მეცნიერება

JAMA Oncology - სისხლის შედედება და თრომბოზები სიმსივნის მქონე პაციენტებში




რა არის თრომბოზი?

ტრავმის მიღების ან კანის გაჭრისას - ჭრილობის მოშუშების პროცესში, სისხლის შედედება ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესია, რომლის დროსაც სისხლის წითელი უჯრედები [თრომბოციტები] სპეციალურ ცილოვან უჯრედებს [შემადედებელ ფაქტორებს] უერთდებიან. ეს სისხლის შედედების პროცესია და ის ორგანიზმის ერთგვარი დამცავი მექანიზმია სისხლდენისგან.

სისხლის არასასურველი შედედება, უმეტესად, მის მატარებელ ორგანოში - ფეხების ან მკლავების ღრმა ვენებში - ხდება, და მას ღრმა ვენების თრომბოზს ეძახიან [deep venous thrombosis (DVT)]. 

თრომბოზის ნაშალი, - სისხლის კოლტები, - შეიძლება სისხლმა, ვენებისა და არტერიების საშუალებით, სხეულის სხვა უბნებში წაიღოს, მაგალითად, ფილტვებისკენ [მაგრამ არა მხოლოდ], ამან კი, ფილტვების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოიწვიოს პროცესი, სახელად პულმონარული ემბოლიზმი [pulmonary embolism (PE)]. 

სიმსივნის მქონე ადამიანებს სისხლის შედედების უფრო მაღალი რისკები აქვთ. სიმსივნის მქონე პაციენტების დაახლოებით 15%-ს ვენური თრომბოზი უვითარდება.


 

რატომ ზრდის სიმსივნე ორგანიზმში სისხლის კოლტების გაჩენის რისკებს?

სიმსივნური უჯრედების მქონე პაციენტებში სისხლის კოლტების გაჩენის რისკებს არაერთი ფაქტორი ზრდის. 

სიმსივნურ უჯრედებს შემადედებელი ფაქტორების წახალისება და მათი მოქმედების გააქტიურება შეუძლიათ. სიმსივნური უჯრედების მატარებელ პაციენტებს გენეტიკური ცვლილებები აქვთ, რომლებიც შედედების ფაქტორებს ააქტიურებენ. 

გარკვეული სიმსივნური უჯრედების [სისხლის, თავის ტვინის, პანკრეასის, კოლონის, კუჭის, თირკმლებისა და საშვილოსნოს] მაღალი გავრცელება ამ რისკებს ზრდის, რადგან ისინი შეიცავენ გენეტიკურ ცვლილებებს, რომლებიც სისხლის შემადედებელ ფაქტორებს ააქტიურებენ. 

სიმსივნის ზოგი ტიპი თრომბოზს სისხლის მატარებლების შევიწროებით ან დაზიანებით იწვევს. ვენური კათეტერები და სიმსივნის მკურნალობის პროცესი სისხლის მატარებელი ორგანოების ჩვეულებრივ განლაგებას ცვლიან -  მიმართულებას ამრუდებენ, არტერიებისა და ვენების გადახრის კუთხეებს ქმნიან [რაც სისხლის მომოქცევას აფერხებს], ანთებებს იწვევენ და სისხლის კოლტებს წარმოქმნიან. 

კათეტერს, მაგალითად, ვენაში სისხლის მიმოქცევის სიჩქარის შემცირება შეუძლია, რომელიც თრომბოზს იწვევს. ჰოსპიტალიზაცია ან ოპერაციაც ზრდის თრომბოზების რისკებს. 

 

რა სიმპტომებით ამოვიცნოთ სისხლის კოლტები?

როცა სისხლის მატარებელ ერთ-ერთ ორგანოში - ვენაში, სისხლის კოლტი წარმოიშობა, ის სისხლის ნორმალურ მიმოქცევას აფერხებს. პაციენტს, რომელსაც ღრმა ვენის თრომბოზი აქვს, შეიძლება შემდეგი სიმპტომები განუვითარდეს: სიწითლე, შეშუპება, სითბოს შეგრძნება ან ტკივილები მხრებსა ან/და ფეხებში. 

თუკი ღრმა ვენის თრომზობი პულმონარულ ემბოლიზმში გადაიზარდა, პაციენტს შეიძლება სუნთქვა გაუძნელდეს, სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია დაეცეს, ტკივილი იგრძნოს მკერდში და გულის მუშაობა აუჩქარდეს. 

ზოგჯერ სისხლში კოლტების არსებობას სულ არ ახლავს არანაირი სიმპტომი და მათ მხოლოდ სხეულის რადიოლოგიური შემოწმების დროს აღმოაჩენენ ხოლმე. 

 

როგორ ხდება სისხლის კოლტების დიაგნოსტირება?

როცა ღრმა ვენური თრომბოზის ეჭვია, ექიმი პაციენტს დოპლერს [ულტრასონოგრაფიას] უნიშნავს, რომ სისხლის მიმოქცევის ცვლილების გამომწვევი მიზეზები და ფეხებსა და მკლავებზე გავლენა შეამოწმოს. 

თუკი პულმონარული ემბოლიზმის ეჭვია, ექიმმა, შესაძლოა, კომპიუტერული ტომოგრაფია დანიშნოს და ფილტვებში სისხლის მოძრაობის ხარისხი შეფასდეს.

 

 

როგორ ხდება სისხლის კოლტების მკურნალობა ან/და პრევენეცია?

სისხლის კოლტებს მკურნალობენ ისეთი მედიკამენტებით, რომლებიც სისხლში მათ გაჩენას უშლის ხელს - ანტიკოაგულანტებითა და “სისხლის გამათხელებლებით.” როგორც წესი, ისინი აბების სახით მიიღება,  იშვიათად კი ინექციის სახითაც.

ექიმი ანტიკოაგულანტს პაციენტის სხვა სამედიცინო საჭიროებებიდან, ფინანსური მდგომარეობიდან, სხვა პრეფერენციებიდან და ასევე იმ მედიკამენტებიდან გამომდინარე ირჩევს, რასაც პაციენტი იმ დროს იღებს.  

კოლტების პრობლემები სისხლში ანტიკოაგუალნტების მიღებიდან 3-6 თვის განმავლობაში გვარდება, თუმცა, პაციენტების უმეტესობა, ვისაც სიმსივნე აქვს, უფრო დიდხანსაც იღებს ანტიკოაგულანტებს, რომ თავიდან აიცილოს მისი ხელახლა გაჩენა. 

ანტიკოაგულანტების მიღების ერთ-ერთი რისკი სისხლდენის განვითარებაა, რომელიც ასევე საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა სიმსივნის მქონე პაციენტებში. 

ზოგ საჭირო სიტუაციაში ექიმმა, შესაძლოა, პაციენტს ანტიოაგულანტი დაუნიშნოს, სისხლში კოლტების გაჩენის პრევენციისთვის. მათ შორის, ქირურგიის დროს, ჯერ კიდევ კლინიკაში ყოფნისას, ზოგიერთი მაღალი რისკის მატარებელი სიმსივნეების დროს. 

 

 

მასალა ადაპტირდა სტატიიდან ⇒ Blood Clots, or Thrombosis, in Patients With Cancer

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>