გუშინ გერმანიაში მწვანე შუქი მიეცა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ერთ-ერთი ვაქცინის კანდიდატის ადამიანებში გამოცდას. ვაქცინის მწარმოებელია ბიოტექნიკური კომპანია BioNTech.
ვაქცინის გამოცდა ადამიანებში, რომელმაც პირდაპირ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ უნდა იმუშაოს და რომელიც მსოფლიოში მიმდინარე ოთხიდან ერთ-ერთია, თავიდან 200 ჯანმრთელ ადამიანში ჩატარდება.
გამოცდის მეორე ეტაპზე მასში დაავადების უფრო მაღალი რისკის მქონე პაციენტები ჩაერთვებიან.
BioNTech-მა განაცხადა, რომ ვაქცინის ამ კანდიდატს ფარმაგიგანტ Pfizer-თან ერთად ავითარებს, პროგრამის BNT162 ფარგლებში.
ახალი კორონავირუსის ვაქცინების კანდიდატების კლინიკური ცდები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მიმდინარეობს.
გერმანული კომპანია BioNTech, რომელმაც პროგრამა BNT162-ს ფარგლებში ამ მოლეკულის გამოცდის უფლება მარტში, ჩინურ კომპანია Shanghai Fosun Pharmaceutical-საც მიანიჭა, მსოფლიოში კიდევ 3 კომპანიას და ვაქცინის კანდიდატს უწევს კონკურენციას ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ.
BioNTech-ის კონკურენტები არიან გერმანული კომპანია CureVac და ამერიკული კომპანია Moderna, რომლებიც ასევე ცდილობენ ადამიანებში ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინების საკუთარი, უსაფრთხო და ეფექტური ვერსიების გამოცდას.
Moderna-მ ვაქცინის გამოცდა ადამიანებში მარტში დაიწყო.
ვაქცინის მოლეკულები ადამიანის იმუნიტეტს ამ ვირუსის წინააღმდეგ ანტიგენ ცილების გამოამუშავებინებენ, რითაც იცავენ მას ამ ინფექციისგან მომავალში.
გასულ კვირას ჩინეთში ადამიანებში ორი ვაქცინის გამოცდა დაიშვა. ვაქცინების ამ კანდიდატებს კომპანია Sinovac Biotech და უჰანის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტი აწარმოებს.
მარტში ჩინეთმა სხვა კლინიკური ცდაც წამოწიყო, რომლსაც კომპანია CanSino Bio და სამხედრო სამედიცინო აკადემია ხელმძღვანელობენ.
ამავე თემაზე:
► სანამ ვაქცინები გამოცდას გადიან
► სისხლის გასქელება & კოლტები COVID-19 პაციენტებში
► F.D.A. - ახალი კორონავირუსის სეროლოგიური ტესტერები
► WHO გლობალურ კლინიკურ კვლევას იწყებს
► რამდენად ეფექტურია 'რემდესივირი?'
► კვლევა ჩინეთიდან: ჰიდროქსიქლოროქინი არ მუშაობს
► COVID-19: კვლევის ცრუ-უარყოფითი შედეგები
► COVID-19 - საქართველოში შემოტანილი ტესტერები
► რამდენად ტოქსიურია ქლოროქინი / ჰიდროქსიქლოროქინი / აზითრომიცინი?
► WHO-მ ახალ კორონავირუსზე პანდემია გამოაცხადა
► ანტონი ფაუჩი: COVID-19 - რა ეტაპზეა მეცნიერება, ვაქცინები და სამკურნალო საშუალებები?