კითხვა - აქვთ თუ არა სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლები ისეთ ქალებს, რომლებსაც სიმსივნე ორსულობის დროს ან მშობიარობიდან ერთი წლის შემდეგ გამოუვლინდათ მათთან შედარებით, რომლებსაც სიმსივნე ორსულობიდან/მშობიარობიდან უფრო გვიან [1 წელი +] გამოუვლინდათ?
მიგნებები - ამ რეტროსპექტიული, კოჰორტული კვლევის მიხედვით, სადაც 24 307 ქალის ჯანმრთლობის მდგომარეობა გააანალიზეს ზემოთ აღწერილი კუთხით, აღმოჩნდა, რომ ქალებს, რომლებიც პრემენოპაუზალურ ფაზაში იყვნენ და ამავე დროს სიმსივნე გამოუვლინდათ ან ორსულობის დროს ან მშობიარობიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, სიკვდილიანობის უფრო მაღალი რისკები ჰქონდათ მათთან შედარებით, რომლებსაც სიმსივნე მშობიარობიდან უფრო გვიან გამოუვლინდათ.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი/შედეგები სიმსივნის ტიპების/ლოკაციების მიხედვით განსხვავდებოდა.
მნიშვნელობა - შედეგებიდან გამომდინარე გაჩნდა გარკვეული მონაცემები, რომ ორსულობასთან ასოცირებული/მასთან სინქრონულად მიმდინარე სიმსივნური პროცესების გაღვიძება და გავრცელება სიკვდილიანობის უფრო მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ ყველა ტიპის სიმსივნე სხვადასხვა ხასიათის რისკებს ატარებს.
♦ კვლევის სრულ, ინგლისურენოვან ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ - Long-term Mortality in Individuals Diagnosed With Cancer During Pregnancy or Postpartum