ჯანდაცვა

ძუძუს იმპლანტი, შესაძლოა, სიმსივნის გამომწვევი იყოს - F.D.A.-ის ახალი გაფრთხილება




ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო და სურსათის მარეგულირებლის [F.D.A.] ახალი გაფრთხილები თანახმად, იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ მაინც, აღმოაჩინეს სიმსივნეების ახალი შემთხვევები ქალებში, რომლებსაც უხეში, ტექსტურიანზედაპირიანი და პრიალაზედაპირიანი იმპლანტები ჰქონდათ [რომლებიც ავსებულია სალინით ან სილიკონით, შესაბამისად].

ხუთშაბათს, 8 აგვისტოს, ა.შ.შ.-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ქალები, რომლებსაც ან აქვთ იმპლანტი ან მომავალში აპირებენ ჩასმას, გააფრთხილა, რომ იმპლანტების გარშემო ქსოვილებთან, შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის სიმსივნური უჯრედები წარმოიშვას და განვითარდეს. 

ავთვისებიანი უჯრედების წარმოქმნა ამ სავარაუდო მიზეზით იშვიათია, მაგრამ მათი შესაძლო წარმოქმნა ორივე ტიპის იმპლანტს უკავშირდება.

მეცნიერებმა უკვე დააკავშირეს ანაპლასტიკური მსხვილუჯრედოვანი ლიმფომა ტექსტურისზედაპირიან იმპლანტებთან, რომელთა უხეში ზედაპირი, სავარაუდოდ, უფრო მეტად იწვევს ანთებას, ვიდრე პრიალაზედაპირიანი იმპლანტები. ლიმფომა იმუნური სისტემის სიმსივნეა.

იმპლანტებსა და ჯანმთელობის სხვადასხვა მდგომარეობებს შორის შესაძლო კავშირი F.D.A.-მ ათწლეულის წინ დაადგინა და გამოაქვეყნა კიდევაც მასალები, მაგრამ კომპანია Allergan-ის მიერ წარმოებული იმპლანტები ბაზარზე 2019 წლამდე მაინც იყიდებოდა. ფედერალური სააგენტოს გაფრთხილებით, ყურადღება ექცეოდა მეორე სახის სიმსივნეს - ბრტყელუჯრედოვან კარცინომას, და სხვა ტიპის ლიმფომებსაც, რომელთა გაჩენა, შესაძლოა, იმპლანტებს უკავშირდება. 

დოკუმენტირებულია რამდენიმე შემთხვევა. F.D.A.-მ განაცხადა, რომ სააგენტოსთვის ცნობილი იყო კარცინომის 20-მდე შემთხვევის შესახებ და მოულოდნელი ლიმფომების 30-მდე შემთხვევის შესახებ, რომლებიც იმპლანტის გარშემო კაფსულაში განვითარდა. [კაფსულა ნაიარევი ქსოვილია, რომელიც ორგანიზმში იმპლანტის, როგორც უცხო სხეულის, გარშემო ფორმირდება.]

ძუძუს იმპლანტების დიდი ისტორიისა და მოხმარების გავრცელების გათვალისწინებით, ეს შეშფოთება და გაფრთხილება გამართლებულია. რიგ შემთხვევებში, ქალებს დიაგნოზი იმპლანტის ჩადგმიდან წლების შემდეგ დაუსვეს. სიმპტომებს შორის იყო შესიება, ტკივილი, მუწუკები და სხვა ცვლილებები კანზე. 

F.D.A.-ის სპიკერის, ოდრა ჰარისონის თქმით, ანაპლასტიური მსხვილუჯრედოვანი სიმსივნის გარდა, სხვა ტიპის სიმსივნეებიც იჩენს თავს იმპლანტებთან მიმართებაში. მისი თქმით, სააგენტო მუდმივად განუცხადებს ამის შესახებ საზოგადოებას და ინფორმირებისთვის სულ გადაიდგმება ნაბიჯები.  

ექიმი მარკ კლემენსი, ჰიუსტონში ტეხასის უნივერსიტეტის ანდერსონის კიბოს ცენტრის პროფესორი პლასტიკურ ქირურგიაში, ამბობს, რომ ლიმფომების შემთხვევები ძუძუს იმპლანტებთან კავშირში ადრეც აღიწერებოდა სამეცნიერო ლიტერატურაში, - დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო მსგავსი შემთხვევების აღრიცხვა. 

შემთხვევები განსაკუთრებით იშვიათია, დაამატა მან, ამიტომ კიბოს ახალი შემთხვევების შესახებ მონაცემები არ უნდა გახდეს განსაკუთრებული შფოთისა და შიშის მიზეზი. იმის გაცნობიერება და აღიარება, რომ ანაპლასტიკური მსხვილუჯრედოვანი ლიმფომა უკავშირდება ძუძუს იმპლანტებს, “უკვე იმაშიც დაგვეხმარა, რომ უფრო ფრთხილად და ფხიზლად ვიყოთ სხვა ტიპის სიმსივნეებთანააც, რომელიც ამ სფეროში ჩნდება, ამავე მიზეზით,” აღიშნა კლემენსმა. 

“ანაპლასტიური მსხვილუჯრედოვანი ლიმფომა არ არის უცხო ხილი, მაგრამ ძალიან იშვიათია,” - თქვა მან. 

დიდი ხანია ცნობილია, რომ ნაიარევი ქსოვილი, რომელიც ძუძუს ოპერაციის შემდეგ ჩნდება, შესაძლოა, გადაგვარდეს და ბრტყელუჯრედოვან კარცინომად  იქცეს. 

“ჭრილობა ხორცდება, დიდი ხნის განმავლობაში შუშდება და შესაძლოა, სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის კუთხით წავიდეს და განვითარდეს მოვლენები,” - თქვა მან. 

მაგრამ იმპლანტსა და სიმსივნეს შორის კავშირის ზუსტი ბუნება, - ანუ იწვევს თუ არა ძუძუს იმპლანტი სიმსივნეს, მაინც ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თქვა მან. 

გასულ წელს  F.D.A.-მ განსაკუთრებული გაფრთხილება - შავი ყუთი - დაამატა იმპლანტების ეტიკეტს, სადაც წერია, რომ ამ პროდუქტის  მოხმარება სხვადასხვა ქრონიკულ სამედიცინო მდგმარეობებს უკავშირდება, მათ შორის, ავტოიმუნურ დაავადებებს, სახსრების ტკივილს, ფსიქიკურ არეულობას, კუნთების ტკივილს და ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებას, ასევე ლიმფომას. 

ძუძუს იმპლანტთან დაკავშირებული შემდგომი დაავადებების გაჩენის დიდი რისკების წინაშე სწორედ ისეთი ქალები არიან, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ძუძუს კიბო, გაიარეს ქიმიო და რადიოთერაპიები - სწორედ მათ ახალისებენ, რომ იმპლანტები ჩაიდგან იმ ადგილას, სადაც მასტექტომიამდე [ძუძუს მოკვეთა] ეს ორგანო იყო.

F.D.A.-ის განცხადებით, მწეველებს, ლუპუსისა და დიაბეტის მქონე ქალებს აღიშნული დაავადებ[ებ]ის განვითარების უფრო დიდი რისკები აქვთ.

ქალების ერთ მესამედს, რომლებსაც ძუძუს იმპლანტი აქვთ, აღენიშნებათ ტკივილი ძუძუს არეში და ზოგ უბანზე მგრძობელობაც აქვთ დაკარგული. არის ძუძუებს შორის ასიმეტრიაც. F.D.A.-ის განცხადებით, ქალების ნახევარს აქვს მოჭერის შეგრძნება იმპლანტის გარშემო, და ერთი მესამედის იმპლანტი კი ზიანდება, კერძოდ კი იხევა ან იბზარება და აუცილებელია მისი გამოცვლა. 

ქალების თითქმის 60 პროცენტს, რომლებსაც ძუძუს იმპლანტები აქვთ, მეორე ოპერაცია სჭირდებათ სხენებული პრობლემების მოსაგვარებლად.

F.D.A. ქალებს, რომლებსაც უკვე აქვთ იმპლანტები, ახალი მონაცემებისა და გაფრთხილების გამო, იმპლანტების ამოღებაზე არ მიუთითებს. 

ფედერალური სააგენტო ქალებს ურჩევს, რომ აკონტროლონ იმპლანტები, ხშირად აჩვენონ ისინი ქირურგს ან სხვა სპეციალობის ექიმსაც, თუკი უჩვეულო და ყურადსაღები ცვლილებები ან სიმპტომები გამოჩნდება.

კომპანია  Allergan-ის წარმოებული ტექსტურებიანზედაპირიანი იმპლანტები ბაზრიდან მას შემდეგ გამოითხოვეს, რაც ამ ტიპის იმპლანტების მოხმარებას სიმსივნური უჯრედების გაჩენის 600 შემთხვევა და 33 ქალის სიკვდილი დაუკავშირდა. 


 

 

♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან - Breast Implants May Be Linked to Additional Cancers, F.D.A. Warns

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>