საქართველოში ახალი კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ოთხი მწარმოებლის ვაქცინებით აიცრნენ: "პფაიზერის," "ასტრაზენეკას," "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინებით.
	 
	ვაქცინების დანაკარგები
	ვაქცინა მაშინ იკარგება, როდესაც ფლაკონი იხსნება, მაგრამ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში საკმარისი რაოდენობის მსურველების არარსებობის გამო, ვაქცინების ნაწილი უკვე აღარ არის ვარგისი, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის გამო. 
	"კაქტუსისთვის" NCDC-ს მოწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოში 2021 წლის 15 მარტიდან 2022 წლის 7 თებერვლის ჩათვლით, სულ 30 717 დოზა ვაქცინა დაიკარგა. 
	ვაქცინების დანაკარგები არის საქართველოს ყველა რეგიონში.
	 
	დანაკარგების გეოგრაფიული გადანაწილება ასეთია:
	♦ თბილისი  →  13 906
	♦ აჭარა  → 2 902
	♦ გურია  → 1 713
	♦ იმერეთი  → 5 148
	♦ კახეთი  → 1 973
	♦ მცხეთა-მთიანეთი  → 744
	♦ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი  → 322
	♦ სამეგრელო და ზემო სვანეთი  → 628
	♦ სამცხე-ჯავახეთი  → 849
	♦ ქვემო ქართლი  → 1 686
	♦ შიდა ქართლი  →  846
	 
	 
	♦ მონაცემები განახლდება თვეში ერთხელ. ინფორმაცია განახლებულია ვაქცინაციის დაწყებიდან 2021 წლის 15 მარტიდან 2022 წლის 7 თებერვლის ჩათვლით.