მეცნიერება

სისხლის გასქელება & კოლტები COVID-19 პაციენტებში




ამერიკის ქალაქ ნიუ-იორკის ჰოსპიტალ "მაუნთ საინაიში" მარტის ბოლო ექიმებმა უცნაური სიმპტომი შეატყვეს პაციენტებს: სისხლის შესქელება და მასში კოლტების მაღალი კონცენტრაციის გაჩენა.  

სააგენტო “როიტერის” ჟურნალისტის მიერ მოგროვებული ინფორმაციით, სისხლის შესქელება "მაუნთ საინაიში" მომუშავე სხვადასხვა სპეციალისტებმა, სხვადასხვა ორგანოებში შენიშნეს. ექიმების ინფორმაციით, ეს მათთვის ერთ-ერთი საგანგანშო ნიშანი იყო იმისა, თუ როგორ ზემოქმდებს ადამიანის ორგანიზმზე ახალი კორონავირუსი. 

ნეფროლოგებმა შენიშნეს, რომ თირკმლების დიალეზის კათეტერი სისხლის კოლტებით იჭედებოდა. პულმონოლოგებსაც გაეზარდათ შემთხვევები, როცა, გაურკვეველი მიზეზებით, ფილტვების ნაწილს სისხლი არ მიეწოდებოდა. ნევროლოგებიც ატყობდნენ, რომ სისხლში კოლტების მომატებული კონცენტრაციის გამო, ტვინში სისხლის ჩაქცევის შემთხვევების რაოდენობაც გაიზარდა. პაციენტების ასაკი, ამ შემთხვევაში, ახალგაზრდა იყო; მათი, სულ მცირე, ნახევარი კი ახალი კორონავირუს-დადებითი იყო, ტესტერით დადასტურებული პასუხიდან გამომდინარე.

“ეს დაავადება ხელს უწყობს სისხლში კოლტების ფორმირებას,” - უთხრა “როიტერს” ექიმმა ჯეი მოკომ, მაუნთ საინაის ნეიროქირურგმა და დაამატა, რომ ამ ინფექციის მიერ ორგანიზმის დაზიანების მასშტაბები უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ფილტვებზე ზემოქმედება. 

ექიმ მოკოს თქმით, ტვინში სისხლის ჩაქცევა ახალი კორონავირუსის პირველი სიმპტომი იყო ახალგაზრდა პაციენტების ნაწილში. 

მას შემდეგ, რაც სხვადასხვა სპეციალობის ექიმებმა მსგავსი შემთხვევები მოაგროვეს, ახალი პროტოკოლი შეიმუშავეს. ამჟამად მათი პაციენტები სისხლის გამათხელებელ საშუალებებსაც იღებენ პრევენციულად - იქამდე, სანამ სისხლის კოლტები გამოჩნდება. 

“შესაძლოა, უბრალოდ შესაძლოა, რომ თუ კოლტების შექმნას წინასწარ ხელს შევუშლით, დაავადება ნაკლები სიმძაფრით განვითარდეს,” უთხრა “როიტერის” ჟურნალისტს "მაუნთ საინაის" ჰოსპიტლის პრეზიდენტმა, დოქტორ დეივიდ რაიხმა. 

ახალ პროტოკოლს მაღალი რისკის ჯგუფის მქონე პაციენტებში არ გამოიყენებენ, რადგან სისხლის გამათხელებელმა საშუალებებმა, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, თავის ტვინსა და სხვა ორგანოებში სისხლდენა გამოიწვიოს.

 

სხვა სამედიცინო აკადემიური მონაცემები სისხლის შედედებასა და თრომბოზზე ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში:

  COVID-19 and Thrombotic or Thromboembolic Disease: Implications for Prevention, Antithrombotic Therapy, and Follow-up

 Incidence of thrombotic complications in critically ill ICU patients with COVID-19

  Complement associated microvascular injury and thrombosis in the pathogenesis of severe COVID-19 infection: A report of five cases

 

ამავე თემაზე: 

 

►  F.D.A. - ახალი კორონავირუსის სეროლოგიური ტესტერები

 

► ონაცემების კვლევის ჯგუფის" მცირე გამოკითხვა საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის ქცევაზე

 

რამდენად აზიანებს გულს ახალი კორონავირუსი?

 

► ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება COVID-19 მწვავე პაციენტებში

 

► რემდესივირის მცირე წარმატება COVID-19 პაციენტებში

 

►  WHO გლობალურ კლინიკურ კვლევას იწყებს

► რამდენად ეფექტურია 'რემდესივირი?'

►  კვლევა ჩინეთიდან: ჰიდროქსიქლოროქინი არ მუშაობს

► COVID-19: კვლევის ცრუ-უარყოფითი შედეგები

► COVID-19 - საქართველოში შემოტანილი ტესტერები

► რამდენად ტოქსიურია ქლოროქინი / ჰიდროქსიქლოროქინი / აზითრომიცინი?

 WHO-მ ახალ კორონავირუსზე პანდემია გამოაცხადა 

► ანტონი ფაუჩი: COVID-19 - რა ეტაპზეა მეცნიერება, ვაქცინები და სამკურნალო საშუალებები?

 სანამ ვაქცინები გამოცდას გადიან 

 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>