მეცნიერება

ორსულობის დროს ანტიეპილეფსიური საშუალებების გავლენა ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე




ეს კვლევა, რომლის სრული ვერსიაც შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ სტატიაში - Prenatal Exposure to Antiseizure Medication and Incidence of Childhood- and Adolescence-Onset Psychiatric Disorders და რომელიც ამერიკულ სამედიცინო ჟურნალ JAMA Neurology-ში, მიმდინარე წლის 17 პარილს გამოქვეყნდა, იკვლევდა კავშირს ორსულობის დროს სხვადასხვა ანტიეპილეფსიური წამლების მიღების გავლენაზე ბავშვის შემდგომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. 

კვლევა ჩრდილო ნორდიკულ ქვეყნებში - დანიაში, ფინეთში, ისლანდიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ჩატარდა.

კვლევის კითხვა კვლევა იმის დადგენას ცდილობდა, არსებობს თუ არა ასოციაცია [კავშირი] ორსულ ქალებში ანტიეპილეფსიური მედიკამენტების მიღებასა და მათ შვილებში, ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში, ფსიქიკური აშლილობების დადგომას შორის.  

კვლევის შედეგები - კოჰორტული კვლევის ფარგლებში 38 661 ბავშვი გამოიკვლიეს. მათი დედები, ამ ბავშვებზე ორსულობის დროს, ვალპროის მჟავას და სხვა ანტიეპილეფსიურ მედიკამენტებს იღებდნენ [ვალპროის შემცველი პროდუქტები ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას, F.D.A.-ს აქვს დამტკიცებული კრუნჩხვის, ასევე ბიპოლარული აშლილობისა და შაკიკის, და მსგავსი ნევროლოგიური მდგომარეობების, სამართავად]. 

  • ამ კოჰორტის კვლევით ღმოჩნდა, რომ ორსულობის დროის ვალპროის მჟავის მიღება ასოცირებული იყო ბავშვებში ფსიქიკური აშლილობების განვითარების მომატებულ რისკთან.
  • ამ კოჰორტის კვლევით ასევე ღმოჩნდა, რომ ანტიკრუნჩხვითი აბების, - რომლებიც აქტიურ ნივთიერებებად შეიცავენ ლამოტრიჯინს, კარბამაზეპინსა და ოქსკარბაზეპინს, - მიღება ორსულობის დროს არ იყო ასოცირებული ბავშვებში ფსიქიკური აშლილობების რისკებთან ან მათ პროვოცირებასთან.
  • რაც შეეხება ტოპირამატსა და ლევეტირაცეტამს - მათ ორსულობაში მიღებასა და შემდეგ ბავშვებში ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის აშლილობების პოტენციურ განვითარებას შორის კავშირი უფრო გამოიკვეთა. 

კვლევის მნიშვნელობა - ეს კვლევა, მეტი მონაცემებით, აძლიერებს უკვე არსებულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვალპროის მჟავის შემცველი წამლების მიღება ორსულობის დროს არ არის სასურველი.

+ უფრო მეტად ასაბუთებს აქამდე არსებულ მონაცემებს, რომ საჭიროა სიფრთხილე ტოპირამატის მიღებაზე.

+ ახალ, აქამდე სრულიად შეუსწავლელ, წინასწარ, ერთგვარ გამაფრთხილებელ, მონაცემებს იძლევა იმაზე, რომ სიფრთხილეა საჭირო ორსულობის დროს ლევეტირაცეტამის მიღებაზეც, ბავშვებში შემდგომი, შესაძლო, ფსიქიკური მოვლენების პრევენციის მიზნით.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>