11 დეკემბერს ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინიტრაციამ [F.D.A.] საგანგებოდ დაუშვა Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა, 16 წლის ასაკისა და ზემოთ მოქალაქეებისთვის.
ამ დაშვების ფარგლებში ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში გავრცელდება.
რა არის COVID-19 ?
COVID-19 არის დაავადება, რომელსაც ახალი კორონავირუსი იწვევს. სხვა სახის კორონავირუსები აქამდეც არსებობდა ადამიანებში, ახალი კორონავირუსის გამოჩენამდე. ეს დაავადება ადამიანს დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით გადაეცემა. COVID-19 სასუნთქი გზების დაავადებაა, რომელიც მოქმედებს როგორც უშუალოდ ამ, ასევე სხვა ორგანოებზეც. COVID-19-ის სიმპტომები ჩნდება ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 2-14 დღის განმავლობაში. სიმპტომებს შორისაა: ციება ან/და ცხელება; გაძნელებული სუნთქვა; დაღლილობა; კუნთების ან სხეულის ტკივილი; თავის ტკივილი; ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა; ყელის ტკივილი; ცხვირის გაჭედვა; გულისრევა ან ღებინება; დიარეა.
რა არის PFIZER-BIONTECH-ის COVID-19-ს ვაქცინა?
კომპანიების - Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინა ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას [F.D.A.] სრულად არ დაუმტკიცებია [approval]. ფედერალურმა ადამინისტრაციამ ეს ვაქცინა 11 დეკემბერს საგანგებოდ დაუშვა [emergency use authorization, EUA] 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, COVID-19-ის პრევენციისთვის.
რა უნდა უთხრათ ექიმს ვაქცინის გაკეთებამდე?
სანამ ვაქცინას გაიკეთებთ, ექიმს უნდა უთხრათ:
-
ხართ თუ არა ალერგიული
-
გაქვთ თუ არა ცხელება
-
გაქვთ თუ არა სისხლისმიერი დაავადებები ან იღებთ თუ არა სისხლის გამათხელებელს
-
გაქვთ თუ არა იმუნური დაავადებები ან იღებთ თუ არა ისეთ მედიკამენტს, რომელიც თქვენს იმუნურ სისტემაზე მოქმედებს
-
ხართ თუ არა ორსულად ან გეგმავთ თუ არა ორსულობას
-
ხართ თუ არა ძუძუთი კვებაზე
-
მიგიღიათ თუ არა COVID-19-ის სხვა ვაქცინა
ვინ უნდა მიიღოს Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინა?
ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინა 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის COVID-19-ის პრევენციისთვის საგანგებოდ დაუშვა.
ვინ არ უნდა მიიღოს Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინა?
-
ვისაც ალერგია აქვს ან ჰქონდა ამ ვაქცინის პირველი დოზის მიღების დროს
-
აქვს ალერგია სხვა ვაქცინების მიღების დროს
რა ინგრედიენტებს შეიცავს Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინა?
Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინა შემდეგ ინგრედიენტებს შეიცავს: mRNA [ვირუსის გენეტიკური ფრაგმენტები], ლიპიდები, კალიუმის ქლორიდი, მონობაზური კალიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, დიბაზური ნატრიუმის ფოსფატის დეჰიდრატი და ცუკროზა.
როგორ უნდა მიიღოთ Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინა?
Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინა კუნთებში, ორ ნაწილად შეჰყავთ, 3 კვირის შუალედით. თუ Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინის ერთი დოზა გაიკეთეთ, მეორეც უნდა გაიკეთოთ იმისთვის, რომ სრულად მიიღოთ ის სარგებელი, რასაც ეს ვაქცინა იძლევა.
რა არის Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინის სარგებელი?
მიმდინარე კლინიკურ კვლევებში, Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინამ აჩვენა, რომ ორ დოზას, 3 კვირის შუალედით მიღებულს, დაავადების პრევენცია შეუძლია. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენი ხანი იცავს ვაქცინა ადამიანს.
რა გვერდითი მოვლენები ახლავს Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინას?
Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინის აქამდე ცნობილ მიზეზებს შორის არის:
-
ტკივილი ინექციის ადგილას
-
დაღლილობა
-
თავის ტკივილი
-
კუნთების ტკივილი
-
შეციება
-
სახსრების ტკივილი
-
ცხელება
-
შესიება ინექციის ადგილას
-
გულისრევა
-
შეუძლოდ ყოფნა
-
ლიმფური ჯირკვლების გადიდება
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინამ, შესაძლოა, მძაფრი ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ასეთი რეაქცია, ჩვეულებრივ, იწყება ვაქცინის მიღების პირველივე წუთებიდან ერთი საათის განმავლობაში. მწვავე ალერგიული რეაქცია მოიცავს:
-
სუნთქვის გაძნელება
-
გულისცემის აჩქარება
-
გამონაყარი მთელს სხეულზე
-
სისუსტე
იქიდან გამომდინარე, რომ ამ ვაქცინაზე კლინიკური კვლევები ახლაც გრძელდება, გაუთვალისწინებელი გვერდითი მოვლენებიც მოსალოდნელია.
ამჟამად ბაზარზე არსებობს თუ არა COVID-19-ის სხვა ვაქცინები?
ამ ეტაპზე COVID-19-ის სხვა ვაქცინები [ა.შ.შ.] ბაზარზე დაშვებული არაა.
არის თუ არა ეს ვაქცინა დაშვებული სხვა რომელიმე ქვეყანაში?
ეს ვაქცინა დამტკიცებულია [approval] კანადაში და საგანგებო დაშვება [emergency-use authorization, EUA] აქვს დიდ ბრიტანეთსა და ბაჰრეინში
შეიძლება თუ არა ამ ვაქცინის სხვა ვაქცინებთან ერთად მიღება?
ამასთან დაკავშირებით საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულებები არ არსებობს.
რა ხდება, თუ ორსულად ვარ ან ძუძუთი ვკვებავ შვილს?
სჯობს, თქვენს ექიმს დაელაპარაკოთ და განიხილოთ ამ ვაქცინის საკითხი.
არის თუ არა რისკი, რომ Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინამ COVID-19-ით დამაინფიციროს?
არა, ამის რისკი არ არსებობს. Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინა აქტიურ ახალ კორონავირუსს არ შეიცავს და ვერ დაგაინფიცირებთ ახალი კორონავირუსით.
რა ტემპერატურული რეჟიმია საჭირო ამ ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის?
ამ ვაქცინის ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის საჭირო ტემპერატურაა –70° C / ცელსიუსი [– 94° F / ფარენჰაიტი]
♦ წყარო → FDA: ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
♦ ახალი კორონავირუსის ვაქცინების ცნობარი