ჯანდაცვა

კაქტუსის ჩატარებული კვლევა საერთაშორისო ჟურნალ ADIKTOLOGIE-ში გამოქვეყნდა




კვლევა, რომელიც 2019 წელს  “კაქტუს-მედიასთან” ერთად, “საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციამ” ჩაატარა და რომელმაც თბილისში, კლუბური ცხოვრებისა და მუსიკალური ფესტივალების კონტექსტში, ნარკოტიკების მომხმარებლების ინფორმირებულობის დონე შეამოწმა, მიმდინარე წლის ნოემბერს საერთაშორისო ჟურნალ ADIKTOLOGIE-ში გამოქვეყნდა.

ADIKTOLOGIE საერთაშორისო ჟურნალია, რომელიც აქვეყნებს პიარ-რევიუ-გავლილ, ინტერდისციპლინარულ და ტრანსდისციპლინარულ ანგარიშებსა და კვლევებს ნივთიერებებზე დამოკიდებულებაზე, ქცევით ადიქციებსა და მსგავს საკითხებზე. 

ამ ჟურნალში ასევე ქვეყნდება შრომები ადიქციის პრევენციასა და მკურნალობის მეთოდებზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციაზე, ნივთიერებების გამოყენების გავრცელებაზე, ისტორიასა და ამ ქცევის ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებზე. 

 

"კაქტუსის" კვლევის შეზღუდვა

იმის გამო, რომ კვლევა იყო თვისებრივი, მცირემასშტაბიანი და ჩატარდა მხოლოდ თბილისში, შესაძლებელია, კვლევით მიღებული შედეგები სრულად არ ასახავდეს მთელი თბილისისა და განსაკუთრებით, საქართველოს მასშტაბით, არსებულ სიტუაციას. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკლუბო სცენის ძირითადი ცენტრი არის თბილისი, მიღებული შედეგები წარმომადგენლობითად საქართველოზე ვერ  განზოგადდება. თუმცა, კლუბურ გარემოში ნარკოტიკების მოხმარების გამოცდილების მქონე 30 პირისგან მიღებული ინფორმაცია, შესაძლოა, აღწერდეს თბილისის კლუბური ცხოვრების ზოგად ტრენდებს, ქცევით თავისებურებებსა და ინფორმირებულობის დონეს. 

 

კვლევაში ჩართვის კრიტერიუმები

კვლევაში ჩაერთო 30 პირი [22 - მამაკაცი, 8 - ქალი], რომელთა საშუალო ასაკი 23.4 წელი იყო [მინ. 18 წელი, მაქს. 29 წელი]. რესპონდენტთა თითქმის ნახევარი [14 პირი] სტუდენტი იყო, დანარჩენს ჰქონდა საშუალო ან არასრული საშუალო განათლება, ნაწილს კი - უკვე მიღებული ჰქონდა ბაკალავრის ან შემდგომი აკადემიური ხარისხი [7 პირი].

რესპონდენტთა დაახლოებით 80% [23 პირი] დასაქმებული იყო. მათმა ყოველთვიურმა პირადმა შემოსავალმა შეადგინა საშუალოდ 1,450 ლარი [მინ. 50 ლარი, მაქს. 3,000]. რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა [28 პირი] არ იმყოფება ქორწინებაში.

 

♦ კვლევის ანგარიში სრულად ⇒ ელექტრონული მუსიკის ფესტივალებისა და ღამის კლუბების ვიზიტორებში ნარკოტიკების  შესახებ ინფორმირებულობის კვლევა 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>