ჯანდაცვა

კლიტორი - არაფრადჩაგდების ხანგრძლივი ტრადიცია - მეორე ნაწილი




 

რატომ არ სწავლობდნენ ექიმები კლიტორს უკეთ? - პირველი ნაწილი

 

და რატომ არაფერი ვიცოდით კლიტორზე ხეირინად აქამდე? 

ექიმ რეიჩელ რუბინის თქმით, მიზეზი მარტივი ასახსნელია: კლიტორი ქალის ორგანოა და მის სიამოვნებას უკავშირდებოდა. ბოლო პერიოდამდე, ეს თემა არ იყო საინტერესო და პრიორიტეტული სამედიცინო სფეროში და არც არავინ სწავლობდა მას განსაკუთრებით. 

მაშინ, როცა უროლოგიაში, სადაც კაცის სექსუალური სიამოვნება და ორგაზმი ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევა, ქალის სექსუალური ჯანმრთელობა მოიაზრება, როგორც “ისტერია, პანდორას ყუთი, უფრო ფსიქო-სოციალურ იარლიყს აკრავენ და არ განიხილავენ სამეცნიეროდ და ფიზიოლოგიურად,” - ამბობს ექიმი რუბინი, რომელიც ქალთა სექსუალური ჯანმრთელობის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარეა. 

“ქალის სექსუალურ ჯანმრთელობაზე არ ვფოკუსირდებით.” 

[კონტრასტისთვის: ვიაგრა ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და გაყიდვადი წამალია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელმაც კომპანია Pfizer-ს ათეულობით მილიარდი დოლარი მოუტანა მისი ჩაშვებიდან - 1998 წლიდან დღემდე.]

გინეკოლოგია, თავის მხრივ, უფრო დაავადებების პრევენციასა და შვილოსნობაზეა ფოკუსირებული. 

“სექსს არ განვიხილავთ, როგორც სიამოვნების მომნიჭებელს,” - ამბობს ექიმი ფრანცის გრიმშტადი, ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტლის გინეკოლოგი. 

“გინეკოლოგია პრევენციაზეა დამყარებული. სქესობრივად გადამდები დაავადებებისა და ორსულობის კონტროლს ვცდილობთ, - თუკი ბავშვის ყოლა ქალის სურვილი არ არის [კონკრეტულ შემთხვევაში ან საერთოდ]. სექსუალურ სიამოვნებას დიდ დროს არ ვუთმობთ.”

ექიმი ჰელენ ო’კონელი, ავტრალიის პირველი ქალი უროლოგი, იხსენებს, რომ როცა სამედიცინო განათლებას იღებდა, განათლების პროცესში კლიტორი მეორეხარისხოვან ყურადღებასაც კი ძლივს იქცევდა. 

1985 წელს გამოშვებულ სახელმძღვანელოში “უკანასკნელი ანატომია” დახატულ ილუსტრაციაში მენჯის განაკვეთის სურათზე კლიტორი საერთოდ გამოტოვებული იყო, და ქალის გენიტალიებზე საუბარი იყო, როგორც “შეცდომით განვითარებულზე” და როგორც მამაკაცის გენიტალიების “არასრულყოფილ” დანამატზე. 

ამ დროს, პენისის აღწერას მთელი რიგი გვერდები ეძღვნებოდა. 

ჰელენი თანდათან მიხვდა, რომ რატომ ცდილობდნენ პროსტატის ოპერაციის დროს პენისის ნერვული ქსელის შენარჩუნებას, ხოლო მენჯის არეში მიმდინარე ნებისმიერი ოპერაციის დროს იგივეს არ აკეთებდნენ ქალის შემთხვევაში.  

ექიმმა ო’კონელმა თვითონ განიძრახა, რომ კლიტორის სრული ანატომია შეესწავლა, მიკროგაკვეთებისა და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის დახმარებით. 

2005 წელს კი გამოსცა ნაშრომი, რომელიც აჩვენებდა, რომ კლიტორის გვირგვინი - ის ნაწილი, რომლის ნახვა და შეხება გარედან შეიძლება - აისბერგის მხოლოდ მწვერვალია - იგივე, რაც, ვთქვათ, პენისის თავია. მთელი ორგანო უფრო დიდია, და შიგნიდან ფართოვდება - ორი ცრემლის ფორმის დაბოლოებით, ორი განშტოებით და ზედა საფარველით. 

ექიმი ო-კონელი ყველას აფრთხილებს, რომ ანატომიის ცუდად ცოდნის გამო, ქირურგები ხშირად აზიანებენ კლიტორის მდებარეობის რეგიონის ნერვულ სისტემას, რომლებიც სიამოვნებასა და ორგაზმზეა პასუხისმგებელი და რომლებიც კლიტორის საფარველის გარდიგარდმო გადის, როგორც რთული სტრუქტურა. 

მენჯის ბადის არეში მიმდინარე ქირურგიული პროცედურები, ან საშარდე მილის ოპერაცია, “სისტემის დაბომბვის საფრთხეს ჰგავს,” - ამბობს ექიმი ო-კონელი. 

“ქირურგმა ყოველთვის უნდა იფიქროს იმაზე, თუ რა არის იმის ქვეშ, სადაც ოპერაციასაც აკეთებს, რა არის მიჩქმალული თვალთახედვის არიდან და რას ცვლის ესა თუ ის პროცედურა.” 

 
 
 
 
♦  მასალა ადაპტირდა სტატიიდან   Half the World Has a Clitoris. Why Don’t Doctors Study It?
 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>