ჯანდაცვა

მკვრივი ძუძუები - რა უნდა ვიცოდეთ?




ლორა ესერმანი, სან-ფრანცისკოში კალიფორნიის უნივერსტიტეტის ძუძუზე ზრუნვის ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ 40 წელს ზემოთ ქალების დაახლოებით ნახევარს მჭირო სტრუქტურის ძუძუ აქვს.

 

რას ნიშნავს მკვრივი ძუძუ

ექიმი სარა ფრიდევალდი, რომელიც ფაინბერგის სამედიცინო სკოლის ძუძუს ექოსკოპიის განყოფილების უფროსია, ამბობს, რომ ძუძუს სიმკვრივე არ არის კავშირში მის ზომასთან ან სიმჭიდროვესთან. ეს საზომი [სიმჭიდროვე] ამ ორგანოში ფიბროზული და ჯირკვლოვანი ქსოვილების რაოდენობასა და ხარისხს აფასებს. 

ქსოვილების ერთიანობა გულისხმობს ა) ჯირკვლებს, რომლებიც გამოიმუშავებს რძეს; ბ) მილებს, რომლებსაც რძე ძუძუს კერტებთან მიაქვს და გ) ფიბროზულ ქსოვილებს, რომლებიც ამ ყველაფერს კრავს და ერთიან ქსოვილად აქცევს. 

ყოველი მომაგრაფია ქალის ქსოვილების სიმჭიდროვის ოთხ კატეგორიას გამოავლენს: უმეტესად ცხიმოვანი ქსოვილებისგან შემდგარი ძუძუ; შერეული სიმჭიდროვის ძუძუ; საშუალოდ მჭიდრო და ძალიან მჭიდრო ძუძუ. მჭიდრო ძუძუ სწორედ ბოლო ორ კატეგორიას მოიცავს. 

ექიმ ფრიდევალდის თქმით, მეცნიერები ბოლომდე არ არიან დარწმუნებულნი, რატომ ზრდის მჭიდრო ძუძუ სიმსივნური უჯრედების განვითარების რისკებს. ცხადი ისაა, მაგრამ მჭიდრო ძუძუს შემთხვევაში მამოგრამს უჭირს ავთვისებიანი უჯრედების აღმოჩენა - შესაძლოა მარტივად ითქვას, რომ ხილვადობა დაბალია.

აშშ-ში შტატების უმეტესობის კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ქალმა უნდა შეატყობინოს ექიმს, თუ მჭიდრო სტრუქტურის ძუძუ აქვს. მაგრამ ეს წესი ყველა შტატში არ მოქმედებს.

ექიმი ელიზაბეთ ქოუმენი, ნიუ იორკში მემორიალ სლოუნის ცენტრის სამედიცინო ონკოლოგი, ამბობს, რომ მამოგრაფიის დროს პაციენტმა უნდა ჰკითხოს ექიმს, აქვს თუ არა მჭიდრო ძუძუ და გაარკვიოს მისი ორგანოს სტატუსი ამ მიმართულებით. 

ა.შ.შ.-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების [C.D.C.] განცხადებით, ქალებს, უმეტესად, მჭიდრო ძუძუ შემდეგ შემთხვევებში აქვთ: თუკი არიან ახალგაზრდა, ორსულად ან ძუძუთი კვების პროცესში, ან იღებენ ჰორმონალურ მკურნალობას. 

მაგრამ ექიმ ქოუმენის თქმით, მჭიდრო ძუძუ ამ კატეგორიის მიღმაც შეიძლება ჰქონდეს ქალს, ნებისმიერ ასაკში.

 

 

რამდენად ზრდის მკვრივი ძუძუ ავთვისებიანი უჯრედების წარმოქმნის რისკებს? 

რაც უფრო მკვრივია ძუძუ გარე დათვალიერებით, მით მაღალია იქ სიმსივნის გაჩენის რისკი. თუმცა, ექიმ ესერმანის თქმით, მჭიდრო ძუძუ, სხვა რისკებს შორის, ერთ-ერთია და არავითარი მყარი გარანტია/რისკი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერს, ვისაც მჭიდრო ძუძუ აქვს, აუცილებლად გაუჩნდება ავთვისებიანი უჯრედები. 

ექიმი უილიამ დაჰუტი, ა.შ.შ. კიბოს საზოგადოების მთავარი ოფიცერი მეცნიერების დარგში, ამბობს, რომ ასაკი ძუძუს კიბოს გაჩენის ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია. საოჯახო ისტორია და გენეტიკაც თამაშობს თავის მნიშვნელოვან როლს, ცხოვრების წესთან ერთად, - რაცაა ალკოჰოლის მიღება და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა.

“მჭიდროქსოვილებიანი ძუძუ, როგორც ცალკე აღებული, უზარმაზარი რისკ-ფაქტორი არ არის,” - ამბობს ექიმი ფრიდევალდი. 

მკვრივი ძუძუ მამოგრაფზე ცუდადაც ჩანს და შესაძლოა, ორგანოს უკეთ შესაფასებლად ვიზუალური კვლევის სხვა საშუალებებიც გახდეს საჭირო.

რამდენად ხშირად უნდა გამოიკვლიოთ ძუძუ ვიზუალურად, თუკი ის მკვრივია? 

ექიმ დაჰუტის თქმით, ძუძუს შემოწმების რეკომენდაციები სიმჭიდროვის მიხედვით არ იცვლება. ექიმ ფრიდევალდის თქმით, თუკი ძუძუს კიბოს განვითარების მომატებული რისკი არ გაქვთ - მაგალითად, თუკი არ არის ოჯახური ისტორია, გენეტიკა ან სხვა რისკ-ფაქტორები - მამოგრაფია 40 წლის შემდეგ უნდა ჩაიტაროთ, წელიწადში ერთხელ. 

მისივე თქმით, თუკი მჭიდრო ძუძუ გაქვთ, შესაძლოა, დამატებით დაგჭირდეთ ძუძუს ვიზუალიზაცია, მაგალითად, ულტრაბგერითი გამოკვლევა და მეგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია. 

ამერიკის კიბოს საზოგადოების მოსაზრებით, თუკი ქალს ძუძუს კიბოს გაჩენის საშუალო რისკი აქვს [ოჯახური ისტორია, გენეტიკა, სხვა], შემოწმება 40 წლიდან უნდა დაიწყოს, სიხშირით წელიწადში ერთხელ და ნამდვილად აუცილებლად უნდა დაიწყოს ეს პროცედურა არაუგვიანეს 45 წლისა.

ა.შ.შ.-ის პრევენციის სერვისის სამუშაო ჯგუფი კი აცხადებს, რომ 50-74 წლის ქალებმა მამოგრაფია ორ წელში ერთხელ უნდა ჩაიტარონ.


 

 

 მასალა ადაპტირდა სტატიიდან  Why It’s Important to Know if You Have Dense Breasts

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>