2016 წლის 14 მარტს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის N 7-ე ნავმისადგომთან მდგარ ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავ ბორანზე სატვირთო ავტომანქანით ასვლისას, ავტომანქანის ავზიდან ზღვაში დიზელის საწვავი ჩაიღვარა.
მოქალაქემ, რომელსაც სატვირთო ავტომანქანა ეკუთვნოდა, გარემოსთვის ზიანის მიყენებისთვის გამოწერილი ჯარიმა სადავო არ გახადა და აღიარა ჩადენილი გადაცდომა.
გარემოებების შესწავლის შემდეგ, მოსამართლემ მოქალაქე გ.მ. სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სახდელი - 300 ლარი დააკისრა.
მოქალაქეს სახელმწიფო ხაზინაში ასევე უნდა გადაეხადა გარემოსთვის მიყენებული ზიანი - 387.24 ლარი.
ამბების ქრონოლოგია და წყაროები:
ეს ამბავი ნაწილია ‘კაქტუსის’ პროექტისა, რომელიც 2013 წლიდან 2016 წლამდე ბათუმთან შავი ზღვის მყარი ნარჩენებით, ნავთობპროდუქტებითა და ფეკალური მასებით დაბინძურების 14 შემთხვევაზე მოკლედ მოგითხრობთ.