინვესტიციების მოსაზიდად, ხოლო ძველი კაშხლების დემონტაჟის კუთხით გარემოსდამცველებს წარმატება თითქმის აღარ ჰქონდათ.
“ვითარება შეიცვალა - კლიმატის ცვლილება სახეზეა,” - ამბობს ბატონი რაიხერი. “ინდუსტრია მიხვდა, რომ თვითონაც შეუძლიათ იხეირონ ახალი იდეების შეთავაზებით, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებაში შეიტანს თავის როლს. გარემოსდამცველი ჯგუფებიც მიხვდნენ, რომ კლიმატის ცვლილება ცუდ გავლენას მოახდენს იმ მდინარეებზე, რომლებიც მათ ასე უყვართ. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მაღალი ტემპერატურა მდინარეს დააშრობს თუ მეწყერს მოუვლენს, რა მნიშვნელობა აქვს? მაშინ რაშია გარემოსდამცველების როლი? რას მიაღწიეს ამდენი ბრძოლით?” ♦
→ მასალა ადაპტირდა სტატიიდან - Environmentalists and Dam Operators, at War for Years, Start Making Peace