|
მეცნიერება
კანაფი [მცენარის პროფაილი]
კანაფი [მცენარის პროფაილი]
კანაფი ნატურალური პროდუქტია, რომლის მთავარი ფსიქოაქტიური შემადგენელი ნივთიერება არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი [Δ9-THC]. კანაფის მცენარე [Cannabis sativa L.] ფართოდ არის გავრცელებული და იზრდება ზომიერ და ტროპიკულ კლიმატურ სარტყელში. თამბაქოსთან, ალკოჰოლსა და კოფეინთან ერთად, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართოდ მოხმარებადი ნარკოტიკული საშუალებაა. უხსოვარი დროიდან ის გამოიყენება, როგორც წამალი და ბოჭკოს წყარო, ძაფის ან თოკისთვის. მცენარეული კანაფი შედგება გამომშრალი ყვავილოვანი დაბოლოებებისა და ფოთლებისგან.
კანაფის ფისი დაპრესილი მყარი ნივთიერებაა, რომელიც დამზადებულია მცენარის ფისოვანი ნაწილებისგან. კანაფის [hash] ზეთი კანაფის ხსნად ექსტრაქტს წარმოადგენს. თითქმის ყოველთვის, კანაფს ან მარტო ეწევიან, ან თამბაქოს ურევენ. კანაფისა და კანაფის ფისის მოხმარების შემთხვევათა უმეტესობა არალეგალურია. კანაფს თერაპიული [სამკურნალო] თვალსაზრისით ზოგიერთი დადებითი თვისების ქონას მიაწერენ, მაგალითად, ანალგეტიკურ თვისებებს. ზოგიერთ ქვეყანაში, დრანაბინოლი ლიცენზირებული მედიკამენტია გულისრევის შეგრძნების სამკურნალოდ კიბოთი დაავადებულ იმ პაციენტებში, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან. კანაფის მცენარისგან წარმოებული პროდუქტები და Δ9-THC საერთაშორისო კონტროლს ექვემდებარება.
ქიმია
კანაფის ყველა პროდუქტის მთავარი აქტიური შემადგენელი ნაწილი არის Δ9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი [Δ9-THC ან უბრალოდ THC], რომელიც აგრეთვე ცნობილია საერთაშორისო არაკომერციული სახელწოდებით - დრანაბინოლით.
THC-ს ოთხი სტერეოიზომერი არსებობს, მაგრამ ბუნებრივად მხოლოდ [-]-ტრანს იზომერი გვხვდება [ CAS-1972-08-03]. THC-ის ამ სრულად სისტემატური იზომიის სახეწოდება არის [−]-[6aR,10aR]-6,6,9-trimethyl-3-pentyl- 6a,7,8,10a-tetrahydro-6H-benzo[c]chromen-1-ol. კანაფის შემადგენლობაში აგრეთვე ორი დაკავშირებული სუბსტანციაა წარმოდგენილი: Δ9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი-2 და Δ9-ტეტრაჰიდროკანაბინოლ-4 მჟავა [THCA] და ზოგჯერ მათი ოდენობა დიდია. THCA-ის მოწევის დროს, ეს ნივთიერება ნაწილობრივ THC-დ გარდაიქმნება. აქტიური იზომერი Δ8-THC, რომელშიც არანაჯერი კავშირი ციკლოჰექსინის ჯაჭვში C-8-სა და C-9-ს შორის მდებარეობს, გაცილებით მცირე რაოდენობით გვხვდება.
მოლეკულური ფორმულა: C21H30O2
მოლეკულის წონა: 314,4 გ/მოლი
სხვა მონათესავე სუბსტანციები, რომლებიც კანაფში გვხვდება, მოიცავს კანაბიდიოლს [CBD]; ძველებულ ნიმუშებში - კანაბინოლს [CBN]. ორივე მათგანს საკმაოდ განსხვავებული ფარმაკოლოგიური ეფექტები აქვთ, THC-სგან განსხვავებით.
სხვა ნაერთებს მიეკუთვნებიან კანაბინოვარინები [cannabivarins] და კანაბიქრომენები [cannabichromenes]; ყველანი ერთად ცნობილია კანაბინოიდების სახელწოდებით. მრავალი ფსიქოაქტიური ნივთიერებისგან განსხვავებით, კანაბინოიდები არ წარმოადგენენ აზოტის შემცველ ბაზებს.
Δ9-tetrahydrocannabinol ტეტრაჰიდროკანაბინოლი კანაფის ძირითადი ფსიქოაქტიური შემადგენელია.
ფიზიკური ფორმა
კანაფი [Cannabis sativa] ორსქესიანი მცენარეა: არსებობს მამრობითი და მდედრობითი სქესის კანაფის მცენარე. THC-ს კონცენტრაცია, უდიდესწილად, კონცენტრირებულია მდედრობითი სქესის მცენარის ყვავილოვანი ნაწილების გარშემო. ფოთლებსა და მამრობითი სქესის მცენარეებში THC ნაკლები რაოდენობითაა, ხოლო [მამრობითი სქესის] ღეროები და თესლი მას თითქმის საერთოდ არ შეიცავს.
მცენარეებს აქვთ სახასიათო აღნაგობის ფოთლები, თერთმეტამდე დაკბილული ფოთლის კიდით. იმპორტირებული მცენარეული კანაფი ოთხკუთხედი, ყავისფერი დაპრესილი ბლოკის სახით გვხვდება, რომელიც შედგება კანაფი [Cannabis sativa]-ს გამომშრალი ყვავილების დაბოლოებებისგან, ფოთლებისგან, ღეროებისა და თესლებისგან. კანაფის ფისი, ჩვეულებრივ 250-გრამიანი ბლოკების სახით იწარმოება, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს რომელიმე კომპანიის ბრენდს წარმოადგენდეს. კანაფის ზეთი მუქი ფერის, ბლანტი სითხეა.
ფარმაკოლოგია
მასში შემავალი ფართო სპექტრის კანაბინოიდები გამო, კანაფის ფარმაკოლოგია რთულია. მისი მცირე დოზა იწვევს ეიფორიას, შფოთვისგან გათავისუფლებას, სიმშვიდის შეგრძნებასა და ძილიანობას. ზოგიერთ ასპექტში, მისგან გამოწვეული ეფექტები ისეთივეა, როგორიც ალკოჰოლის. ანანდამიდი აღიარებულ იქნა, როგორც ენდოგენური წარმოშობის და კანაბინოიდის რეცეპტორთან შემაკავშირებელი მოლეკულა, რომელსაც THC-ს მსგავსი ფარმაკოლოგიური თვისებები აქვს.
როდესაც კანაფის მოწევა ხდება, შესუნთქვიდან უკვე რამდენიმე წამში THC-ის დაფიქსირება პლაზმაშია შესაძლებელი. მისი 10–15 მილიგრამის ექვივალენტის მოწევის შემდეგ, 5-7 წუთში პლაზმაში Δ9-THC-ის პიკი დაახლოებით 100 მიკროგრამი ლიტრზეა. ის ცხიმს “ეძებს” და მთლიანად სხეულში ვრცელდება. ამ დროს ორი აქტიური მეტაბოლიტი წარმოიქმნება: 11-გლიკოლის მჟავა-Δ9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი და 8β-გლიკოლის მჟავა-Δ9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი. პირველი მათგანი არის შემდგომი მეტაბოლიზმი Δ9-THC-11 მჟავასთან. აგრეთვე ყალიბდება ორი ინერტული სუნბსტანცია - 8α-hydroxy-Δ9-THC და 8α,11-dihydroxy-Δ9-THC და აგრეთვე ბევრი შედარებით მცირე მეტაბოლიტები, რომელთა უმეტესობა შარდში და განავალში ჩნდება გლიკორონიდის კონიუგატებად.
კანაფის ზოგიერთი მეტაბოლიტი შარდში კანაფის მოწევიდან ან მიღებიდან 2 კვირის განმავლობაშიც ნარჩუნდება. ზომიერ მომხმარებლებში, ცოტა მტკიცებულებები არსებობს ორგანოთა სისტემაზე მიყენებული ზიანის თაობაზე, მაგრამ თამბაქოსთან ერთად მისი მოხმარება ამ სუბსტანციასთან [კანაფთან] დაკავშირებულ ყველა რისკებს შეიცავს.
კანაფის საზიანო თვისებებისადმი ყველაზე დიდი ინტერესი ფოკუსირდება იმ ასოციაცისთან, რომ ის შიზოფრენიასთან არის დაკავშირებული. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, არის თუ არა პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კანაფს შორის. უშუალოდ კანაფთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევები ძალიან იშვიათია.
წარმოშობა
ევროპაში იმპორტირებული მცენარეული კანაფი წარმოშობით, შესაძლოა, დასავლეთ აფრიკიდან, კარიბის ზღვის კუნძულებიდან ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან იყოს. კანაფის ფისი, ძირითადად, ჩრდილოეთ აფრიკიდან ან ავღანეთიდან მოდის. კანაფის ზეთი [hash oil] ხშირად ადგილობრივად არის წარმოებული კანაფის ან კანაფის ფისისგან მისი გამოხდის გზით. კანაფის ინტენსიურად შინ მოშენება/მოყვანა ფართოდ არის გავრცელი ევროპაში და სხვაგანაც. ამას განაპირობებს გაუმჯობესებული თესლის მრავალსახეობები და ისეთი პირობები, როგორებიცაა: ხელოვნური გათბობა და განათება, მისი ჰიდროპონიური კულტივირება მკვებავ ხსნარებში და მდედრობითი მცენარეების გამრავლება. ეს იწვევს კანაფის ისეთ მაღალ წარმოებას, რომელიც ყვავის [მას ზოგჯერ skunk-ს უწოდებენ].
როგორც ნარკოტიკების, მაგალითად, ჰეროინისა და კოკაინის შემთხვევაში, ხდება, კანაფის წარმოება ეკონომიკური გეგმის ნაწილი არ არის. THC-ს პრეკურსორები არ არის გართიანებული ერების ორგანიზაციის 1988 წლის იმ კონვენციის ჩამონათვალში, რომელიც ნარკოტიკული წამლებისა და ფსიქოაქტიური სუბსტანციების არალეგალურ გადაზიდვებს ეხება [Convention against Illicit Traffic in Narcotic Drugs and Psychotropic Substances].
მოხმარების თავისებურებები
კანაფს, ხშირად, თამბაქოში ურევენ ან მოსაწევი ხელსაწყოთი - ბონგით ეწევიან. რადგანაც THC წყალში ცუდად იხსნება, მისი შეწოვა/ათვისება მარტივი არ არის. საშუალო დონის კანაფის სიგარეტი ე.წ. reefer-ი, დაახლოებით 200 მგ მცენარეულ კანაფს ან კანაფის ფისს შეიცავს.
სხვა სახელწოდებები
ბევრ ქვეყანაში მცენარეული კანაფი და კანაფის ფისი ფორმალურად მარიხუანის ან ჰაშიშის სახელწოდებით არის ცნობილი. კანაფის სიგარეტის შემთხვევაში გამოიყენება ტერმინები: reefer-ი, ან joints-ი ან სპლიფი. კანაფის/კანაფის ფისის ქუჩური სახელები ბევრნაირია: bhang, charas, pot, dope, ganja, hemp, weed, blow, grass და სხვა მრავალი.
ანალიზი/ტესტირება
მიუხედავად იმისა, რომ კანაფის [Cannabis sativa] ფოთლები სახასიათოა, ორივე: კანაფის და კანაფის ფისის ამოცნობა წარმატებით არის შესაძლებელი სუსტი მიკროსკოპის საშუალებით, რომლის დახმარებითაც ჯირკვლოვანი ტრიქომების და წანაზარდების დანახვაა შესაძლებელი. Duquenois-ს რეაგენტის ტესტი გათვლილია სპეციალურად კანაბინოლზე. ის ემყარება კანაფის ექსტრაქტების რეაქციას p-dimethylbenzaldehyde-თან. რეაქციის შედეგად წარმოიქმნება იისფერი შეფერილობა, რომლის გამოცალკევებაც ქლოროფორმში არის შესაძლებელი. THC-ის მასსპექტრი აჩვენებს იონების მასის შემდეგ ძირითად მაჩვენებლებს: m/z = 299, 231, 314, 43, 41, 295, 55 და 271. გაზ-ქრომოტოგრაფიის გამოყენებით სისხლში THC გამოვლენის ზღვარი არის 0.3 მიკროგრამი ლიტრში [μg/L] [რაც ნიშნავს, რომ ამაზე დაბალი შემცველობის შემთხვევაში, სისხლში მისი აღმოჩენა, შესაძლოა, ქრომატოგრაფსაც გაუჭირდეს].
ტიპური კონცენტრაციები
2011 წელს ევროპაში, საცალო ვაჭრობის ფარგლებში არსებულ კანაფში THC-ს საშუალო შემცველობა 4%-დან [უნგრეთი] 16%-მდე [ნიდერლანდები] მერყეობდა, მაშინ როდესაც მცენარეულ კანაფში ეს მაჩვენებელი 1%-დან [უნგრეთი] 16%-მდე [ნიდერლანდები] იყო. მცენარეულ კანაფში, რომელიც ინტენსიური შიდა მოშენების მეთოდებით არის წარმოებული, [THC-ს] საშუალო კონცენტრაცია, შესაძლოა, ორჯერ ან სამჯერ მეტი იყოს, ვიდრე ეს იმპორტირებულ მცენარეულ კანაფშია. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, ისეთი კანაფის მოყვანაა ლიცენზირებული, რომელიც ბოჭკოს [hemp] საწარმოებლად გამოიყენება. THC-ს შემცველობა ამ მცენარეებში 0.3%-ზე ნაკლებია. კანაფის ფისის მცირე რაოდენობები ევროკავშირში უკანონოდაც იწარმოება [მაგალითად, სახელად nederhasj]. კანაფის ზეთის მსგავსად, ამ პროდუქტში THC-ს შემცველობა, შესაძლოა, 30%-ზე მეტი იყოს.
კანაფის საერთაშორისო რეგულირება და სტატუსი
კანაფი და კანაფის ფისი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1961 წლის ნარკოტიკების შესახებ ერთიანი კონვენციის I და IV სიაშია შეტანილი. კონვენციის პირველი მუხლის პირველ პარაგრაფში, კანაფი განმარტებულია შემდეგნაირად: “კანაფი არის მცენარე, კანაბისის წვეროს ყვავილებითა და ნაყოფით [თესლისა და ფოთლების გარდა], რომლებიდანაც ფისი არ არის ამოღებული.” ამავე დოკუმენტში კანაფის ფისი კი შემდეგნაირად არის განმარტებული: “[კანაფის ფისი ნიშნავს] გამოყოფილ ფისს, ნედლს ან რაფინირებულს, რომელიც მოპოვებულია მცენარე კანაბისიდან.”
უამრავ იზომერიასა და სტერეოქიმიურ ვარიანტთან ერთად, Δ9-THC შეტანილია გაეროს 1971 წლის კონვენციის ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ I სიაში.
მოხმარების გავრცელება
დადგენილია, რომ სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც კანაფი მოხმარებული აქვს 77 მილიონ ევროპელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის თითქმის ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს მოხმარებული, ასაკობრივი მაჩვენებლით 15-64 წელი.
მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს ქვეყნებს შორის: სხვადასხვა ქვეყანაში მოხმარების ეროვნული მაჩვენებელი მერყეობს 1.6%-დან 32.5%-მდე.
15-დან 34 წლამდე ახალგაზრდებში, სიცოცხლის განმავლობაში კანაფის მოხმარების სიხშირის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება 1.0%-დან 45%-მდე. ევროპელეში ეს მაჩვენებელი, საშუალოდ,32.2%-ია. გასულ წელს კანაფის მოხმარება ასაკის ამ კატეგორიაში მერყეობდა 0.4%-დან 17.5%-მდე. დადგენილია, რომ დაახლოებით 15.4 მილიონმა [11.7 %] ახალგაზრდა ევროპელმა მოიხმარა კანაფი გასული წლის განმავლობაში და 6.5 %-მა - გასული თვის განმავლობაში.
კანაფი არალეგალური ნარკოტიკია, რომელსაც ევროპელი სკოლის მოსწავლეებიც მოიხმარენ. ევროკავშირის წევრ 24 ქვეყანაში და ნორვეგიაში ევროპული სკოლის კვლევების პროექტის ფარგლებში [ESPAD] განხორციელებული გამოკითხვების მიხედვით, 2011 წელს კანაფის მოხმარების მაჩვენებელი 15 და 16 წლის მოზარდებში შემდეგი მონაცემების ფარგლებში იყო: 5%-დან ნორვეგიაში 42%-მდე ჩეხეთის რესპუბლიკაში. მაჩვენებელი სქესის მიხედვითაც განსხვავდებოდა და საერთო მაჩვენებლიდან 2.5 ბიჭზე და ერთ გოგოზე მოდიოდა.
მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილი მოიხმარს კანაფს ინტენსიურად. წინამდებარე კვლევაში კანაფის ყოველდღიური ან თითქმის ყოველდღიური მოხმარება განმარტებულია, როგორც კანაფის მოხმარება თვეში 20 ან მეტი დღის განმავლობაში. 22 ქვეყნის მონაცემების მიხედვით, ადამიანების დაახლოებით 1% [15-დან 64-წლამდე ასაკის ადამიანები], რაც მინიმუმ სამი მილიონი ადამიანია, ამბობს, რომ კანაფს ამ სიხშირით მოიხმარს. ამ ადამიანთა ორ მესამდეზე მეტი 15-დან 34 წლამდე ასაკისანი არიან და მათ შორის სამი მეოთხედი მამაკაცია.
კანაფის ღირებულება შავ ბაზარზე
2011 წელს ევროკავშირში საცალო გაყიდვების ბაზარზე ერთი გრამი კანაფის ფისის ფასი 3 ევროდან [პორტუგალია] 18 ევრომდე [მალტა] მერყეობდა. რაც შეეხება მცენარეულ კანაფს, მისი ერთი გრამის ფასი 5 ევროდან [ესპანეთი] 24 ევრომდე [ბულგარეთი] იყო.
ევროკავშირის ქვეყნებში საცალო გაყიდვების ფასი კანაფის ფისზე და მცენარეულ კანაფზე უმნიშვნელოდ გაიზარდა 2006-11 წლის პერიოდში [9% და 12% შესაბამისად], რაც საფუძვლიან მონაცემებს ემყარება არსებული ტენდენციის გასაანალიზებლად.
სამედიცინო დანიშნულება
კანაფის ტინქტურები [ეთანოლური ექსტრაქტები] ერთ დროს გავრცელებული იყო, მაგრამ ფარმაკოლოგიიდან ისინი მრავალი წლის წინ ამოიღეს. მცენარეული კანაფი [რომელიც ცნობილია ‘cannabis flos’-ის სახელწოდები] და რომელშიც THC-ის ნომინალური შემცველობა 18%, ნიდერლანდებში ხელმისაწვდომია როგორც ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი. ის ინიშნება მრავლობითი სკლეროზის, გარკვეული ტიპის ტკივილებისა და სხვა ნევრილოგიური მდგომარეობების დროს. კანაფის ექსტრაქტი სატივექსი [Sativex] ლიცენზირებულია კანადაში.
♦ ინფორმაციია წყარო: ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრი, Europeran Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction, EMCDDA - Cannabis - Drug Profile
|